უკრაინაში მობილიზაციის სტატისტიკაზე ომის შემსწავლელი ინსტიტუტის სახელით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
107
VIEWS

2 ოქტომბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკრაინაში მობილიზაციის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” (ISW) სტატისტიკური მონაცემებია მოყვანილი. ვიდეოში რამდენიმე მონაცემს განიხილავენ, მათ შორის: მობილიზებულთა 83%-ზე მეტი უკრაინაში ომში დაიღუპა; 100-დან 83 მობილიზებული მებრძოლი დაიღუპა ან მასთან კონტაქტი შეუძლებელია; მობილიზებულთა სრული გაწვრთნისთვის 1-დან 2 თვემდეა საჭირო  და ა.შ. ვიდეოში გამოყენებულია ISW-ის მკვლევარ დანიელ შატსის ციტატა, თითქოს, მისი შეფასებით, კვლევის მონაცემები უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციის ბუნებრივი შედეგია. მასალაზე დატანილია ISW-ის ლოგო. 

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” სახელით გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია და მასში ISW-ის ყალბი სტატისტიკაა გამოყენებული. ასევე, გაყალბებულია ორგანიზაციის მკვლევრის ციტატაც. აღნიშნული ცნობები ღია წყაროებით არ იძებნება და მათ ნამდვილობას ISW-იც უარყოფს. 

ISW-ის სოციალურ ქსელებში: ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და X-ზე გავრცელებულის მსგავსი ვიდეო არ იძებნება. ასევე, ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლებელია იმ სტატისტიკის მოძიება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ უკრაინაში მობილიზებულთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიხოცა. მსგავსი სტატისტიკის პოვნა არც სხვა ღია წყაროებშია შესაძლებელი. 

ISW-ის სოციალურ ქსელებზე დაკვირვებისას შესამჩნევია, რომ კვლევითი ორგანიზაცია განსხვავებულ ვიდეოებს აქვეყნებს. მათ ვიდეოებში, ძირითადად, მკვლევრები საუბრობენ (1;2;3) და დროდადრო მათი გამოსახულება გრაფიკებით იცვლება. ამასთანავე, ISW-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეობს, სოციალურ ქსელში გავრცელებულისგან განსხვავებით, ზედა მარჯვენა კუთხეში ორგანიზაციის ლოგო არ აქვს და მის მაგივრად მასალების ნაწილს ვიდეოს გადაღების თარიღი აწერია.  

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

“მითების დეტექტორი” აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით “ომის შემსწავლელ ინსტიტუტს” დაუკავშირდა  და მასალის ნამდვილობის დადგენას შეეცადა. საპასუხო წერილში ISW უარყოფს, რომ ვიდეო ნამდვილია და მათ გაავრცელეს. პასუხის თანახმად, ყალბია როგორც ვიდეო, ისე სტატისტიკა და მათი მკვლევრის, დანიელ შატსის ციტატაც. 

ISW-ის სრული პასუხი: “ჩვენ ვიცით ვიდეოების შესახებ, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება მესამე პირების მიერ, რომლებიც თითქოს ISW-დან არიან და იყენებენ “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ბრენდსა და მსგავს ინფორმაციას ან/და შეფასებებს, რომელიც მცდარად მიეწერება ISW-ს, თითქოს ციტირებენ ISW-ს ანალიტიკოსებსა და “ომის შემსწავლელ ინსტიტუტს” მიაწერენ სხვადასხვა განცხადებასა და მტკიცებას, რომელიც ISW-ს არ გაუკეთებია. ეს ვიდეოები “ომის შემსწავლელ ინსტიტუტს” არ შეუქმნია და არ ასახავს ISW-ს შეხედულებებსა ან შეფასებებს ან ანალიტიკოსების შეხედულებებსა და შეფასებებს, რომლებსაც ისინი ციტირებენ”. 

დასავლური რეპუტაციული მედიებისა და ორგანიზაციების სახელით, ასევე, ლოგოს გამოყენებით ვიდეოფაბრიკაციები ხშირად ვრცელდება. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მსგავსი გაყალბებული ვიდეოები, ძირითადად, უკრაინასა და დასავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება, ხოლო მიზნად უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების დისკრედიტაციას ისახავს. ვიდეოფაბრიკაციებს საერთო ნიშნები აქვს – ავტორები დეზინფორმაციის გასავრცელებლად საზოგადოებისთვის სანდო მედიების ლოგოებს იყენებენ და ვიდეოებს მათ სიუჟეტებს ამსგავსებენ. ასევე, ყალბი ინფორმაციის ზუსტი პირველწყარო ზოგჯერ დაუდგენელია, თუმცა ვიდეოების გავრცელება ძირითადად რუსული მედიით და ტელეგრამ არხებით ხდება. ასევე, ვიდეოებში გამოყენებულია ზოგადი, სხვადასხვა მასალიდან ამოჭრილი კადრები. მათ ხშირად ადევს მუსიკა ან ტიტრები და არა ჟურნალისტის გახმოვანება. ვიდეოფაბრიკაციებში ტიტრების სახით არის მოცემული რესპონდენტების გაყალბებული კომენტარებიც. ცნობილი მედიების სახელით გავრცელებულ გაყალბებულ ვიდეოებზე ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში

წყაროს შესახებ:

ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” 2022 წლის აპრილში შეიქმნა და მას შემდეგ ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ცნობები “მითების დეტექტრომა” წარსულში უკვე არაერთხელ გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist