ვრცელდება ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს უკრაინელებმა რუსეთის მხარდამჭერი აქცია გამართეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

რუსეთის მხარდამჭერი აქცია
150
VIEWS

6 ოქტომბერს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშმა Jeni Burjanadze გამოაქვეყნა ორი ვიდეო, რომელიც რუსეთის მხარდამჭერ აქციას ასახავს. კადრებში უკრაინის დროშები და დროშის ფერებში გამოწყობილი ადამიანები ჩანან. ვიდეოებში ისმის შეძახილები: “სამშობლო, თავისუფლება, პუტინი!”; “პუტინი ჩვენი საუკეთესო მეგობარია!”

ვიდეო, რომელშიც ისმის შეძახილი: “სამშობლო, თავისუფლება, პუტინი!” 17 აგვისტოს ასევე გაავრცელა რუსულენოვანმა ფეისბუქ-გვერდმა

რუსეთის მხარდამჭერი აქცია

ფეისბუქ-მომხმარებლები ავრცელებენ ვიდეოფაბრიკაციას, თითქოს უკრაინაში რუსეთის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა. რეალურად, პოსტებში წარსულში უკრაინის მხარდასაჭერად გამართული მსვლელობისა და აქციის კადრებია გამოყენებული, რომლებსაც ხმა აქვს შეცვლილი.  

ვიდეო, რომელშიც უკრაინის დროშებით ხელში ერთნაირ სამოსში ჩაცმული ადამიანები ჩანან, კიევში 2014 წლის 4 ოქტომბერს არის გადაღებული. ომის დასრულების მოთხოვნით მშვიდობის მარში ხრეშატიკის ქუჩაზე გაიმართა. 

რუსეთის მხარდამჭერი აქცია
პირველი სქრინშოტი: ხრეშატიკის ქუჩა (Google Maps); მეორე სქრინშოტი: კადრი ვიდეოფაბრიკაციიდან 

2014 წელს Youtube-ზე გამოქვეყნებულ იდენტურ ვიდეოში ისმის მონაწილეების შეძახილი: “უკრაინა! უკრაინა!” შესაბამისად, 2025 წელს გავრცელებულ ვიდეოში ხმა შეცვლილია. Youtube-ზე აღნიშნული აქციის არაერთი ვიდეოა გამოქვეყნებული, რუსეთის ან პუტინის მხარდამჭერი შეძახილი არცერთ მათგანში ისმის

რუსეთის მხარდამჭერი აქცია
სქრინშოტი Youtube-ზე 2014 წელს გამოქვეყნებული ვიდეოდან

მეორე ვიდეო, რომელსაც ასევე ხმა აქვს შეცვლილი, რეალურად ოდესაში 2014 წლის მარტშია გადაღებულია. 2014 წელს Youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისმის, რომ შეკრებილი მოქალაქეების შეძახილები ერთიან და თავისუფალი უკრაინას ეხება.  

რუსეთის მხარდამჭერი აქცია

კადრები ლანჟერონივსკის ქუჩაზეა გადაღებული და ოდესის არქეოლოგიური მუზეუმის შენობა ჩანს.   

რუსეთის მხარდამჭერი აქცია
პირველი სქრინშოტი: ოდესის არქეოლოგიური მუზეუმი (Google Maps); მეორე სქრინშოტი: კადრი ვიდეოფაბრიკაციიდან

ორივე ვიდეოფაბრიკაციაზე დართულია Tik Tok მომხმარებლის სახელი: “@sasha1111z” მას სხვადასხვა დროს ორივე გაყალბებული ვიდეო აქვს გამოქვეყნებული (1;2). აღსანიშნავია, რომ ეს ანგარიში უკრაინის შესახებ მსგავსი სტილით გაყალბებულ ვიდეოებს სისტემატურად აქვეყნებს. მათი ნაწილი “მითების დეტექტორს” აქვს გადამოწმებული. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist