უკრაინელების “ფაშიზმის გაკვეთილი” თუ რუსი ხელოვანის საპროტესტო პერფორმანსი კრემლის წინააღმდეგ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

Disinformation
128
VIEWS

3 აპრილს ფეისბუკ მომხმარებელმა, ირაკლი ვლადიმერის-ძე ზაქარეიშვილი საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც პრეზენტატორი შეკრებილ აუდიტორიას კაცის სათესლე პარკში გაყრილი ლურსმნის ფოტოს აჩვენებს. პოსტის ავტორის აღწერის თანახმად, ეს “ფაშიზმის გაკვეთილზე” გადაღებული ფოტოა და დამსწრეებს ტყვეების გამოტეხას ასწავლიან. ფოტოზე უკრაინული წარწერა “უკრაინელებისთვის შესვლა უფასოა” ჩანს, რაც მთლიანობაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პოსტის ავტორი მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომს გულისხმობს.

Screenshot 6 5 | mythdetector.com

გავრცელებული ფოტო არასწორი აღწერით ვრცელდება და ის არა ტყვეების წამებაზე ჩატარებულ ლექციას, არამედ რუსი ოპოზიციონერი ხელოვანის, პიოტრ პავლენსკის ლექციიდანაა. ლექცია უკრაინაში, ქალაქ ოდესაში 2016 წელს ჩატარდა და პავლენსკი აუდიტორიას თავისი პერფორმანსის ფოტოს აჩვენებდა.

რუსი ოპოზიციონერი ხელოვანის, პიოტრ პავლენსკის ლექცია 2016 წლის 12 აგვისტოს ოდესაში, ცენტრ Impact Hub Odessa-ში ჩატარდა. ლექცია პავლენსკის აქტივიზმს, რუსეთში არსებულ ბიუროკრატიულ სისტემასთან და დიქტატორულ რეჟიმთან მის ბრძოლას ეძღვნებოდა.

Screenshot 7 3 | mythdetector.com
წყარო: Dumskaya
Screenshot 8 3 | mythdetector.com
წყარო: UNIAN

სათესლე პარკში გაყრილი ლურსმნის ფოტო, რომელსაც პავლენსკი წარადგენს, ხელოვანის პერფორმანსს სახელად “ფიქსაციას” ასახავს. 2013 წლის 10 ნოემბერს პავლენსკი მოსკოვში, წითელ მოედანზე გაშიშვლდა და საკუთარი სათესლე პარკი ქვაფენილზე ლურსმნით მიაჭედა. ამ სახით პავლენსკიმ “თანამედროვე რუსული საზოგადოების ინდიფერენტულობის და ფატალიზმის” წინააღმდეგ გამოხატა პროტესტი.

Screenshot 9 4 | mythdetector.com
პავლენსკი წითელ მოედანზე პერფორმანსის დროს/წყარო: Interfax/Reuters
Screenshot 10 4 | mythdetector.com
კადრი დოკუმენტური ფილმიდან “პავლენსკი: ადამიანი და ძალაუფლება”

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს Impact Hub Odessa-ში ლექციის დროს დაპირისპირება მოხდა “ადოლფიჩის” ფსევდონიმით ცნობილ მწერალ ვლადიმირ ნესტერენკოსა და დაცვის თანამშრომლებს შორის. ლექციაზე ნესტერენკო გამოხატავდა უკმაყოფილებას, იყენებდა არანორმატიულ ლექსიკას, სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. აუდიტორიიდან მისი გაყვანის დროს დაპირისპირება მოხდა და ნესტერენკომ დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი დანით დაჭრა. დაჭრილი კაცი დაცვის კიდევ ერთ თანამშრომელთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველთა ცნობით, საავადმყოფოში მისვლამდე, გზაში დაცვის მეორე თანამშრომელი ცუდად გახდა და გულის შეტევით გარდაიცვალა.

2016 წელს ფოტო პავლენსკის ლექციიდან ანტი-დასავლური პროპაგანდისტური ნარატივით ვრცელდებოდა. ფორუმზე 4chan-ი ლექციიდან ფოტო შემდეგი აღწერით გამოქვეყნდა: “ეს არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებული დემოკრატიული განათლება უკრაინაში”. ტვიტერზე კი ლექციის ფოტო ერთ-ერთი მომხმარებლის შემდეგი კომენტარით ვრცელდებოდა: “ლექცია ევროპულ უკრაინაში. მე დავამთავრე”.

Screenshot 11 4 | mythdetector.comScreenshot 12 5 | mythdetector.com

რუსი ხელოვანი პიოტრ პავლენსკი პოლიტიკური ხასიათის საპროტესტო აქციებით არის ცნობილი და მისი პერფორმანსები საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. პავლენსკის აქციებს თვითდაზიანების სახე ხშირად აქვს. 2012 წელს მან სანქტ-პეტერბურგში აქცია ამოკერილი პირით გამართა. პავლენსკიმ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრების დაკავება გააპროტესტა. მისი თქმით, ამოკერილი პირი რუსეთში ცენზურის გამკაცრების სიმბოლო იყო. 2013 წელს პავლენსკი სანქტ-პეტერბურგში მავრთულხლართებში შიშველი გაეხვია და ასე საკანონმდებლო სისტემის რეპრესიულობა გააპროტესტა.

2017 წლის მაისის დასაწყისში პიოტრ პავლენსკიმ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. მან რუსეთი ოჯახთან ერთად 2017 წლის იანვარში დატოვა, მას შემდეგ, რაც ის მსახიობმა ანასტასია სლონინამ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებიდან მალევე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უარი თქვა პავლენსკის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობის ბრალდებასთან დაკავშირებით საქმე აღეძრა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist