მცდარია, თითქოს უკრაინის სკოლების დაწყებით კლასებში სექსუალურ ორიენტაციაზე საგანს ასწავლიან

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

უკრაინის სკოლები
453
VIEWS

17-18 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ და სხვა რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2), ასევე რუსულმა სამთავრობო მედია Царьград-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს უკრაინის სკოლების დაწყებით კლასებში საგნის ,,გენდერული მრავალფეროვნებისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძვლების” სწავლებას იწყებენ. პოსტებს თანდართული აქვს ფოტო, რომელზეც ბავშვები LGBTQ+ დროშების ფონზე არიან, მასზე კი წერია, რომ აღნიშნული საგანი მესამე კლასელი მოსწავლეებისათვისაა განკუთვნილი. პოსტერზე ასევე დატანილია უკრაინის გერბი და ინიციალები ნ. მ. ბურინსკა. 

რუსულენოვანი ანგარიშები (1, 2, 3)   დოკუმენტის ფოტოსაც აზიარებენ, რომელიც თითქოს კიევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგების მიერ არის მიღებული და მომდევნო სასწავლო წელს დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის აღნიშნული საგნის სწავლებას ამტკიცებს.  

უკრაინის სკოლები

მტკიცება, თითქოს უკრაინის სკოლების მესამე კლასელ მოსწავლეებს გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ საგანს ასწავლიან, სიმართლეს არ შეესაბამება: 1) ილუსტრაცია, რომელიც წიგნის გარეკანს ჰგავს, ყალბია. მასზე მითითებული ავტორი კი ქიმიის სასკოლო წიგნების ავტორი იყო; 2) დოკუმენტი კიევის პირველ სკოლაში არ არის მიღებული და ის გაყალბებულია. მასში დაშვებულია გრამატიკული შეცდომები, გამოტოვებულია სიტყვები. დოკუმენტის სიყალბეს კიევის N1 სკოლის ადმინისტრაცია ადასტურებს. 

  • რა ვიცით სახელმძღვანელოს შესახებ?

რუსულენოვანი ანგარიშების მიერ გავრცელებულ ფოტოებზე, სადაც სახელმძღვანელოს გარეკანი ჩანს, რუსული ტელეგრამ არხის სახელი НАСПРАВДІ  არის დატანილი. აღნიშნულ ტელეგრამზე უკრაინაში სექსუალური ორიენტაციის შესახებ საგნის სწავლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია 17 აგვისტოს გავრცელდა. სავარაუდოა, რომ სახელმძღვანელოს შესახებ ცნობები ფეისბუქზე სწორედ ამ ტელეგრამ არხიდან წამოვიდა. НАСПРАВДІ უკრაინაში მიმდინარე ომზე ხშირად წერს. აღნიშნულ პოსტს კი, სადაც სახელმძღვანელოზეა საუბარი, ჰეშთეგად მითითებული აქვს “სატირა”.

უკრაინის სკოლები

გავრცელებულ ფოტოზე, რომელსაც სასკოლო წიგნის ვიზუალი აქვს, ავტორად ნ. მ. ბურინსკაა მითითებული. ნინა მიკოლაევნა ბურინსკა უკრაინელი მასწავლებელი იყო და ქიმიის სახელმძღვანელოებს გამოსცემდა. ბურინსკა 2017 წელს გარდაიცვალა და მისი ავტორობით სახელმძღვანელო ,,გენდერული მრავალფეროვნება და სექსუალური ორიენტაციის საფუძვლები” არ იძებნება. 

უკრაინის სკოლები

  • საგნის დამტკიცების შესახებ დოკუმენტი გაყალბებულია

ფოტოილუსტრაციასთან ერთად გავრცელებული დოკუმენტი, რომელიც თითქოს კიევის შევჩენკოს ოლქის N1-მა სკოლამ მიიღო და ამით 2024-2025 სასწავლო წლისათვის საგანი დაამტკიცა, ყალბია. სკოლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულია 2023-2024 წლის სასწავლო გეგმა, სწორედ ამ დოკუმენტის თავფურცელია გაყალბებული, რაზეც ზედა მარჯვენა კუთხეში ფურცლის დასკანერებისას ორივე მათგანზე გამოჩენილი ხარვეზი, ფურცლის ერთნაირად დაკუჭული ნაწილი ჩანს. 

უკრაინის სკოლები

                        ყალბი დოკუმენტი / პირველი სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის გეგმა

ამავე სასწავლო პროგრამის თავფურცელზე დაკვირვებით ჩანს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დოკუმენტზე რამდენიმე სიტყვა არასწორად, ზოგი კი რუსული გრამატიკის პრინციპის მიხედვით წერია. კერძოდ, მასზე შეცდომით წერია სიტყვა ,,ვამტკიცებ” (ЗАТВЕРЖДУЮ, სწორი ვარიანტი – ЗАТВЕРДЖУЮ) და ,,შევჩენკოვსკი” (Шевченсківського, სწორი ვარიანტი – Шевченківського). ასევე ,,სკოლა” უკრაინულად იწერება როგორც школи, თუმცა გავრცელებულ დოკუმენტზე ის რუსული ,,ы”-ის გამოყენებით, школы, წერია. 

Screenshot 2024 08 21 144950 მცდარია, თითქოს უკრაინის სკოლების დაწყებით კლასებში სექსუალურ ორიენტაციაზე საგანს ასწავლიან უკრაინის სკოლები
ყალბი დოკუმენტი  N1 სკოლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი

ყალბი დოკუმენტის ბოლოს სიტყვაა გამოტოვებული. თავფურცლის ქვედა მარჯვენა კუთხეში მითითებაა, რომ ის პედაგოგებმა განიხილეს და დაამტკიცეს, თუმცა გამოტოვებულია სიტყვა ,,საბჭო”. კიევის N1 სკოლის დოკუმენტებზე მითითებაა, რომ ის ,,პედაგოგთა საბჭომ” დაამტკიცა. 

უკრაინის სკოლები უკრაინის სკოლები
ყალბი დოკუმენტი  N1 სკოლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი

კიევის, შევჩენკოს ოლქის N1 სკოლის ადმინისტრაციამ ,,მითების დეტექტორთან” განმარტა, რომ დოკუმენტი მათ სკოლაში არ არის მიღებული და ის ყალბია. ასევე, საგანმანათლებლო პროგრამა არის დოკუმენტი, რომელიც საგაკვეთილო საათებსა და სკოლის საქმიანობის სფეროს მოიცავს, ცალკეული საგნების შესახებ კი მსგავსი დოკუმენტები არ იწარმოება. ადმინისტრაცია იმასაც აღნიშნავს, რომ 2024-2025 სასწავლო წლის გეგმა ჯერ არ დაუმტკიცებიათ და ის დამუშავების პროცესშია. 

უკრაინის სკოლებში სქესობრივი განათლების გაკვეთილები არ არსებობს, თუმცა ცალკეული საგნები, ბიოლოგია და ჯანმრთელობის საფუძვლები, მოიცავენ თემებს, რომლებიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, სექსთან და ურთიერთობებთანაა დაკავშირებული.  

უკრაინაში LGBTQ+ საკითხებთან დაკავშირებით არაერთხელ გავრცელდა მცდარი ცნობები, მათ შორის, თითქოს უკრაინაში LGBTQ+ საკითხების სწავლებას იწყებდნენ. მსგავს ცნობებს ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს:

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი, ნონა შარაბიძე ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. ,,მითების დეტექტორმა”  შარაბიძის მიერ გავრცელებული ცნობები აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა.

რაც შეეხება რუსულენოვან ფეისბუქ ანგარიშებს, Тамара Кодряну-ს ყალბი ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია, ხოლო Ирина Ярославцева ანონიმური ანგარიშია.

უკრაინის სკოლები

არქივის ბმულები 1, 2     


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist