15-23 მაისს ფეისბუკზე ქართულმა და რუსულენოვანმა (1, 2, 3.) ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირკიმ განაცხადა, რომ “უკრაინის შეიარაღებული ძალები არ იხევენ უკან. დედამიწა მრგვალია, ამიტომ ჩვენ მტრის ზურგს უკან მივდივართ“.
ოლექსანდრ სირსკის მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ზემოაღნიშნული ფრაზა არც ერთ მედიაში არ იძებნება და დიდი ალბათობით, სიტყვები, რომლებიც უკრაინის შეირაღებული ძალების მთავარსარდალს მიეწერება, გაყალბებულია.
“მითების დეტექტორმა” კვლევის ფარგლებში ქართულ, უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ვერ მიაგნო ინფორმაციას, რომელიც დაამტკიცებდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალმა აღნიშნული განცხადება მართლაც გააკეთა. ეს ფრაზა ფეისბუკის გარდა ვრცელდება X-ზე (ყოფილი ტვიტერი) და ტელეგრამ არხებზე, რუსულენოვანი მომხმარებლების მიერ და სხვა რუსულენოვან ბლოგებსა თუ სოციალურ ქსელებში. თუმცა, აღსანიშნია, რომ არც ერთ რუსულ მედიასაც კი, მათ შორის სამთავრობოს, აღნიშნული ან მიმსგავსებული ინფორმაცია არ გაუვრცელებია და დიდი ალბათობით ეს ფრაზა გაყალბებულია სირსკის დისკრედიტაციის მიზნით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოფიციალურ ფეისბუკანგარიშზე რეგულარულად ქვეყნდება პოსტები, სადაც აღწერილია ფრონტზე არსებული მდგომარეობა. ბოლო პერიოდში, ამ პოსტებში ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ ვითარება უკიდურესად დაძაბულია ხარკოვის რეგიონში, სადაც რუსული არმია დიდი ძალებით ცდილობს წინ წაწევას, თუმცა აღინიშნება ისიც, რომ უკრაინის არმია ჯერ-ჯერობით ახერხებს პოზიციების შენარჩუნებას და მოწინააღმდეგის შეჩერებას, თუმცა ვითარება საკმაოდ დინამიურია და სიტუაცია ხშირად იცვლება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედი თუ ყოფილი მთავარსარდლების დისკრედიტაციის მიზნით ომის დაწყებიდან არაერთი დეზინფორმაცია და ფოტო/ვიდეო მანიპულაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელი, ნონა შაბარიძე ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კრემლისტურ გზავნილებს რეგულარულად ავრცელებს. ,,მითების დეტექტორმა” შარაბიძის მიერ გავრცელებული ყალბი ცნობები აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.