უკონტექსტოდ ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჭიაბერაშვილი ხალხს პროდუქტებით დახმარებას ჰპირდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

356
VIEWS

14 მაისს სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ამჟამად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო ურთიერთობათა მდივანია, მოქალაქეებთან შეხვედრისას ამბობს: “ფქვილი ახლა რიგდება, შემდეგ ნაკადზე შაქარი წამოვა, შემდეგ ნაკადზე ზეთი წამოვა”. როგორც კომენტარებსა და გაზიარებულ პოსტებში ჩანს, ფეისბუქ-მომხმარებლების აღქმით, ვიდეო ენმ-ის მიერ ამომრჩევლის ფქვილით, შაქრითა და ზეთით მოსყიდვას ასახავს. 

ukonteqstod vrtseldeba video romelshits tchiaberashvili khalkhs produqtebith dakhmarebas hpirdeba უკონტექსტოდ ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჭიაბერაშვილი ხალხს პროდუქტებით დახმარებას ჰპირდება

ვიდეო, რომელშიც ზურაბ ჭიაბერაშვილი მოქალაქეებს პროდუქტებით დახმარებას ჰპირდება, კონტექსტის გარეშე ვრცელდება. რეალურად, ვიდეო გადაღებულია 2012 წლის ივლისში, კახეთში მომხდარი სტიქიის შემდეგ, როდესაც მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს პროდუქტებით დაეხმარა.  

ვიდეოში ზურაბ ჭიაბერაშვილი მოქალაქეებს ფქვილით, ზეთითა და შაქრით დახმარებას ჰპირდება, ფეისბუქ-მომხმარებლები კი, რომლებიც ვიდეოს აზიარებენ და მასზე კომენტარს ტოვებენ, აღიქვამენ, თითქოს ის საზოგადოებას პროდუქტით დახმარებაზე მოსყიდვის მიზნით ესაუბრება.   

“მითების დეტექტორს” ზურაბ ჭიაბერაშვილმა უთხრა, რომ ვიდეო 2012 წელს, კახეთში, სტიქიის შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს არის გადაღებული. ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას მათ მიერ გამოცხადებული დახმარების პროგრამის შესახებ აცნობდნენ ინფორმაციას. აღნიშნულ პერიოდში ჭიაბერაშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ამავე წლის ოქტომბერში კი კახეთის გუბერნატორად დაინიშნა. 

კახეთში სტიქია 2012 წლის 19 ივლისს მოხდა (1;2;3). ძლიერმა ქარიშხალმა, წვიმამ და სეტყვამ ყველაზე მეტად თელავისა და გურჯაანის სოფლების მოსახლეობა დააზარალა – განადგურდა ნათესები და მოსავალი, დაიხოცა პირუტყვი, ქარიშხალმა სახლებს სახურავი გადახადა. ჯამში, დაზარალდა 32 000-მდე ოჯახი. 2012 წლის 25 ივლისს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებები ერთხმად დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, ერთჯერადად შეიქმნა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდი 50 მილიონი ლარის ოდენობით, რომლიდანაც უნდა დაფინანსებულიყო მოსახლეობის დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, დაზარალებული მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება და კომპენსაციის გაცემა მიწის მფლობელებისთვის. დახმარების პაკეტი ასევე მოიცავდა სტიქიით დაზარალებულთა საბანკო კრედიტების 1 წლით გადავადებას.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist