გავრცელებული ცნობები და კადრები, პოკროვსკში უკრაინელი ჯარისკაცების ტყვედ ჩავარდნაზე, ყალბია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

უკრაინელი-ჯარისკაცები
422
VIEWS

11-12 ნოემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა Manuchar Mancho Mukutadze-მ, რომელსაც დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია, უკრაინაში, ქალაქ პოკროვსკში უკრაინელი ჯარისკაცების დანებების შესახებ 12 პოსტი გამოაქვეყნა (1; 2; 3; 4; 5). პოსტები შეიცავს რამდენიმე ფოტოს და ვიდეოს, რომლებშიც, თანდართული აღწერის მიხედვით, რუსი სამხედროების ქალაქში შესვლა და უკრაინელი სამხედროების ტყვედ ჩაბარებაა აღბეჭდილი, ასევე ცნობებს, რომ რუსეთის მხარეს ტყვედ 47 000 ან 50 000 უკრაინელი სამხედრო ჩაბარდა.

უკრაინელი ჯარისკაცები

გავრცელებული ცნობები, რომ პოკროვსკში რუსეთს ტყვედ 50 000 უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა, ღია წყაროებით არ დასტურდება. ვიდეოების ნაწილი ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული. გავრცელებული ფოტოები ძველია და მათი უმეტესობა ტყვედ აყვანილ რუსი ჯარისკაცებსა და რუსეთის მხარეს მებრძოლ დაქირავებულ მებრძოლებს ასახავს. 

ცნობები, რომ 47 000 ან 50 000 უკრაინელი სამხედრო ქალაქ პოკროვსკში რუსეთს ტყვედ ჩაბარდა, ყალბია. ინფორმაცია ღია და სანდო წყაროებით არ დასტურდება. გასულ თვეებში რუსული მხარე აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ქალაქში უკრაინელ სამხედროთა დიდი ჯგუფები ალყაში მოექცნენ და დანებებას იწყებდნენ, მაგრამ უკრაინული მხარე ცნობებს უარყოფდა. აღსანიშნავია, რომ რიცხვები 47 000 ან 50 000 არც ერთი მხარის მიერ გავრცელებულ ცნობებში არ გვხვდებოდა. 

ფეისბუქ პოსტებში ცნობების დამადასტურებლად რამდენიმე ფოტო და ვიდეოა მოყვანილი, თუმცა პოკროვსკში უკრაინელთა ტყვედ ჩავარდნას ან დანებებას არც ერთი მათგანი არ ასახავს. 

ერთ-ერთ ვიდეოში ვხედავთ რამდენიმე ხელებშეკრულ მამაკაცს და წარწერას ვიეტნამურ ენაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შეიარაღებული ძალების 700-მა სამხედრო მოსამსახურემ პოკროვსკის მახლობლად იარაღი დაყარა. რეალურად ვიდეო 2022 წლის მარტში გავრცელდა. რუსული მხარის მტკიცებით, ის 21 მარტს კიევის გარეუბანში უკრაინული სამეთაურო პუნქტის აღების შედეგად ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცებს ასახავს (1; 2). 

უკრაინელი ჯარისკაცები
სქრინშოტი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან

კიდევ ერთ ვიდეოში ტყვედ ჩავარდნილი ათეულობით უკრაინელი ჯარისკაცის გადაადგილება ჩანს, მათ იარაღიანი რუსი სამხედროები აკონტროლებენ და მოძრაობისკენ მოუწოდებენ.

უკრაინელი ჯარისკაცები
სქრინშოტები ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან

ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა გენერირებული. მასზე კომპანია OpenAI-ს მოდელის, Sora-ს ჭვირნიშანს ვხედავთ. მოდელი მომხმარებლის მიერ შეყვანილი ტექსტის ან ფოტოს გამოყენებით მოკლე ვიდეოებს ქმნის.

ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ასეულობით ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი ჩანს. ვიდეოს AI-სთვის დამახასიათებელი ხარვეზები აქვს, მაგალითად, ჯარისკაცების ხელის თითები, ისევე როგორც შედარებით უკან მდგომი ჯარისკაცების ფიგურები ერთმანეთშია შეზრდილი.

უკრაინელი ჯარისკაცები
სქრინშოტები ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან

კიდევ ერთ ვიდეოში ვხედავთ როგორ გადაადგილდებიან სამხედროები მოტოციკლებით და სხვადასხვა ტიპის მანქანებით ნისლში. Reuters-ის ინფორმაციით, ვიდეო 11 ნოემბერს გავრცელდა აღწერით, თითქოს ის რუსი სამხედროების პოკროვსკში შესვლას ასახავს. გამოცემამ გეოლოკაციის გამოყენებით დაადასტურა, რომ ვიდეო ნამდვილად პოკროვსკს ასახავს. 

უკრაინელი ჯარისკაცები
ქრინშოტი ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან

გარდა ვიდეოებისა, ფეისბუქ პოსტებში უკრაინელების ტყვედ ჩაბარების საილუსტრაციოდ ფოტოკოლაჟიც იყო მოყვანილი, რომელიც 6 ფოტოს აერთიანებს.

gavrtselebuli tsnobebi da kadrebi pokrovskshi ukraineli jariskatsebis tqhved chavardnaze qhalbia5 | mythdetector.com
ფოტო ფეისბუქ პოსტიდან

“მითების დეტექტორმა” ფოტოების შესწავლით დაადგინა, რომ არც ერთი მათგანი პოკროვსკში ტყვედ ჩავარდნილ ან დანებებულ უკრაინელ მებრძოლებს არ ასახავს. 

პირველი ფოტო (კოლაჟის ზედა-მარცხენა ფოტო) აზერბაიჯანულ ინტერნეტ-ტელევიზია Kanal 13-ს ეკუთვნის. ფოტოს ქვედა მარცხენა კუთხეში წითელ ზოლში სწორედ ტელევიზიის სახელი ჩანს. აღნიშნული ფოტო ტელევიზიის იუთუბ არხზე 2025 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეოს პირველი კადრია. ვიდეოს სათაურში ვკითხულობთ, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინულ მხარეს მასობრივად ბარდებიან ტყვედ მამაკაცები და რუსები შეშფოთებულები არიან. ვიდეო-რეპორტაჟი ძირითადად უკრაინული მხარის პოზიციას ეხება რუსეთის მიერ გამოცხადებული გაწვევის შესახებ.

gavrtselebuli tsnobebi da kadrebi pokrovskshi ukraineli jariskatsebis tqhved chavardnaze qhalbia6 | mythdetector.com

მეორე ფოტო (კოლაჟის ზედა მარჯვენა ფოტო) უკრაინის სამხედრო ტელევიზია Армія TV-მ ტელეგრამის საკუთარ არხზე 2024 წლის 10 იანვარს გამოაქვეყნა და მათი მტკიცებით ის ტყვედ ჩავარდნილ 3 რუს 1 სომალის მოქალაქეს ასახავს, რომელიც რუსეთის მხარეს 2024 წლის დეკემბრიდან იბრძოდა. 

 უკრაინელი ჯარისკაცები

მესამე ფოტო (კოლაჟის შუა მარცხენა ფოტო) 2022 წლის 24 თებერვალს რუსულმა მედიამ გაავრცელა და მათი მტკიცებით ის დონეცკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 53-ე ბრიგადის ნებაყოფლობით ჩაბარებულ ჯარისკაცებს ასახავს. 

უკრაინელი ჯარისკაცები

მეოთხე ფოტო (კოლაჟის შუა მარჯვენა ფოტო) ვიდეოდანაა, რომელიც 2025 წლის 4 იანვარს უკრაინის უკრაინის საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალებმა გამოაქვეყნა. მათი აღწერით, ვიდეო 14 რუს სამხედროს ასახავს, რომელთა ტყვედ აყვანაც ორმა უკრაინელმა მედესანტემ მოახერხა. ფოტო აღნიშნული ვიდეოდან და იდენტური ცნობები უკრაინულმა მედიამაც გაავრცელა (1; 2).

უკრაინელი ჯარისკაცები

მეხუთე ფოტო (კოლაჟის ქვედა მარცხენა ფოტო) 2022 წლის თებერვალში ტყვედ ჩავარდნილ რუსეთის მხარეს მებრძოლ სამხედროებს ასახავს (1; 2)

gavrtselebuli tsnobebi da kadrebi pokrovskshi ukraineli jariskatsebis tqhved chavardnaze qhalbia10 | mythdetector.com
სქრინშოტი The Time-ის 2022 წლის 1 მარტის სტატიიდან

ხოლო მეექვსე ფოტო (კოლაჟის ქვედა მარჯვენა ფოტო) ინტერნეტსივრცეში 2022 წლის თებერვლიდან ვრცელდება. DailyMail-ის ცნობით ის დონეცკის რეგიონში ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცებს ასახავს. ამას ადასტურებს 2022 წლის 25 აპრილს ფეისბუქ ჯგუფში “ხალხის ძებნა” გამოქვეყნებული პოსტიც, რომლის აღწერაშიც ფოტოზე გამოსახული პირების ვინაობა და ასაკია მოცემული. 

შესაბამისად, გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა ქალაქ პოკროვსკში უკრაინელი სამხედროების ტყვედ ჩავარდნას არ ასახავს. ვიდეოების ნაწილი ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული, ხოლო ფოტოები ძველია და მათი ნაწილი არა უკრაინელ, არამედ ტყვედ ჩავარდნილ რუს სამხედროებსა და დაქირავებულ მებრძოლებს ასახავს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist