“უკრაინელი სნაიპერები”, რომლებიც რუსულმა მედიამ რუსთაველზე ამოიცნო, სინამდვილეში ქართველი მოლაშქრეები აღმოჩნდნენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ფოტოზე ასახულია ფოტომანიპულაცია
3.5k
VIEWS

28 ოქტომბერს რუსულმა სამთავრობო მედიებმა Tass და РИА Новости გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინაში გაწვრთნილი სნაიპერები საქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებზე პროვოკაციების მოსაწყობად ჩამოდიან. ორივე მედია ირწმუნება, რომ ინფორმაცია წყაროზე დაყდნობით აქვთ. იმავე დღეს, დაახლოებით 40 წუთით ადრე RT на русском -ის ტელეგრამ-არხზე კადრები გამოქვეყნდა აღწერით: 

“სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირები უკრაინული და ქართული შევრონებით თბილისში, პარლამენტის შენობასთან შენიშნეს; აქციის მონაწილეებს შორის ოთხი ადამიანი დგას.”

РИА Новости მტკიცებულებად სწორედ RT на русском -ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს იყენებს.  იგივე ინფორმაცია antimaydan.info-მაც გაავრცელა. გამოცემა ვიდეოში მონაწილე პირებს სნაიპერებს უწოდებს. 

Screenshot 2024 10 29 164655 | mythdetector.com

ვიდეოში მონაწილე პირები არა უკრაინელი სნაიპერები, არამედ ქართველი მოლაშქრეები არიან. მათი სალაშქრო-ტაქტიკური სტილის სამოსიც სწორედ სალაშქრო აქტივობას უკავშირდება.

რუსული მედია უკვე რამდენიმე დღეა ავრცელებს სხვადასხვა მანიპულაციებს, რომ საქართველოში პროვოკაციის მოსაწყობად უკრაინელი სნაიპერები ჩამოვიდნენ. 

ამჯერად, თბილისში, 28 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე გადაღებული კადრები გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანს, სავარაუდოდ, სამხედრო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე პირი და ფორმაზე დაკერებული შევრონი უკრაინისა და საქართველოს დროშების გამოსახულებით. ვიდეოში ასევე ისმის ერთ-ერთი მამაკაცის ქართული საუბარი ტელეფონზე.

“მითების დეტექტორმა” ვიდეოში მონაწილე ერთ-ერთი პირი ამოიცნო. ის საქართველოს მოქალაქე ლაშა კაციაშვილია. კაციაშვილი სკოლაში მოქალაქეობის მასწავლებელია და უკრაინულ მეომრებთან საერთო არაფერი აქვს. ამბობს, რომ პარალელურად, მოლაშქრეა და აქციებზე მეგობრებთან ერთად სალაშქრო ფორმაში ხშირად დადის.

Screenshot 2024 10 29 164714 | mythdetector.com
ფოტოზე გამოსახული პირი ლაშა კაციაშვილია

“ძალიან ხშირად დავდივართ მე და ჩემი მეგობრები ლაშქრობებზე და მსგავსი სტილის ჩაცმულობაც მაგ ამბავს ეხება. კომფორტულობიდან გამომდინარე, აქციებზე და მსგავსი ტიპის შეკრებებზე სულ ასე დავდივარ ხოლმე”- ამბობს კაციაშვილი.

ლაშა კაციაშვილმა ვიდეოში მის გვერდზე მდგომ სხვა პირებზეც მოგვაწოდა ინფორმაცია. იგი გვიყვება, რომ პარლამენტთან გამართულ 28 ოქტომბრის აქციაზე, ოთხ სხვა მეგობართან ერთად იყო, თუმცა  სალაშქრო ფორმა სამ ადამიანს ეცვა. ერთ-ერთი მათგანი ლაშა კაციაშვილია, ხოლო RT-ის მიერ გავრცლებული კადრები, რომელზეც სალაშქრო ჩანთა და უკრაინისა და საქართველოს დროშის გამოსახულებით შევრონი ჩანს, გიორგი ქოთოლაშვილის ეკუთვნის. 

Screenshot 2024 10 29 164728 | mythdetector.com
ფოტოზე გამოსახული პირი გიორგი ქოთოლაშვილია

“არცერთი არ არის სამხედრო ფორმა, ყველაფერი ნაყიდია სამხედრო-ტაქტიკურ მაღაზიებში, თბილისში. შევრონებიც ასევე მაღაზიაშია ნაყიდი” – ამბობს გიორგი ქოთოლაშვილი.

ვიდეოში გიორგი ქოთოლაშვილის მხოლოდ კეპი ჩანს, მის გვერდზე მდგომი შავთმიანი მამაკაცი კი სანდრო გოგოლაძეა.  სამივე მათგანი მოლაშქრეა და მოლაშქრეთა კლუბის “მთამადიდებლების” დამფუძნებლები არიან. რაც შეეხება პირს, რომელიც ვიდეოში ტელეფონზე ქართულად საუბრობს, გიორგი როინიშვილია.

Screenshot 2024 10 29 164735 | mythdetector.com

მოლაშქრეები გვეუბნებიან, რომ მსგავსი სტილის სამოსით ლაშქრობებზე ხშირად დადიან და ამის საილუსტრაციოდ ალგეთის ეროვნულ პარკში გადაღებული ფოტო მოგვაწოდეს. 

ალგეთის ეროვნული პარკიფოტოზე: ლაშა კაციაშვილი, სანდრო გოგოლაძე და გიორგი ქოთოლაშვილი
ალგეთის ეროვნული პარკი.  ფოტოზე: ლაშა კაციაშვილი, სანდრო გოგოლაძე და გიორგი ქოთოლაშვილი

საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენის დროს, კრემლის პროპაგანდა სისტემატურად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თბილისში უკრაინელები ჩამოდიან პროვოკაციის მოსაწყობად. ამჟამად უკრაინელებს არჩევნებზე პროვოკაციის მოწყობას მიაწერენ. “მითების დეტექტორმა” უკვე გამოავლინა დეზინფორმაცია, თითქოს თბილისში არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოსულმა უკრაინელმა დეპუტატმა – ოლექსი გონჩარენკომ “პროფესიონალი მომიტინგეები” ჩამოიყვანა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist