ვიდეომანიპულაციები, თითქოს უკრაინელი სამხედროები ტრამპის მანეკენსა და წიგნებს წვავენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

უკრაინელი სამხედროები
3.6k
VIEWS

20 თებერვალს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში MK.RU, TSARGRAD.TV გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაცრი კრიტიკის შემდეგ, უკრაინელი სამხედროები აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ და ტრამპის გამოსახულებით მანეკენი და წიგნები დაწვეს. ვიდეო, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტს მოღალატეს უწოდებენ და მისი გამოსახულებით მანეკენს წვავენ, გავრცელდა “სეზონი ტვ – ის ” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად”, ასევე ქართულენოვან ფეისბუკ-გვერდზე მესამე მსოფლიო ომი. ფეისბუკის ქართულენოვან ანგარიშზე ტრამპის წიგნების დაწვის ამსახველი ვიდეოც გამოქვეყნდა, რომელსაც უკრაინული საინფორმაციო ტელეგრამ-არხის – Труха ლოგო აქვს დართული.

აღნიშნული ვიდეობი რუსულ და ბელარუსულ მედიაში 2024 წელსაც ვრცელდებოდა.

უკრაინელი სამხედროები უკრაინელი სამხედროებიორივე ვიდეო, რომელშიც უკრაინელი სამხედროები დონალდ ტრამპის გამოსახულებით მანეკენსა და წიგნებს წვავენ, ძველია და დიდი ალბათობით დადგმულია. კადრებში, რომელშიც მანეკენს წვავენ ტელეგრამ-არხის Труха-ს ლოგო პროგრამულადაა ჩასმული. მათ აღნიშნული ვიდეო არ გამოუქვეყნებიათ. მეორე ვიდეოში კი უკრაინელი ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმულ პირს “აზოვის” ბატალიონის ძველი შევრონი უკეთია, რომელიც აღარ გამოიყენება. ის უკრაინულად არასწორად და აქცენტით საუბრობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, უკრაინელი არ არის. 

გავრცელებული ვიდეო, რომელშიც დონალდ ტრამპის გამოსახულებით მანეკენს წვავენ, France 24 – ის ფაქტების გადამოწმების სამსახურმა გადაამოწმა. აღნიშნული ვიდეო, დიდი ალბათობით, დადგმულია. კადრში ჩანს ყვითელი ლოგო, რომელიც უკრაინული საინფორმაციო ტელეგრამ-არხის – Труха  ლოგოა. შვედური ტელეარხის SVT Nyheter-ის ჟურნალისტები Tpyxa – ს მოდერატორებს დაუკავშირდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ არხზე მსგავსი კადრები არ გამოუქვეყნებიათ და ლოგოს გამოყენება მათი ნებართვის გარეშე მოხდა. 

მეორე ვიდეო, რომელშიც თითქოს უკრაინელი სამხედროები ტრამპის წიგნებს წვავენ, რუსულ წყაროებში 2024 წლიდან ვრცელდება. ვიდეო უკრაინული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია – Detector.media – მ გადაამოწმა. მათი განმარტებით,  ვიდეო დადგმულია და ამაზე რამდენიმე დეტალი მეტყველებს:

  1. ვიდეოში მოსაუბრე პირი უკრაინულად გამართულად არ საუბრობს. ისმის აქცენტიც. დიდი ალბათობით, ის უკრაინელი არ არის.
  2. ვიდეოში გამოსახულ მამაკაცს უკრაინულ სამხედრო ფორმაზე “აზოვის” ბატალიონის ძველი შევრონი უკეთია, რომელზე გამოსახული ლოგოც დიდი ხანია აღარ გამოიყენება.

AZOV – ის ოფიციალურ გვერდზე, შემდეგი ლოგოა გამოყენებული.

უკრაინელი სამხედროები

3. ვიდეო მხოლოდ პროპაგანდისტულ წყაროებში ვრცელდება.

აღნიშნული ვიდეო France 24 – ის ფაქტჩექერებმაც გადაამოწმეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ დარენ ლინვილმა, კლემსონის უნივერსიტეტის Media Forensics Hub  – ის თანადირექტორმა X -ზე დაწერა, რომ ვიდეო, დიდი ალბათობით, ყალბია და დადგმულია კრემლის მართული ჯგუფის Storm-1516-ის მიერ, რომელიც რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ სხვადასხვა ყალბ ვიზუალურ მასალებს ამზადებს. 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვიდეოები გასულ წელსაც ვრცელდებოდა, ახლა ცდილობენ რომ ისინი ზელენსკის მისამართით ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დაუკავშირონ. 19 თებერვალს ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი, არჩევნების გარეშე უწოდა და აღნიშნა, რომ მას არ უნდა დაეშვა ომი უკრაინაში.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist