გვანცა ნიუ იორკიდან, ნანა არიზონიდან და სხვა ტროლები ხარებას “მხარდასაჭერად”

კითხვის დრო: 10 წუთი

კითხვის დრო: 10 წუთი

Photo uploaded to the fact-checker website
14k
VIEWS

“ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების დღის წესრიგიდან ამოღებისა და ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი დაიწყო. საპროტესტო აქციების ფონზე 2024 წლის 4 დეკემბერს გია გაჩეჩილაძის მოძრაობასთან “არ აგარევინებთ” დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდმა  “აი პოლიტიკა”  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ ფოტო და ციტატა გამოაქვეყნა: “„სპეცრაზმელი არ იღლება და ვერავინ ვერ დაღლის“ (არქივის ბმული).  გავრცელებულ პოსტზე აქტივობის შესაქმნელად ყალბი ანგარიშებია გამოყენებული. “მითების დეტექტორმა” მონიტორინგის შედეგად 32 ტროლი გამოავლინა, რომლებიც სხვა ადამიანების ფოტოებს იყენებენ:

  • ყალბ ანგარიშებს ფოტოები აღებული აქვთ როგორც სურათებისა და დიზაინის რესურსების პლატფორმებიდან (freepik.com, stock.adobe.com, shutterstock.com)  ასევე სხვა სოციალური ქსელებიდან (Facebook, Instagram, Linkedin);
  • ტროლების ნაწილს პროფილზე ერთი და იგივე ფოტოები აქვთ გამოყენებული;
  • 32-დან  24 ყალბ ანგარიშს საცხოვრებლად ამერიკის სხვადასხვა შტატი და ქალაქი აქვს მითითებული;
  • 32-დან 8 სამუშაო ადგილად საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კომპანიას უთითებს;
  • 30-დან 8 ყალბ ანგარიშს სასწავლებლად სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტი აქვს მითითებული;
  • 32-დან  27 ანგარიშს პროფილის ფოტო 2024 წლის 19-23 აპრილს, 5 ანგარიშს კი 2024 წლის 8-10 მაისს აქვს ატვირთული, რაც მათ კორდინაციაზე მიუთითებს;

4 ყალბ ანგარიშს მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდი  “აი პოლიტიკა”, 9-ს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”, ხოლო 6 ანგარიშს “აი მსოფლიო ამბები”.

ყალბი ანგარიში ფოტოს წყარო
1.Nana Abuashvili პროფილის ფოტოდ გამოყენებული აქვს freepik.com-ზე 2021 წელს ატვირთული ფოტო აღწერით “Cheerful beautiful brunette woman”, რომელიც ფოტოგრაფ bristekjegor-ს აქვს ატვირთული. ყალბ ანგარიშს საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ფენიქსი, არიზონა. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 22 აპრილს.

ხარება

ხარება
2. Lela Sonidze პროფილის ფოტოდ, “ნანა აბუაშვილის” მსგავსად გამოყენებული აქვს freepik.com-ზე 2021 წელს ატვირთული ფოტო აღწერით “Cheerful beautiful brunette woman”, რომელიც ფოტოგრაფ bristekjegor-ს 

აქვს გამოქვეყნებული. “ნანა აბუაშვილისგან” განსხვავებით, “ლელა სონიძე”, საქართველოში ცხოვრობს, დასაქმებულია Alta • ალტა-ში, სასწავლებლად კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University აქვს მითითებული. პროფილის ფოტო ამ ანგარიშს 23 აპრილს აქვს ატვირთული.

ხარება

2 | mythdetector.com
3. Mariam Gabruashvili პროფილის ფოტოდ, “ნანა აბუაშვილისა” და “ლელა სონიძის”  მსგავსად გამოყენებული აქვს freepik.com-ზე 2021 წელს ატვირთული ფოტო აღწერით “Cheerful beautiful brunette woman”, რომელიც ფოტოგრაფ bristekjegor-ს აქვს გამოქვეყნებული. მარიამ გაბრუაშვილი, ნანა აბუაშვილის მსგავსად ფენიქსში, არიზონაში ცხოვრობს. პროფილის ფოტო გამოქვეყნებული აქვს 21 აპრილს.

ხარება

ხარება
4. Maia Yoniashvili იყენებს Freepik.com-ზე არსებულ ფოტოს, რომელიც უკრაინელმა მომხმარებელმა Diana Grytsku-მ გამოაქვეყნა. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ბურბანკი, კალიფორნია. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 21 აპრილს.  მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდი აი მსოფლიო ამბები.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad4.4 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad4 | mythdetector.com
5. Diana Amiranashvili მომხმარებელ Maia Yoniashvili-ს მსგავსად, იყენებს Freepik.com-ზე არსებულ ფოტოს, რომელიც უკრაინელმა მომხმარებელმა Diana Grytsku-მ გამოაქვეყნა. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ფინიქსი, არიზონა. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 19 აპრილს.  მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდი საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”.

ხაბერა

ხარება
6. Maiko Okruashvili პროფილის ფოტოდ გამოყენებული აქვს freepik.com-ზე გამოქვეყენებული ფოტო, რომელიც მომხმარებელმა senivpetro-მ 2019 წლის 4 აპრილს ატვირთა. საცხოვრებელ ქალაქად მითითებული აქვს ლოს ანჯელესი, კალიფორნია. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 22 აპრილს. მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდი გვერდი აი მსოფლიო ამბები.

ხარება

ხარება
7. Mzia Tsiklauri აღნიშნული პროფილი მომხმარებელ Maiiko Okruashvili-ს იდენტურ ფოტოს იყენებს, რომელიც freepik.com-ზე მომხმარებელმა senivpetro-მ 2019 წლის 4 აპრილს ატვირთა. საცხოვრებელ ქალაქად მითითებული აქვს თბილისი, საქართველო, სამუშაო ადგილად – პეისერა ბანკი, ხოლო სასწავლებლად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 22 აპრილს.

მოწონებული აქვს გვერდი აი მსოფლიო ამბები.

ხარება

ხარება
8. Nini Samsonia იყენებს  freepik.com-ზე 2019 წელს გამოქვეყნებულ ფოტოს. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ორლანდო, ფლორიდა. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 21 აპრილს.

ხარება

ხარება
9. Khatia Tumanishvili “ნინი სამსონიას” მსგავსად, იყენებს  freepik.com-ზე 2019 წელს გამოქვეყნებულ ფოტოს. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ფენიქსი, არიზონა. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 19 აპრილს.

ხარება

ხარება
10. კატერინა ალექსანდრიდი იყენებს shutterstock.com-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს სან დიეგო, კალიფორნია. ყალბ ანგარიშს პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 23 აპრილს. მოწონებული აქვს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”.

ხარება

ხარება
11. Gvanca Gogichaishvili მომხმარებელ კატერინა ალექსანდრიდის იდენტურად, იყენებს shutterstock.com-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს მანჰეტენი, ნიუ იორკი. პროფილის ფოტო გამოქვეყნებული აქვს 2024 წლის 19 აპრილს.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad11.11 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad11 | mythdetector.com
12. Natia Vachrishvili იყენებს freepik.com-ზე 2019 წელს გამოქვეყნებულ ფოტოს. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს შარლოტი, ჩრდ. კაროლინა. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 20 აპრილს.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad12.12 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad12 | mythdetector.com
13. Mari Beridze იყენებს მოხმარებელ Natia Vachrishvili-ს მსგავსად, იმავე პიროვნების იდენტობას, რომლის სურათიც freepik.com-ზე 2019 წელს გამოქვეყნდა. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ნიუ იორკი. პროფილის ფოტო გამოქვეყნებული აქვს 19 აპრილს.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad13.13 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad13 | mythdetector.com
14. Nana Tatinashvili პროფილის ფოტოდ გამოყენებული აქვს freepik.com-ზე გამოქვეყენებული ფოტო, რომელიც მომხმარებელმა senivpetro-მ 2020 წლის 26 აგვისტოს ატვირთა. საცხოვრებელ ქალაქად მითითებული აქვს ფინიქსი, არიზონა. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 21 აპრილს. მოწონებული აქვს გვერდები: აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad14.14 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad14 | mythdetector.com
15. Tata Ratian იყენებს istockphoto.com-ზე მომხმარებლის golero მიერ 2022 წელს ატვირთულ ფოტოს. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს PCShop.ge, სასწავლებლად – BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. მოწონებული აქვს გვერდები აი პოლიტიკა, აი მსოფლიო ამბები, საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 9 მაისს.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad15.15 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad15 | mythdetector.com
16. Natuka Gigani პროფილის ფოტოდ გამოყენებული აქვს freepik.com-ზე გამოქვეყენებული ფოტო, რომელიც მომხმარებელმა ArthurHidden-მა 2020 წლის 26 სექტემბერს ატვირთა. საცხოვრებელ ქალაქად მითითებული აქვს ორლანდო, ფლორიდა. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 20 აპრილს. მოწონებული აქვს ფეისბუკ  გვერდი აი მსოფლიო ამბები.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad16.16 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad16 | mythdetector.com
17. Tamilla Meskhi იყენებს freepik.com-ზე 2020 წელს ატვირთულ ფოტოს. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს პორტლენდი, ორეგონი, პროფილის ფოტო გამოქვვეყნებული აქვს 19 აპრილს. მოწონებული აქვს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad17.17 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad17 | mythdetector.com
18. Marine Chakhvashvili პროფილზე იყენებს stock.adobe.com-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ორლანდო, კალიფორნია. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 22 აპრილს.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad18.18 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad18 | mythdetector.com
19. Tamta Tiginashvili იყენებს freepik.com-ზე ატვირთულ ფოტოს. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ოსტინი, ტეხასი. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 19 აპრილს.

მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდი საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad19.19 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad19 | mythdetector.com
20. Nino Mekokishvili იყენებს stock.adobe.com-ზე არსებულ ფოტოს, რომელიც მომხმარებელმა Andrea Izzotti-მ გამოაქვეყნა 2021 წლის 23 ოქტომბერს.  საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს თბილისი, საქართველო. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს სარეკლამო კომპანია “ნიანი”, სასწავლებლად კი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 22 აპრილს.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad20.20 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad20 | mythdetector.com
21. Nato Itoshvili იყენებს 2020 წლის დეკემბერში freepik.com-ზე ატვირთულ ფოტოს. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ლოს ანჯელესი, კალიფორნია. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 22 აპრილს. მოწონებული აქვს ფეისბუკ გვერდი საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad21.21 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad21 | mythdetector.com
22. ლია დიღმელაშვილი პროფილზე იყენებს ფეისბუკ გვერდის Uk dating girls for friendship-ის ფოტოს. იდენტური ფოტო ასევე გამოქვეყნებულია 2018 წელს freepik.com-ზე. საცხოვრებელ მისამართად მითითებული აქვს ნიუ იორკი. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 20 აპრილს.  მოწონებული აქვს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad22.22 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad22 | mythdetector.com
23. Tako Lagvilava იყენებს ბლოგერის fairyquadbby-ის ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე აქვს გამოქვეყნებული 2024 წლის 8 მაისს. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს  Public Service Hall / იუსტიციის სახლი, სასწავლებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი / Georgian Technical University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 9 მაისს.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad23.23 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad23 | mythdetector.com
24. ინა ნასარიძე როფილის ფოტოდ გამოყენებული აქვს freepik.com-ზე გამოქვეყნებული ფოტო, რომელიც მომხმარებელმა Freepik-მა 2019 წლის 10 აპრილს ატვირთა. საცხოვრებელ ქალაქად მითითებული აქვს თბილისი, საქართველო, სამუშაო ადგილად – ბელუქსი, ხოლო სასწავლებლად – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 8 მაისს.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad24.24 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad24 | mythdetector.com
25. Keti Tutashvili პროფილის ფოტოდ 22 აპრილს ატვირთული აქვს stock.adobe.com-ზე გამოქვეყნებული ფოტო. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს შარლოტი, ჩრდ. კაროლინა. 

მოწონებული აქვს გვერდები: აი პოლიტიკა და საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad25.25 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad25 | mythdetector.com
26. Valentina Koroshinadze იყენებს სოციალურ ქსელ linkedin.com მომხმარებლის,  Anisha Khanna-ს იდენტობას. სამუშაო ადგილად მითითებული აქვს Travel Diary – ტურისტული კომპანია, სასწავლებლად – თავისუფალი უნივერსიტეტი – Free University. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 10 მაისს.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad26.26 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad26 | mythdetector.com
27. Teona Tatarsabashvili იყენებს freepik.com-ზე 2020 წელს გამოქვეყნებულ ფოტოს. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ფინიქსი, არიზონა. მოწონებული აქვს გვერდი აი მსოფლიო ამბები

ყალბმა ანგარიშმა ფოტო 21 აპრილს ატვირთა.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad27.27 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad27 | mythdetector.com
28. Eva Liparteliani პროფილზე იყენებს freepik.com-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს. საცხოვრებლად მითითებული აქვს ბურბანკი, კალიფორნია. მოწონებული აქვს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 23 აპრილს.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad28.28 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad27 1 | mythdetector.com
29. Maiko Akobia იპარავს რუსი მოდელის, alishanesvat-ის იდენტობას. ყალბ პროფილს საცხოვრებელ ქალაქად თბილისი აქვს მითითებული,  სამუშაო ადგილად ჯიპიაი ჰოლდინგი, ხოლო სასწავლებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University. პროფილის ფოტო გამოქვეყნებულია 10 მაისს. მოწონებული აქვს გვერდი აი პოლიტიკა.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad29.29 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad29 | mythdetector.com
30. Ia Baslandze იყენებს freepik.com-ზე ატვირთულ ფოტოს. საცხოვრებებლად მითითებული აქვს ლოს ანჯელესი, კალიფორნია. პროფილის ფოტო გამოქვეყნებული აქვს 2024 წლის 20 აპრილს.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad30.30 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad30 | mythdetector.com
31. Emily Narimanidze პროფილზე იყენებს freepik.com-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც 2020 წელს პლატფორმის მომხმარებელს senivpetro აქვს ატვირთული. ყალბ ანგარიშს საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს სანტა მონიკა, კალიფორნია. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 21 აპრილს.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad31.31 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad31 | mythdetector.com
32.  Nana Janelidze პროფილზე იყენებს stock.adobe.com-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს ვაშინგტონი. პროფილის ფოტო ატვირთული აქვს 2024 წლის 22 აპრილს.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad32.32 | mythdetector.com

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad32 | mythdetector.com

 

აღსანიშნავია, რომ ყალბი ანგარიშები ერთსა და იმავე ფოტოებს იყენებენ, რაც შესამჩნევია 13 ყალბი ანგარიშის შემთხვევაში. 

მაგალითად,  Nana Abuashvili, Mariam Gabruashvili-ისა და Lela Sonidze-ის პროფილზე გვხვდება freepik.com-ზე 2021 წელს ატვირთული ფოტო აღწერით “Cheerful beautiful brunette woman”.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad33 | mythdetector.com gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad34 | mythdetector.com gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad35 | mythdetector.com

მომხმარებლები Maia Yoniashvili და Diana Amiranashvili იყენებენ Freepik.com-ზე არსებულ ფოტოს, რომელიც თავდაპირველად უკრაინელმა მომხმარებელმა Diana Grytsku-მ გამოაქვეყნა.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad36 | mythdetector.com gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad37 | mythdetector.com

ყალბი ანგარიშები Maiiko Okruashvili, Mzia Tsiklauri, Nini Samsonia, Khatia Tumanishvili  ასევე ერთი და იმავე ფოტოსესიის დროს გადაღებულ ფოტოებს იყენებენ:

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad38 | mythdetector.com gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad39 | mythdetector.com
gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad40 | mythdetector.com gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad41 | mythdetector.com

 

ერთი და იგივე ფოტოები გვხვდება კატერინა ალექსანდრიდი-სა და   Gvanca Gogichaishvili-ის პროფილებზე.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad42 | mythdetector.com gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad43 | mythdetector.com

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფერის მოსაცმელი აცვიათ, Natia Vachrishvili-სა და Mari Beridze-ის ფოტოებზე ასევე ერთი და იგივე ადამიანი გვხვდება, რასაც მის ხელზე არსებული გულის ფორმის ტატუ ადასტურებს.

gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad44 | mythdetector.com gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad45 | mythdetector.com
gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad46 | mythdetector.com gvantsa niu iorkidan nana arizonidan da skhva trolebi kharebas mkhardasatcherad47 | mythdetector.com

“მითების დეტექტორმა” ნოემბერში უკვე გამოავლინა ფეისბუკ გვერდ “არ აგარევინებთ”-თან დაკავშირებული 26 ყალბი ანგარიში, რომლებიც აქციების მონაწილეთა და ორგანიზატორების დისკრედიტაციას ცდილობდნენ, ამევე დროს, ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებდნენ. 26 ყალბი ანგარიში სხვა სოციალურ ქსელებში რეგისტრირებული მომხმარებლების იდენტობას იპარავდა და სანდოობის შესაქმნელად მითითებული ჰქონდათ სხვადასხვა სამუშაო ადგილი და სასწავლებლები.

 ზვიად ხარაზიშვილის შესახებ

ზვიად ხარაზიშვილი თითქმის 30 წელია ძალოვან უწყებებში მუშაობს. შევარდნაძის მმართველობის დროს ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეცრაზმში იყო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სოდის სპეცრაზმში მსახურობდა, მათ შორის, მონაწილეობდა მუხროვანის ამბოხის სპეცოპერაციაში.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ხარაზიშვილი თავდაპირველად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი იყო, ხოლო 2021 წელს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. მისი სახელი უკავშირდება 2019 წლის „გავრილოვის ღამეს“, როდესაც აქციის დარბევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, აქციის რამდენიმე მონაწილემ კი დაკარგა თვალი. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური დაასანქცირა.

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist