ვრცელდება ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს 23 წლის უკრაინელი ჯარისკაცი ომში წაყვანის გამო ტირის

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

უკრაინელი ჯარისკაცი
306
VIEWS

3 ნოემბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცი ტირის. ვიდეოში კაცი ამბობს, რომ ის 23 წლისაა, ომში წაიყვანეს და სიკვდილი არ უნდა. 

უკრაინელი ჯარისკაცი

სოციალურ ქსელში გავრცელებული უკრაინელი ჯარისკაცის ვიდეო ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. ვიდეოში შეიმჩნევა ხარვეზები, რაც AI-ის გამოყენებაზე მიუთითებს. ვიდეოს პირველწყარო Tik Tok ანგარიშია, რომელსც ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მსგავსი არაერთი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული. 

ვიდეოზე დატანილი წარწერის მიხედვით, ანგარიშის პირველწყარო არის Tik-Tok მომხმარებელი, სახელით ”fantomoko”. ამჟამად აღნიშნული ანგარიში აღარ იძებნება, თუმცა, 4 ნოემბრის მდგომარეობით, ანგარიშზე მსგავსი ტიპის არაერთი ვიდეო იყო ხელმისაწვდომი. ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოების ნაწილი “უკრაინელ ჯარისკაცებს” ასახავდა, ნაწილში კი მოსაუბრეების ფორმაზე რუსული დროშა ჩანდა. ვიდეოებს სხვადასხვა შინაარსი ჰქონდა – ნაწილში ჯარისკაცები ომში წასვლის გამო ტიროდნენ, ერთ-ერთი ვიდეო კი კრემლთან უკრაინის დროშით მდგარ პირს ასახავდა. 

უკრაინელი ჯარისკაცი
უკრაინელი ჯარისკაცი
სქრინშოტები: Open

ვიდეოში შეინიშნება რამდენიმე ისეთი ტექნიკური ხარვეზი, რომელიც დამახასიათებელია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი მასალებისთვის. კადრებში, სადაც თითქოს ჯარისკაცი ტირის, ცრემლის წვთები ტუჩებთან ქრება არეკლილი განათებაც არაბუნებრივად გამოიყურება. ამასთან ერთად, ვიდეოში არის არაბუნებრივი პაუზები – განსაკუთრებით ხელოვნურად გამოიყურება თვალების მოძრაობა. ასევე, პირის მოძრაობის დროს კბილების მხოლოდ ნაწილი შეინიშნება, ნაწილი კი გაქრალია.   

ვიდეო ფაქტების გადამოწმების იტალიურმა პლატფორმა Open-მაც შეისწავლა. მათი ცნობით, ფაქტს, რომ ის AI-ით გენერირებულია, ადასტურებს ჯარისკაცის ჩაფხუტიც. მათი დაკვირვებით, ის, რაც ჯარისკაცს თავზე ახურავს, საბრძოლო თამაშის, ეარსოფტის დროს გამოყენებულ ჩაფხუტს ჰგავს, თუმცა ხელოვნურ ინტელექტს მასზე გაურკვეველი დანიშნულების დატალებიც აქვს დამატებული.  

უკრაინელი ჯარისკაცი
პირველი ფოტო: ჩაფხუტი ვიდეოფაბრიკაციაში, მეორე ფოტო: ეარსოფტის ჩაფხუტი (Amazon)

Open-ის ინფორმაციით, AI ვიდეოს შესაქმნელად რუსი ბლოგერის სახეა გამოყენებული. მათი ცნობით,  სახე, რომელიც ვიდეოში ჩანს, რეალურად, რუს ბლოგერ kussia88-ს ეკუთვნის.  ის ვიდეოებს Youtube-ზე КАША СТРИМ-ის სახელით აქვეყნებს.

უკრაინელი ჯარისკაცი
უკრაინელი ჯარისკაცი

ვიდეოში ფაქტობრივი უზუსტობაც გვხვდება. ჯარისკაცი ამბობს, რომ ის მობილიზაციის ბანაკში გადაიყვანეს და მხოლოდ 23 წლის არის. რეალურად, უკრაინაში 23 წლის პირები მობილიზაციას არ ექვემდებარებიან და მათი ასაკი 25 წლიდან იწყება. მანამდე ეს ასაკი 27 წელი იყო. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, 18+ წლის ახალგაზრდების ჯარში გაწვევა შესაძლოა საზიანო იყოს უკრაინის გრძელვადიანი მომავლისთვის. შესაბამისად, AI-ს დახმარებით შექმნილ ვიდეოში უკრაინელი ჯარისკაცის სიტყვები, რომ იგი 23 წლის ასაკში წაიყვანეს მობილიზაციის ბანაკში, ეწინააღმდეგება უკრაინაში მოქმედ კანონს.  


მოამზადა ანნა ჩიტაიამ 
“მითების დეტექტორის” ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist