ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს უკრაინაში რუსეთის მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
229
VIEWS

29 ივლისს ფეისბუქ-მომხმარებელმა შალვა ქავთარაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მიხედვითაც უკრაინაში რუსეთის მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო. ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ხტუნავს მსვლელობაში მონაწილე ხალხი, რომელთა ნაწილსაც უკრაინის დროშები უჭირავს. ვიდეოში ისმის შეძახილები: “რუსეთი!”. ავტორი კადრებს თან ურთავს აღწერას: “გამოცოცხლდა ხალხი! საღოლ უკრაინას”. ვიდეოს TikTok-ის ლოგო და მომხმარებლის სახელი აქვს დართული. 

რუსეთის მხარდამჭერი მსვლელობა

ვრცელდება ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს უკრაინაში რუსეთის მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო. გავრცელებულ ვიდეო უკრაინის ქალაქ სუმში 2014 წლის 24 აგვისტოს ფეხბურთის გულშემატკივრების მიერ გამართულ მსვლელობას ასახავს. თანდართული აუდიო ყალბია, რეალურად, მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ ფრაზას: “ვინც არ ხტუნავს – მოსკოველია”.  

თანდართული აუდიო გავრცელებულ ვიდეოს არ ეკუთვნის და მასზე მოგვიანებითაა დადებული. ვიდეოს ორიგინალი ვერსია 2014 წლის 26 აგვისტოს იუთუბზე გავრცელდა. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ ფრაზას: “Хто не скаче, той москаль” (ვინც არ ხტუნავს, მოსკოველია). ამას ამ მონაკვეთის ამსახველი სხვა რაკურსით გადაღებული კადრებიც ადასტურებს (1,2). 

ვიდეო 2014 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქ სუმში გამართულ მსვლელობას ასახავს. ის საფეხბურთო გუნდების, “მეტალისტისა” და “სუმის” გულშემატკივრებმა გამართეს. მსვლელობის დანიშნულების ადგილი საფეხბურთო სტადიონი იყო, სადაც ამ გუნდების მატჩი გაიმართა

მსვლელობის დროს მონაწილეებმა უკრაინის ჰიმნი იმღერეს და არაერთი უკრაინის მხარდამჭერი და ანტირუსული სლოგანი გააჟღერეს. მსვლელობას წინ მოუძღოდა უკრაინის დროშა, რომელზეც დატანილი იყო წარწერა “Воля або смерть” (თავისუფლება ან სიკვდილი) (1,2).

რუსეთის მხარდამჭერი მსვლელობა

კადრი მსვლელობიდან, წყარო: Youtube.com

გავრცელებული ვიდეო ტიკტოკის მომხმარებელს sasha1111z-ს ეკუთვნის, რომელიც ანტიუკრაინული შინაარსის კონტენტს რეგულარულად აქვეყნებს. ყალბი აუდიო ვიდეოს, სავარაუდოდ, სწორედ ამ ანგარიშმა დაურთო.  

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი შალვა ქავთარაძე, რომელმაც უკრაინის შესახებ ვიდეოფაბრიკაცია გაავრცელა, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს სისტემატურად აქვეყნებს. მისი პოსტების ნაწილი ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული (1;2)

რუსეთის მხარდამჭერი მსვლელობა

არქივის ბმული


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა, სპორტი
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist