უკრაინის შესახებ ჯორჯ სოროსის ყალბი ციტატა გავრცელდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ჯორჯ სოროსი
65
VIEWS

ფეისბუკის ქართულენოვან ანგარიშზე ამერიკელი ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის შემდეგი ციტატა გავრცელდა: „ჩვენ უკრაინა რუსეთთან ომში ტორპედოსავით გვჭირდება. ამ ქვეყნის მოქალაქეების ბედი ჩვენ საერთოდ არ გვაღელვებს“.

გავრცელებული ინფორმაციით, სოროსმა ეს ციტატა 2014 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა.

უკრაინის შესახებ ჯორჯ სოროსის ყალბი ციტატა გავრცელდა

ჯორჯ სოროსის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია. 2014 წელს ჯორჯ სოროსის ინტერვიუებში უკრაინის შესახებ მსგავსი განცხადება არ იძებნება, ხოლო გავრცელებული ფრაზის ნაწილი, რომლის მიხედვითაც მას “უკრაინის ბედი არ ადარდებს”, რეალურად კრემლისტური მედიის მიმომხილველს ეკუთვნის.

სოროსის სახელით აღნიშნული სიტყვები წარსულში რუსულენოვან წყაროებშიც ვრცელდებოდა. 2021 წელს უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Vox Ukraine-მ გადაამოწმა და დაადგინა, რომ ასეთი ფრაზა სოროსის არცერთ ინტერვიუში ან განცხადებაში არ გვხვდება.

ფრაზის ბოლო ნაწილი, სადაც სოროსი ამბობს, რომ უკრაინელების ბედი არ ადარდებს, “მითების დეტექტორმა” ადრეც შეამოწმა. ის არა სოროსს, არამედ კრემლისტური მედიის მიმომხილველს ალექსანდრ ზაპოლსკისს ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნული განცხადება 2014 წლის სტატიაში გააჟღერა.

აღსანიშნავია, ჯორჯ სოროსთან დაკავშირებით ყალბი ცნობების და ციტატების გავცელება ცნობილი მეთოდია. მის შესახებ გავრცელებულ კონსპირაციის თეორიებსა და დეზინფორმაციაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი, ნონა შარაბიძე ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. ,,მითების დეტექტორმა”  შარაბიძის მიერ გავრცელებული ცნობები აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist