მცდარია, თითქოს ვაშინგტონის ავიაკატასტროფისას ვერტმფრენს ტრანსგენდერი პილოტი მართავდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
229
VIEWS

31 იანვარს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში (Аргументы и Факты, Ura.news, Topnews) და ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფისას, ვერტმფრენს ტრანსგენდერი ქალი პილოტი მართავდა. გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ეს ადამიანი ჯო ელისია, რომელის სტაჟიორი პილოტი იყო და ვერტმფრენს ქაოტურად მართავდა.  ასევე, აღნიშნულია, რომ ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკა გააკრიტიკა ტრანსგენდერების სამხედრო სამსახურიდან გარიცხვის შესახებ.

ტრანსგენდერი

მტკიცება, თითქოს,  ვაშინგტონში მომხდარი ავიაკატასტროფისას, ვერტმფრენს ტრანსგენდერი ქალი პილოტი – ჯო ელისი მართავდა, დეზინფორმაციულია. შემთხვევას ელისი ფეისბუკზე ვიდეოთი გამოეხმაურა, რითაც დაადასტურა, რომ ცოცხალია და ეკიპაჟის წევრი არ ყოფილა.

ჯო ელისი ტრანსგენდერი პილოტია ვირჯინიის არმიის ეროვნულ გვარდიაში და ის ავიაკატატროფისას ბორტზე არ ყოფილა. ის ამ პროფესიაში უკვე 15 წელია მუშაობს. ელისი აღნიშნულ ფაქტს ფეისბუკზე გამოეხმაურა. მან ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ამბობს, რომ ის ეკიპაჟის წევრი არ ყოფილა და ცოცხალია. 

ჯო ელისი, პილოტი: „მესმის, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ვაშიგტონში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დამაკავშირა და ეს ტყუილია. ამ შემთხვევის რაიმე სახის პოლიტიკურ დღის წესრიგთან მიბმა შეურაცხმყოფელია ოჯახებისთვის. ისინი ამას არ იმსახურებენ. არც მე ვიმსახურებ.”

mtsdaria thithqos vashingtonis aviakatastrophisas vertmphrens transgenderi piloti marthavda1 | mythdetector.com
წყარო: ჯო ელისის ფეისბუკ-ანგარიში

ამ თემაზე სტატია არაერთმა საერთაშორისო მედიამ მოამზადა (nytimes.com, cnn.com, newsweek.com, independent.co.uk).

აღნიშნული მტკიცება აქტიურად მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში მომხდარი ავიაკატასტროფა ე.წ. D.E.I. პროგრამებს დაუკავშირა. ეს პროგრამები მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მრავალფეროვნების, ინკლუზიურობის და თანასწორობის გაზრდას სამუშაო ადგილებში.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ამ პროგრამებმა რაიმე როლი შეასრულეს აღნიშნულ ავიაკატასტროფაში.

30 იანვარს რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk-ი. შეჯახების შედეგად, ორივე ბორტზე მყოფი 67-ვე ადამიანი დაიღუპა. American Airlines-ის თვითმფრინავს ჯონათან კამპოსი მართავდა, ხოლო ვერტმფრენ Black Hawk-ის პილოტი რებეკა ლობახი იყო. არცერთ მათგანზე არ იძებნება ინფორმაცია, რომ ისინი ტრანსგენდერები იყვნენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist