26 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა “ძალა სიმართლეშია” ტელეკომპანია “პირველის” ლოგოს გამოსახულებით ფოტო გამოაქვეყნა, თანდართული ტექსტის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში პროფესორ ჯონათან სინსის ხელმძღვანელობით ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმთა გუნდი ჩამოდის. ფოტოზე ჯონ სინსია გამოსახული.
ფეისბუქ გვერდის მიერ გავრცელებული ტელეკომპანია “პირველის” სქრინი ყალბია. რეალურად ფოტო გამოსახული ადამიანი არა ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესერი არამედ ცნობილი პორნოვარსკვლავი ჯონი სინსია.
ტელეკომპანია “პირველის” ფეისბუქ გვერდზე იდენტური ან მსგავსი შინაარსის შემცველი პოსტი არ იძებნება.
რაც შეეხება ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს, ის არა აშშ-ს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონათან სინსი, არამედ ცნობილი პორნოვასკვლავი ჯონი სინსია. მისი რეალური სახელი სტივენ ვოლფია და ის პორნო ინდუსტრიაში 2006 წლიდან მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ პორნოვარსვლავის ექიმობის შესახებ ცნობებს ქართული გვერდები გასულ წელსაც ავრცელებდნენ. მაშინ “ნაციონალური მოძრაობის” ცრუ მხარდამჭერი გვერდი წედა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ექიმი ჯონი სინსი ჩამოვიდოდა და კორონავირუსს დაუპირისპირდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ფეისბუქ გვერდი “ძალა ერთობაშია” 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ყალბ ციტატასა და გაყალბებულ კვლევებს აქვეყნებდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- ეკა ხერხეულიძის სახელით “ძალა სიმართლეშია” გაყალბებულ ციტატას აქვეყნებს
- “ძალა სიმართლეშია” და NewsWall.ge Edison Research-ის სახელით ყალბ კვლევას ავრცელებენ
- Ipsos-ის სახელით გაყალბებული კვლევა ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.