ცნობა ალბერტ პაიკის მიერ მსოფლიო ომების წინასწარმეტყველებაზე, მტკიცებულების გარეშეა 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.4k
VIEWS

2 ოქტომბერს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” ამერიკის კონფედერაციის გენერლის, ალბერტ პაიკის მიერ ომების წინასწარმეტყველებაზე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს თანახმად, პაიკი მასონების უმაღლესი მეთაური და ოკულტიზმით გატაცებული სატანა იყო. ვიდეოში საუბარია წერილზეც, რომელიც თითქოს პაიკმა იტალიელ პოლიტიკოსს, ჯუზეპე მაძინის მისწერა და სამი მსოფლიო ომი იწინასწარმეტყველა. ვიდეოში ნახსენები წერილის მიხედვით, პაიკმა იწინასწარმეტყველა, რომ: 

  • პირველ მსოფლიო ომში ილუმინატებს საშუალება უნდა მისცემოდათ, რუსეთში მეფეთა ძალაუფლება დაემხოთ და იქ ათეისტური კომუნიზმი დაემყარებინათ; 
  • მეორე მსოფლიო ომი ფაშისტებსა და სიონისტებს შორის უნდა მომხდარიყო; 
  • ხოლო მესამე მსოფლიო ომი სიონისტებსა და ისლამურ სამყაროს შორის უნდა წარიმართოს და მათ ერთმანეთი გაანადგურონ. მესამე მსოფლიო ომისას, უშუალო მონაწილეების გარდა, სხვა ერები იძულებული იქნებიან იომონ და სულიერად, ფიზიკურად, ეკონომიკურად განადგურდნენ.

ვიდეო შეიცავს მტკიცებასაც, რომ, ოტო ფონ ბისმარკის თქმით, პირველი მსოფლიო ომის განსახოცილებლად პაიკთან ერთად შეთქმულებაში მონაწილეობდა. 

29 სექტემბერს იდენტური ინფორმაცია, თუმცა ტექსტის სახით, ფეისბუქის რუსულენოვანმა მომხმარებელმაც გაავრცელა. 

ომების წინასწარმეტყველება

ალბერტ პაიკის მიერ მსოფლიო ომების წინასწარმეტყველებაზე ცნობები მტკიცებულებებს არ ეფუძნება. წერილის შესახებ რეპუტაციული მედიები არ წერენ და ის არც აკადემიურ მონაცემთა ბაზებში იძებნება. 

ალბერტ პაიკი ამერიკელი ადვოკატი და ფედერაციის გენერალი იყო. მან აქტიური როლი ითამაშა არკანზას შტატში სასამართლო სისტემისა და სამოქალაქო ომისას შტატის პოლიტიკის დაწინაურებაში. ის, ასევე, ადგილობრივი მასონური ორგანიზაციის ლიდერიც იყო. 

ალბერტ პაიკის მიერ მაძინისთვის მიწერილი წერილი კონსპირაციის თეორიების გავრცელების წყაროა. საეჭვოა თავად წერილის ავთენტიკურობა. აღნიშნული წერილზე დაყრდნობით სანდო მედიასაშუალებები მასალებს არ აქვეყნებენ, ასევე წერილი არ იძებნება ისეთ აკადემიურ მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა Google Scholar და JSTOR. პაიკის ბიოგრაფიაშიც არ არის ნახსენები, რომ მან სამი მსოფლიო ომი იწინასწარმეტყველა. 

მაძინისთვის მიწერილი წერილი არ მოეპოვება ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკას. წერილის შესახებ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის განცხადებებზე ბიბლიოთეკის პასუხში წერია, რომ ისინი არ ფლობენ მსგავს დოკუმენტს, ის არც არასდროს უნახავთ და მათ შორის, არც სხვა ორგანიზაციებს გამოუქვეყნებიათ აღნიშნული დოკუმენტი. 

სხვადასხვა ნაკლებად სანდო ვებ-გვერდებზე ალბერტ პაიკის მიერ მაძინისთვის მიწერილ წინასწარმეტყველურ წერილს 1871 წლის 15 აგვისტოთი ათარიღებენ.

რაც შეეხება ბისმარკს, “მითების დეტექტორი” შეეცადა მისი ციტატის მოძებნას, თითქოს ბისმარკი პირველ მსოფლიო ომში ალბერტ პაიკთან შეთქმულებაში იყო ჩართული. ინგლისურ ენაზე მსგავსი ციტატა ღია წყაროებში არ იძებნება. 

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ისტორიულ ფიგურებსა თუ მოვლენებზე შეცდომაში შემყვანი ცნობები. უმეტესად, ისინი მტკიცებულებებს არ ეფუძნება. “მითების დეტექტორი” მათ აკვირდება და სისტემატურად იკვლევს

წყაროს შესახებ: 

ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” კონსპირაციის თეორიებს ხშირად ავრცელებს. ის ასევე ვაქცინებისა და ჯანმრთელობის შესახებ ხშირად აზიარებს შეცდომაში შემყვან ან დეზინფორმაციულ ცნობებსაც. “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

 

 

თემატიკა: ისტორია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist