ვიდეო, რომელშიც უკრაინელი სამხედრო დახმარებას ითხოვს, AI-ით გენერირებულია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

უკრაინელი სამხედრო
100
VIEWS

5 ნოემბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი ჩანს. ვიდეოში ის ტირის და ამბობს, რომ ომში ძალით მიჰყავთ, სიკვდილი არ უნდა და სთხოვს მაყურებლებს, ვიდეო გაავრცელონ. აღწერაში ავტორი წერს: “ძალით მიჰყავს ომში კლოუნს ახალგაზრდები”. კომენტარებსა და გაზიარებებში ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლებს ვიდეოში მოსაუბრე პირი უკრაინელი სამხედრო ჰგონიათ. 

უკრაინელი სამხედრო

ფეისბუქზე ვრცელდება AI-ით გენერირებული ვიდეო, რომელშიც სამხედრო დახმარებას ითხოვს. კადრებში ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი ხარვეზები შეიმჩნევა, გარდა ამისა, მისი პირველწყარო Tik Tok მომხმარებელია, რომელსაც წარსულში AI-ით გენერირებული არაერთი მასგავსი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული.    

ვიდეოში შეინიშნება რამდენიმე ისეთი ტექნიკური ხარვეზი, რომელიც დამახასიათებელია ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრებისთვის. პირველ რიგში, მოსაუბრის სახე და ცრემლები არაბუნებრივად გამოიყურება. გამოსახულება “გლუვია” და ნიკაპზე და ცხვირთან ცრემლი თითქოს ბზინავს. გარდა ამისა, სათვალეზე დაკვირვებით შეიმჩნევა, რომ გარკვეულ მონაკვეთებში ის თითქოს კანს ერწყმის.

უკრაინელი სამხედრო
სქრინშოტი AI ვიდეოდან

გარდა ამისა, ფორმაზე დაკერებულია ნიშანი, რომელზეც სამხედროს გვარი უნდა იყოს დაწერილი, თუმცა, ამის ნაცვლად ვხედავთ გაურკვეველ ასოებს. ეს ხარვეზი AI-ით გენერირებულ კადრებში ხშირად გვხვდება. 

უკრაინელი სამხედრო
 სქრინშოტი AI ვიდეოდან

ვიდეოზე არსებული წარწერის მიხედვით, იგი Tik Tok ანგარიშ fantomoko-დან არის აღებული. ანგარიში ამჟამად გაუქმებულია, თუმცა “მითების დეტექტორს” მის მიერ გავრცელებული იგივე შინაარსის ვიდეო წარსულშიც აქვს გადამოწმებული. რუსულ და ქართულენოვანი ანგარიშების მიერ გამოქვეყნებულ AI-ით გენერირებულ ვიდეოში უკრაინელი ჯარისკაცი ამბობდა, რომ 23 წლის იყო და ომში ძალით მიჰყავდათ.  

4 ნოემბრის მდგომარეობით, ანგარიშ fantomoko-ზე მსგავსი ტიპის არაერთი ვიდეო იყო ხელმისაწვდომი. ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოების ნაწილი “უკრაინელ ჯარისკაცებს” ასახავდა, ნაწილში კი მოსაუბრეების ფორმაზე რუსული დროშა ჩანდა. ვიდეოებს სხვადასხვა შინაარსი ჰქონდა – ნაწილში ჯარისკაცები ომში წასვლის გამო ტიროდნენ, ერთ-ერთი ვიდეო კი კრემლთან უკრაინის დროშით მდგარ პირს ასახავდა. 

უკრაინელი სამხედრო
სქრინშოტი: Open

Fantomoko-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები ფაქტების გადამოწმების იტალიურმა პლატფორმა Open-მაც შეისწავლა და მიაკვლია იმ პირს, ვის კადრებსაც ანგარიში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოებისთვის იყენებდა. როგორც ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რეალურად, ვიდეოში ნაჩვენები ერთ-ერთი პირი არა უკრაინელი სამხედრო, არამედ რუსი ბლოგერია –  kussia88. ის ვიდეოებს Youtube-ზე КАША СТРИМ-ის სახელით აქვეყნებს.

სახეებზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ КАША СТРИМ-ის სახეა გამოყენებული AI-ით გენერირებულ ვიდეოში.

უკრაინელი სამხედრო
მარცხნივ: სქრინშოტი AI ვიდეოდან, მარჯვნივ: სქრინშოტი КАША СТРИМ-ის ვიდეოდან

მოამზადა ნიკოლოზ კორძაძემ 

“მითების დეტექტორის ლაბორატორია”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist