უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე შარლი ებდოს გაყალბებული გარეკანი ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

შარლი ებდო
1k
VIEWS

13-14 ოქტომბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1;2) ფრანგული ჟურნალის, “შარლი ებდოს” 2024 წლის 11 ოქტომბრით დათარიღებული ნომრის გარეკანი გამოაქვეყნეს. გარეკანზე უკრაინის პრეზიდენტის “მშვიდობის ფორმულის” კარიკატურაა გამოსახული, ხოლო მშვიდობის სიმბოლო უკრაინელი ჯარისკაცების დანაწევრებული ცხედრებით არის დახატული. გარეკანზე ვკითხულობთ წარწერას: “უკრაინის მშვიდობის ფორმულა”.    

“შარლი ებდოს” გარეკანის ფოტო ასევე გამოქვეყნდა რუსულენოვან ვებ-საიტსა და ტელეგრამ არხზე.   

შარლი ებდო შარლი ებდო

შარლი ებდოს სახელით გავრცელებული გარეკანის ფოტო ყალბია. გამოცემის უკანასკნელი 1682-ე ნომერი 16 ოქტომბერს გამოვიდა და ის რუსეთ-უკრაინის ომსა და “მშვიდობის ფორმულას” არ ეხება. 

“შარლი ებდოს” გავრცელებულ გარეკანზე N1682 არის მითითებული, გამოშვების თარიღად კი 11 ოქტომბერი. რეალურად, 11 ოქტომბერს ჟურნალის 1682-ე ნომერი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული. N1681 ჟურნალი 9 ოქტომბრით თარიღდება  და ის ისრაელში გასული წლის 7 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმასა და ისრაელ-პალესტინურ კონფლიქტს შეეხება. 

შარლი ებდო

რაც შეეხება ჟურნალის 1682-ე ნომერს, ის 16 ოქტომბერს გამოვიდა. რუსეთ-უკრაინის ომსა და ვოლოდიმირ ზელენსკის “მშვიდობის ფორმულას” არც აღნიშნული გარეკანი არ ეძღვნება. ამ შემთხვევაშიც, ჟურნალის პირველ გვერდზე კარიკატურა კვლავ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტსა და ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არის დახატული.  

შარლი ებდო

ცნობილი დასავლური გამოცემების გარეკანის გაყალბება კრემლის პროპაგანდისტული იარაღია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა. ამ ტიპის დეზინფორმაციული მტკიცებები მიზნად ისახავს, მკითხველს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ ცნობილი გამოცემები ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა დასავლელ ლიდერებს აშარჟებენ და რუსეთის სიძლიერის ფონზე ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სისუსტეს აღიარებენ.   

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი Георгий Кушиташвили ყალბ ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” ანგარიშის მიერ გავრცლებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია


მოამზადა დავით ქათამაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist