24-26 იანვარს რუსულენოვან მედიაში ( dnepr-news.ru, news-kharkov.ru, dnr-pravda.ru ), ასევე ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე (1, 2 ) გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მენდელეევის სისტემის 115 – ე ქიმიურ ელემენტს „მოსკოვიუმი“ სახელი შეუცვალეს და „უკრაინიუმი“ დაარქვეს.
მტკიცება, თითქოს ქიმიურ ელემენტს “მოსკოვიუმი” უკრაინაში სახელი გადაარქვეს და “უკრაინუმი” დაარქვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. გამომცემლობა Літера ЛТД, რომლის სახელმძღვანელოც ბაზაზეც აღნიშნული ვიზუალური მანიპულაცია შეიქმნა, უარყოფს, რომ 115 – ე ელემენტს “უკრაინიუმი” დაარქვეს.
ინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ქიმიური ელემენტს “მოსკოვიუმი” სახელი გადაარქვეს 2023 წლიდან ვრცელდება და სხავდასხვა უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ (Укринформ, Gwara Media, Stopfake) გადაამოწმა.
ინტერნეტში გავრცელებულ სკრინშოთში ჩანს, რომ „სახელმძღვანელო“-ს ფოტო თავდაპირველად გამოქვეყნდა ინსტაგრამ-პროფილზე helenamaystrenko. ამ დროისთვის (28.01.2025), პროფილი ხელმისაწვდომი არ არის.
გავრცელებულ ფოტოზე, ქვემოთ ვხედავთ ელექტრონულ მეილს, რომელზეც ვკითხულობთ: [email protected], რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო უკრაინულ გამომცემლობას Літера ЛТД ეკუთვნის.
მტკიცებას გამოეხმაურა გამომცემლობა Літера ЛТД – ც, რომლის სახელმძღვანელოც დიდი ალბათობით გამოიყენებოდა ამ დეზინფორმაციის შესაქმნელად. კომპანიამ 2023 წლის 24 იანვარს, ფეისბუკ-გვერდზე უარყო ინფორმაცია, რომ ქიმიური ელემენტების პერიოდულ სისტემაში 115 – ე ელემენტს “უკრაინიუმი” დაარქვეს.
Літера -მ საილუსტრაციოდ ქიმიის სახელმძღვანელოს ყდა გამოაქვეყნა, რომელიც გამომცემლობის მიერაა დაბეჭდილი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა ყდის ვიზუალზე არც აქვთ. 115-ე ელემენტს კი ამავე სახელმძღვანელოში უნუნპენტიუმი ჰქვია, რომელიც ელემენტ “მოსკოვიუმის” დასახელება 2016 წლამდე იყო, თუმცა ზოგიერთ უკრაინულ სახელმძღვანელოში ძველი დასახელებითაც შეიძლება შეგვხვდეს.

აღსანიშნავია,რომ ქიმიური ელემნეტებისთვის სახელების მინიჭება მტკიცდება მხოლოდ თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის (IUPAC) მიერ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.