ცენზურა თუ კოვიდ-დეზინფორმაცია? რის გამო შეზღუდა YouTube-მა ავსტრალიური “სქაი ნიუსი”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

53
VIEWS

2021 წლის 1 აგვისტოს, ბლოგერმა ნათია ქოლუსიმ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ ავსტრალიური “სქაი ნიუსის” ოფიციალური YouTube გვერდი ავსტრალიურმა და ამერიკულმა მემარცხენე ძალებმა დაბლოკეს. პოსტს დართული აქვს ფოტო წარწერით: “YouTube-მა ბაიდენის კრიტიკოსი ყველაზე დიდი საერთაშორისო მედია დაბლოკა.” ქოლუსის თქმით, “სქაი ნიუსი” ერთადერთი არხი იყო პლატფორმაზე, რომელიც მიკუერძოებელ, სანდო ინფორმაციას ავრცელებდა და სტაბილური და მზარდი მაყურებლების რიცხვითაც გამირჩეოდა,  რადგან ხალხი მეინსტრიმ მედიას აღარ ენდობა. ბლოგერის მტკიცებით, მოცემული შემთხვევა მაგალითია იმისა, თუ როგორ იზღუდება სიტყვის თავისუფლება მშვიდობის შენარჩნუნების სახელით და როგორ ხდება თანამედროვე სოციალური მედიაში მარქსიზმ/ლენინიზმის დამკვიდრება.

ნათია ქოლუსი, ბლოგერი: “ავსტრალიის სკაი ნიუსი იყო ერთადერთი იუთუბზე, რომელიც ასე თუ ისე მიუკერძოებელ სიმართლეებს ავრცელებდა! მოუნდა ავსტრალიას და არა მარტო ალბათ მემარცხენე ამერიკასაც არ აწყობდა სკაი ნიუსი და ჩამოიღეს! იუთუბზე ყველაზე მზარდი ფოლოვერები და მაყურებლები ყავდა ნიუსებიდან სკაი ნიუსს! იმიტო რო ხალხი არაა დებილი და თითქმის აღარავინ ენდობა მეინსტრიმ მედიას! მარქსიზმია და ლენინიზმი სოციალურ მედიებში აბა რა არი ეს?!”

;
ქოლუსის მტკიცება, რომ ავსტრალიური “სქაი ნიუსის” YouTube არხი განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის გამო დაიბლოკა, ნაწილობრივ მცდარია. YouTube-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით,  არხი ერთი კვირით დაიბლოკა და არა სრულად, რისი მიზეზიც პლატფორმის შინაგანაწესის დარღვევა და კოვიდ-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის მრავალჯერადი გავრცელება გახდა. “სქაი ნიუსის” youtube არხი ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მაყურებლებს ისეთი პრეპარატების მიღებისკენ მოუწოდებდა, რომელთა ეფექტიანობაც დადასტურებული არ არის. 

29 ივლისს პლატფორმა YouTube-მა ავსტრალიური “სქაი ნიუსის” რამდენიმე ვიდეო წაშალა და არხს ვიდეოების დამატების ფუნქცია ერთი კვირით შეუზღუდა. საყურადღებოა, რომ არხის ძველი ვიდეოები, რომლებიც პლატფორმის სტანდარტებს არ არღვევდნენ, წაშლილი არ არის. იუთუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

“ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ღია და  კარგად დამკვიდრებული კოვიდ-19-თან დაკავშირებული სამედიცინო დეზინფორმაციის პოლიტიკა, რომელიც ლოკალური და გლობალური ავტორიტეტული ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეფუძნება და მიზნად ისახავს ისეთი დეზინფორმაციის აღკვეთას, რომელსაც რეალური ზიანის მოტანა შეუძლია. მოცემული პოლიტიკა თანაბრად ვრცელდება ყველა მომხმარებელზე, შესაბამისად, ჩვენი გაფრთხილებების სისტემის საფუძველზე წავშალეთ “სქაი ნიუსის” რამდენიმე ვიდეო. კერძოდ, ჩვენ არ ვეთანხმებით ისეთი მასალის გამოქვეყნებას, რომელიც უარყოფს კოვიდ-19-ის არსებობას ან მოუწოდებს მოსახლეობას მიიღონ Hydroxychloroquine და Ivermectin-ი ვირუსის სამკურნალოდ ანდა პრევენციის მიზნით. ჩვენ ვთანხმდებით ისეთი სამედიცინო ვიდეოების განთავსებაზე, რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინინონ შინაარსის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ზემოთხსენებული ვიდეოების შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა.”

“სქაი ნიუსს” კოვიდ-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადრეც ადანაშაულებდნენ. კრიტიკის საგნად იქცა არხის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სათაურით: “ავსტრალიელებმა უნდა იცოდნენ სიმართლე – ვირუსი პანდემია არაა!” ვიდეოში სქაი ნიუსის წამყვანი ალან ჯონსი და პარლამენტარი ქრეგ კელი ავსტრალიის მთავრობის მიერ გატარებულ კოვიდსაწინააღმდეგო პოლიტიკას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ე.წ “დელტა” ვარიანტი არც ისეთი საშიშია, ხოლო ვაქცინები კი ეფექტიანობით არ გამოირჩევიან. არხს საბოლოოდ ვიდეოს წაშლა და საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია, თუმცა წაშლამდე ვიდეოს 4,6 მილიონი ნახვა ჰქონდა.

;
მეტი ინფორმაციისათვის ნათია ქოლუსისა და მის მიერ გავრცემეული სხვა კონსპირაციების შესახებ, იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist