tvalsazrisi.ge-ის ვიდეომანიპულაცია: რა არის ასახული ვიდეოზე, რომელიც ამტკიცებს თუ როგორ გაჩნდა Covid-19?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

sdsd
439
VIEWS

19 მარტს tvalsazrisi.ge-მ გამაოქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “ასე გაჩნდა კორონავირუსი (ვიდეო)“. მასალაში საუბარია, რომ სოციალურ ქსელებში ვუჰანის ცხოველების ბაზრობიდან “საზარელი ვიდეოკადრები” ვრცელდება. (Xanax) ტექსტს ახლავს ფეისბუქის ბმული, რომელიც ბანგლადეშელი მოლას Nizam Reza Qadri ოფიციალურ გვერდზე და მის მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებულ ვიდეოზე გადადის. ვიდეოში ცხოველების ბაზრობის კადრები ჩანს, რომელსაც Nizam Reza Qadri ასე ასათაურებს “მსოფლიოში ყველაზე ეგზოტიკური ბაზრობა – ვუჰანის ბაზრობა (კორონავირუსი).

"

"

ვიდეო ვირუსულად გავრცელდა სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ სოციალურ ქსელებში.

""

""

თვალსაზრისი.ge-ს მიერ გავრცელებული ვიდეო კადრები მანიპულაციურია, რადგან ის რეალურად COVID-19-ის დადასტურებამდე რამდენიმე თვით ადრე 2019 წლის 20 ივლისს არის ატვირთული და მასზე არა ვუჰანის ბაზრობა, არამე ინდონეზია, კერძოდ კი სულავესის კუნძულია ასახული.

გავრცელებული ვიდეო AFP Fact Check-მა გადაამოწმა, რომლის თანახმად, კადრები პირველად იუთუბზე 2019 წლის 20 ივლისს, COVID-19-ის დადასტურებამდე რამდენიმე თვით ადრე აიტვირთა და არა ვუჰანში, არამედ ინდონეზიაში, კერძოდ კი სულავესის კუნძულზეა გადაღებული. ვიდეოს წარწერა ინდონეზიურ ენაზეა: “მინაჰასას მმართველობა – ვაჭრობის დეპარტამენტი.“

"

"
წყარო: AFP Fact Check

 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ინდონეზია, ჩინეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist