ЦАРЬГРАД-ი 2017 წლის ფოტოს 2022 წელს უკრაინელი ლტოლვილების პოლონეთში მიგრაციას უკავშირებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

მითების დეტექტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
334
VIEWS

15 მარტს კრემლისტურმა ტელეარხმა ЦАРЬГРАД გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “ყურადღება! პოლონეთში მაღაზიები უკრაინელი ლტოლვილების ქურდობის გამო უკიდურეს ზომებს მიმართავენ”.

სტატიას თან ერთვის ბანერის ფოტო, რომელზეც პოლონურ და უკრაინულ ენებზე  შემდეგი წარწერაა: “ყურადღება! უკრაინის ყველა მოქალაქე სალაროსთან შემოწმებას გაივლის”. ЦАРЬГРАД წერს, რომ აღნიშნული ბანერი პოლონურ მაღაზიებში ბოლო პერიოდში გამოჩნდა.

Screenshot 1 10 | mythdetector.com

ფოტო იმავე შინაარსის აღწერით სხვა რუსულენოვან გამოცემებსა (pravda.ru, dieta.ru, radiokp.ru, teleprograma.pro, free-news.su) და ფეისბუკ-ჯგუფში  (Мы за Владимира Владимировича Путина!) გავრცელდა.

Screenshot 2 10 | mythdetector.com

ЦАРЬГРАД-ი ფოტოს ყალბი აღწერით ავრცელებს, მას 2022 წლის მოვლენებთან და უკრაინელ ლტოლვილებთან კავშირი არ აქვს. რეალურად, ფოტო 2017 წლისაა და პოლონეთის ქალაქ ბარლინეკშია გადაღებული, ადგილობრივი მედიის ცნობით, ბანერი  მეპატრონის ბრძანებით დაკიდეს, თუმცა მოგვიანებით მეპატრონემ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ბანერი უკრაინულ ენაზე უნდა ყოფილიყო და არა უკრაინელების წინააღმდეგ.

ფოტო  2017 წლის 29 სექტემბერს, ფეისბუკ მომხმარებელმა zuza szol-მა გაავრცელა აღწერით: “ასეთი ლამაზი ქალაქი, ასეთი საშინელი წარწერებით”. 

Screenshot 3 10 | mythdetector.com

გავრცელებული ფოტო სავაჭრო ცენტრ Bimex-ში , პოლონეთის ქალაქ ბარლინეკშია გადაღებული. ადგილობრივი გამოცემა Wirtualna Polska-ს მიხედვით, დისკრიმინაციული ბანერი  მეპატრონის ბრძანებით დაკიდეს. Wirtualna Polska-თან ინტერვიუში სავაჭრო ცენტრის მეპატრონე იეჟი ბიტელი აცხადებს, რომ დისკრიმინაციული ნიშანი იმპულსურ მდგომარეობაში დაამზადებინა, მას შემდეგ, რაც უკრაინელმა მომხმარებელმა პროდუქტებით სავსე ორი ჩანთა მოიპარა. თუმცა, წარწერის შინაარსი სხვა უნდა ყოფილიყო.

“ბანერი ძალიან სწრაფად დავამზადებინე. შინაარსი ასეთი არ უნდა ყოფილიყო. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ასეთი შინაარსის ბანერები არ უნდა იქმნდებოდეს”, – ამბობს იეჟი ბიტელი, სავაჭრო ცენტრის მეპატრონე.

იეჟი ბიტელის განმარტებით, ბანერზე შემდეგი შინაარსის წარწერა უნდა ყოფილიყო: ” ქურდობაში ეჭვმიტანილ ყველა მომხმარებელს გაჩხრეკენ”. წარწერა არა უკრაინელების მისამართით, არამედ, უკრაინულ ენაზეც უნდა ყოფილიყო თარგმნილი. გარდა ამისა, მაღაზიაში 7 უკრაინელი მუშაობს, – აცხადებს იეჟი ბიტელი  Wirtualna Polska– თან ინტერვიუში. პოლონური გამოცემის მიხედვით, ბანერი ერთი დღის განმავლობაში ეკიდა და შემდეგ აიღეს.

პოლონელების მიერ უკრაინელი ხალხის დისკრიმინიაციაზე მანიპულაციები განსაკუთრებით მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, პოლონეთში ლტოლვილების რაოდენობა გაიზარდა. უკრაინელ ლტოლვილებზე გავრცელებული ვიდეომანიპულაცია  პოლონურმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა – დემაგოგმა გადაამოწმა, რაზეც “მითების დეტექტორიც” წერდა: 

DEMAGOG: უკრაინელი ლტოლვილების შესახებ გავრცელებული ვიდეო ომამდეა გადაღებული

Царьград-ის შესახებ

Screenshot 4 10 | mythdetector.com

Царьград ТВ-ს “ტელეარხის შესახებ” განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ ის რუსული კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური სატელევიზიო არხია. ტელეარხმა მაუწყებლობა 2015 წელს დაიწყო, მისი დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი კონსტანტინე მალოფეევია, რომელიც რუსეთის იმპერიის აღდგენის იდეას უჭერს მხარს. მალოფეევი აფინანსებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პროცესს, რის გამოც აშშ-მა და ევროკავშირმა იგი სანქცირებული პირების სიაში შეიყვანეს.  2015-2016 წლებში, ტელეარხის მთავარი რედაქტორის პოსტს “ევრაზიონისტული მოძრაობის” ლიდერი და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი იკავებდა. ამჟამად არხის მთავარი რედაქტორი დარია ტოკარევაა. ის მოსკოვის სასამართლომ კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 120 ათასი რუბლით დააჯარიმა. მანამდე ტოკარევა მშობლების თანხმობის გარეშე დაშავებულ არასრულწლოვნებზე ინფორმაციის გავრცელებისთვის და მათი ფოტოების გამოქვეყნებისთვის 7-ჯერ იყო დაჯარიმებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

წყარო

Tsargrad (Царьград)
Tsargrad (Царьград)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist