უკრაინის მიერ რუმინული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მითების დეტექტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
135
VIEWS

9 მარტს ფეისბუქ გვერდმა RussiaPost.su გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუმინეთის განცხადებით, მათი საჰაერო ძალების კუთვნილი გამანადგურებელი MIG-21 უკრაინულმა საზენიტო სისტემებმა ჩამოაგდეს. იდენტური ინფორმაცია ვებ-გვერდებზე mosregtoday.ru და novostivl.ru გამოქვეყნდა.

Screenshot 6 3 | mythdetector.com

2022 წლის 8 მარტს მსგავსი ინფორმაცია ფეისბუქ ჯგუფებში ბაკურ სვანიძის ინტერნეტ-TV და მეგობარი საიტები (ახალი ლინკები) და კლოუნები გავრცელდა.

Screenshot 7 4 | mythdetector.com

მტკიცება, რომ უკრაინის თავდაცვითმა სისტემებმა რუმინული MIG-21 ჩამოაგდეს, სიმართლეს არ შეესაბამება. რუმინეთის ოფიციალურ უწყებებს, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მსგავსი განცხადება არ გაუვრცელებიათ და შემთხვევის ნამდვილი მიზეზების დასადგენად გამოძიება გრძელდება. 

2 მარტს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, რუმინეთის კუთვნილმა გამანადგურებელმა – MIG-21, რომელიც დობრუჯას რეგიონში პატრულირებდა, საკონტროლო კოშკთან კავშირი დაკარგა, ხოლო სამი წუთის შემდეგ რადარებიდანაც გაქრა

ოდნავ მოგვიანებით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული IAR 330 ტიპის სამაშველო ვერტმფრენი ბაზიდან 11 კილომეტრში ჩამოვარდა. შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტმა განსაკუთრებულად ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო ბაზაზე დაბრუნების ბრძანება მიიღო, თუმცა ეს ვერ მოახერხა. ბორტზე მყოფი შვიდივე პირი ადგილზე დაიღუპა. იმავე დღეს MIG-21-ის პილოტის დაღუპვაც დადასტურდა.

რუმინულმა მხარემ ორივე შემთხვევის გამოძიება უკვე დაიწყო. პირველად მიზეზად ცუდი მეტეოროლოგიური პირობები განიხილება, თუმცა არსებობს თვითმფრინავების გაუმართაობის ან პილოტების შეცდომის ვერსიებიც

გავრცელებული რუსულენოვანი მასალები და ფეისბუქ პოსტები ამტკიცებენ, რომ ცნობა ინციდენტში უკრაინული საზენიტო დანადგარების შესაძლო ჩართულობის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, თუმცა მასალებში კონკრეტული წყარო მითითებული არ არის. მსგავსი ინფორმაცია ღია წყაროებში ან სამინისტროს ვებ-გვერდზე არ იძებნება. უკანასკნელ პრეს-რელიზში, რომელიც სამინისტრომ გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს. ამასთან, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა თვითმფრინავების ჩამოგდებასა და რუსეთ-უკრაინის ომს შორის კავშირი უარყო.

ეს რუმინეთში MIG-21-ის ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა არაა. აღნიშნულ თვითმფრინავებს ქვეყანა თითქმის 60 წელია იყენებს. 1994 წლიდან ჯამში 20 MIG-21  ჩამოვარდა, რასაც თორმეტი პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკანასკნელი ინციდენტი 2018 წელს საჰაერო შოუს დროს დაფიქსირდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist