ტვ იმედი ადგილობრივი დამკვირვებლის კომენტარით მანიპულირებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

199
VIEWS

26 ოქტომბერს პროსახელისუფლებო მედიამ – იმედმა (1;2) და პრაიმ ტაიმმა (1;2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი, ოლესია ვართანიანი წერს მის მიერ გამოვლენილ შემთხვევებზე, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები მედიასაშუალებებად რეგისტრირდებიან და საარჩევნო უბნებზე თავიანთ ყოფნას ამით ამართლებენ.  

Screenshot 2024 10 26 202228 ტვ იმედი ადგილობრივი დამკვირვებლის კომენტარით მანიპულირებს

ოლესია ვართანიანის შესახებ პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია. ვართანიანი საერთაშორისო დამკვირვებელი არ არის, ის საქართველოს მოქალაქე და საია-ს დამკვირვებელია. ასევე, გარდა ოპოზიციის წარმომადგენლებისა, მან დაწერა ხელისუფლების მხარდამჭერებზეც, რომლებიც საარჩევნო უბნებთან არიან მობილიზებული.  

მიუხედავად პროსახელისუფლებო მედიის მტკიცებისა, ოლესია ვართანიანი საერთაშორისო დამკვირვებელი არ არის. ის არჩევნებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია-ს) დამკვირვებელია. ინფორმაცია “მითების დეტექტორს” საია-ში დაუდასტურეს. გარდა ამისა, ვართანიანი საქართველოს მოქალაქეა. “დიახ, საქართველოს მოქალაქე ვარ და ადგილობრივ მისიაში ვარ”. – გვითხრა მან. 

გარდა ამისა, “იმედმა” ვართანიანის ის პოსტი გააშუქა, რომელშიც ის უბნებზე ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნაზე წერდა. აღსანიშნავია, რომ დამკვირვებელმა ასევე დაწერა საარჩევნო უბნებთან პროსახელისუფლებო განწყობის მქონე პირების მობილიზებაზე. კერძოდ, ვართანიანი მის მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში წერს

“ზოგიერთ საარჩევნო უბანზე არიან კაცები მუქი ფერის ტანსაცმლითა და სათვალეებით. ორი მათგანი, ვისაც ვესაუბრე (კამერის მიღმა) ერთნიკურად სომხები სამეზობლოდან, არიან დამკვირვებლები ახალი მედია გამოცემიდან და ღიად ქართული ოცნებისკენ. აღსანიშნავია, რომ ისინი თავს არიდებენ ადგილებს, სადაც დამკვირვებლებს შორის ცნობილი აქტივისტები არიან”. 

Screenshot 2024 10 26 202237 ტვ იმედი ადგილობრივი დამკვირვებლის კომენტარით მანიპულირებს

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც პროსახელისუფლებო მედიამ ციტატა გამოაქვეყნა, ვართანიანმა დაწერა, რომ იმედმა მის მიერ X-ზე დაწერილ წინა განცხადებებს გვერდი აუარა, ხოლო გაშუქებისას სიტყვებს საკუთარი დეტალები და ყალბი ამბები დაუმატა.   

Screenshot 2024 10 26 202248 ტვ იმედი ადგილობრივი დამკვირვებლის კომენტარით მანიპულირებს


მოამზადა ირინა ფარულავამ
მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist