უკრაინაში დაღუპული ამერიკელი სამხედროების შესახებ ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ამერიკელი-სამხედროები
110
VIEWS

3 ნოემბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშმა გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ჩანს როგორ ატყობინებენ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირები ამერიკელი სამხედროების ახლობლებს მათ გარდაცვალებას. ვიდეოს ახლავს აღწერა: “რას ელოდნენ? ამერიკელები ბრუნდებიან უკრაინიდან”.

ამერიკელი სამხედროები

გავრცელებული კადრები უკრაინაში გარდაცვლილი ამერიკელი სამხედროების ოჯახებს არ ასახავს. კადრების უმრავლესობა დადგმულია, ხოლო ერთ-ერთ კადრში აშშ-ის არმიის კაპრალ ლუის რუანის ოჯახს ვხედავთ. რუანი 2019 წელს წრთვნის დროს მიღებული ტრამვის შედეგად გარდაიცვალა. 

გავრცელებული ვიდეოკოლაჟი 8 სხვადასხვა კადრს შეიცავს. “მითების დეტექტორმა” 6 მათგანის იდენტიფიცირება მოახერხა. აქედან 5 დადგმული სცენაა და ისინი სხვადასხვა ინტერნეტ-კონტენტის შემქმნელს ეკუთვნის. ვიდეოს პირველ და მესამე კადრებში ერთსა და იმავე პირს ვხედავთ, პირველ ვიდეოში ის მამას განასახიერებს, რომელსაც გაკვეთილზე/ლექციაზე შვილის გარდაცვალებას ატყობინებენ, მესამე ვიდეოში კი იმავე პირს საავადმყოფოს საწოლზე ვხედავთ. პირველი ვიდეო თავად ვიდეოში ასახული პირის ფეისბუქ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. ის საკუთარ თავს Jon W.-ს უწოდებს და გვერდზე მითითებულია, რომ ის კომიკოსია. ამ ვიდეოს ოდნავ განსხვავებული ვერსია კიდევ ერთი კონტენტის შემქმნელის, როდრიგო ნავაროს იუთუბ ახრზე (The Rodrigo Show) შეგვიძლია ვნახოთ. ამ სცენის სხვა ვერსიაში Jon W. განასახიერებს მასწავლებელს, რომელსაც შვილის გარდაცვალების შესახებ ატყობინებენ (ამ შემთხვევაში კადრში სამხედრო არ ჩანს).

ამერიკელი სამხედროები
ერთი და იგივე ადამიანი პირველ და მესამე ვიდეოებში

გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში თავად როდრიგო ნავაროც გვხვდება. კოლაჟის რიგით მეოთხე კადრში ნავარო განასახიერებს კაცს, რომელსაც სამხედრო ცოლის გარდაცვალებას ატყობინებენ. ამ შემთხვევაში, იუთუბ არხზე ვიდეოს რამდენიმე განსხვავებული ვერსიაა ატვირთული (1; 2). გარდა ამისა, არხზე ამავე ლოკაციაზე და ამავე მსახიობების მონაწილეობით სხვა სცენებიც გვხვდება, მაგალითად, ერთ-ერთი სცენა განასახიერებს შინ დაბრუნებულ სამხედროს, რომელიც აღმოაჩენს, რომ ქმარი ღალატობს (1; 2). 

 ამერიკელი სამხედროები
როდრიგო ნავარო ვიდეოკოლაჟში და მის იუთუბ-არხზე ატვირთული განსხვავებული ვიდეო იმავე მსახიობების მონაწილეობით

ვიდეოკოლაჟის მეხუთე და მეექვსე კადრებიც კონტენტის შემქმნელების მიერაა დადგმული. რიგით მეხუთე ვიდეო, რომელშიც შავ კაბაში გამოწყობილ ქალს ვხედავთ, Rick Lax-ს ეკუთვნის და ის 2024 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. მეექვსე კადრი, რომელშიც თეთრპერანგიანი მგოლივიარე ქალი ჩანს, მსახიობების წყვილმა Jamie and Blake ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 2025 წლის აპრილში გამოაქვეყნა

ამერიკელი სამხედროები

ამ ვიდეოებისგან განსხვავებით, ვიდეოკოლაჟის მეორე ვიდეო ნამდვილ მოვლენას ასახავს. ვიდეოში აშშ-ის არმიის კაპრალ ლუის რუანის მგლოვიარე დედას ვხედავთ. რუანმა 2019 წლის 22 იანვარს აშშ-ის შტატ ტეხასში წრთვნის დროს თავის ტრავმა მიიღო და 2020 წლის 20 აპრილს, კომაში გატარებული წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, გარდაიცვალა (1; 2). “მითების დეტექტორმა” კოლაჟის რიგით მეშვიდე და მერვე ვიდეოების წყაროს ვერ მიაკვლია. 

ვიდეოში ნაჩვენები სცენები ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის (DoD) მკაცრად რეგულირებულ პროცედურებს დაღუპვის შეტყობინების შესახებ, მათ შორის: 

  • შეტყობინება ყოველთვის ხდება პირადად (in-person notification). ოჯახისთვის ამგვარი ინფორმაციის სატელეფონო ზარით ან ქაოსური ფორმით მიწოდება დაუშვებელია;
  • შეტყობინების მიზნით იქმნება სპეციალური გუნდი, რომელიც შედგება მინიმუმ ორი ფორმიანი სამხედრო მოსამსახურისგან – შეტყობინების ოფიცერი (Casualty Notification Officer – CNO) და ხშირად კაპელანი (Chaplain) ემოციური მხარდაჭერისთვის;
  • შეტყობინება ხდება სამხედრო შტაბში დაღუპულის შესახებ ანგარიშის მიღებიდან არაუგვიანეს 12 საათის შუალედში. სტანდარტულად, უმჯობესია შეტყობინება მოხდეს სახლში და არა სხვა ადგილას, მაგალითად სამსახურში

შესაბამისად, გავრცელებული ვიდეოების ნაწილი აშშ-ის სამხედრო პროტოკოლის წესებსაც არ შეესაბამება. 

რაც შეეხება ამერიკელ სამხედროებს უკრაინაში, აშშ-ს ოფიციალურად არ განუცხადებია უკრაინაში აქტიური სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის არცერთი შემთხვევის შესახებ, ომის დაწყების შემდგომ უკრაინელი ჯარისკაცები წვრთნას გადიან არა უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ NATO-ს ქვეყნებში (მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში). თუმცა, ცნობილია, რომ 90-ზე მეტი ამერიკელი მოხალისე (სამოქალაქო პირი ან ყოფილი სამხედრო) დაიღუპა.   


მოამზადეს დავით რობაქიძემ და სანდრო კაპანაძემ 

“მითების დეტექტორის ლაბორატორია”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist