რა ვიცით ვირჯინიის სკოლაში მომხდარ ძალადობის შემთხვევასა და ტრანსგენდერი მოსწავლეების უფლებებზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

42
VIEWS

24 ივნისს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია POSTV-ის გადაცემაში, “ლიბერალიზმის ანატომია”, წამყვანმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ აშშ-ში, ვირჯინიის შტატში 15 წლის ტრანსგენდერი, ბიოლოგიური ბიჭი, რომელსაც კაბა ეცვა, გოგონების საპირფარეშოში შევიდა და 14 წლის გოგო გააუპატიურა. წამყვანის მტკიცებით, ეს ბიჭი დააკავეს, თუმცა მალევე გამოუშვეს, რის მიზეზადაც თავადვე დაასახელეს არასრულწლოვანი ტრანსგენდერების მიმართ ლოიალური პოლიტიკის გატარება. ახვლედიანის განცხადებით ეს ამბავი იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ლგბტ პოლიტიკას ატარებს, რის შედეგადაც მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა “საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანგენდერი მოსწავლეებისათვის იმ საპირფარეშოებით სარგებლობის უფლების მინიჭება, რომელ სქესსაც მიაკუთვნებს თავს ეს უკანასკნელი”.

ra vitsith virjiniis skolashi momkhdar dzaladobis shemthkhvevasa da transgenderi mostsavleebis uphlebebze რა ვიცით ვირჯინიის სკოლაში მომხდარ ძალადობის შემთხვევასა და ტრანსგენდერი მოსწავლეების უფლებებზე?

გიორგი ახვლედიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. სინამდვილეში, ნახსენები დამნაშავე ტრანსგენდერი არ არის. ასევე, დანაშაულის ჩადენისას სკოლაში არ არსებობდა წესი, რომელიც უფლებას აძლევდა ტრანსგენდერებს ნებისმიერი საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას, კანონი მოგვიანებით მიიღეს. სასამართლოს განაჩენით კი მოძალადეს ციხის მაგივრად მიესაჯა ჩაკეტილ, სამკურნალ დაწესებულებაში მკურნალობა, რაც მსხვერპლების და მათი ოჯახის წევრების სურვილი იყო. 

ახვლედიანი თავის განცხადებაში გულისხმობს ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ სკოლაში 2021 წლის მაისში მომხდარ მოვლენას, როდესაც ქალების საპირფარეშოში, კაბაში გამოწყობილმა 14 წლის მამრობითი სქესის მომზარდმა მეცხრე კლასელი გააუპატიურა. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქვეყანაში და არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა დეტალები გამოძიების და სასამართლოს მიმდინარეობას დადგინდა და სრული ინფორმაცია NY Times-მა გამოაქვეყნა. ახვლედიანი მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც ამბობს, რომ დამნაშავე ტრანსგენდერი იყო. მართალია ახალგაზრდას დანაშაულის ჩადენის მომენტში კაბა ეცვა, მაგრამ ის არ იდენტიფიცირდებოდა, როგორც ტრანსგენდერი ან ლგბტქ+ რომელიმე სხვა თემის წარმომადგენელი.  მოზარდის მასწავლებლების მტკიცებით ის მამრობითი სქესის ნაცვალსახელებს იყენებდა და სხვებისგანაც ითხოვდა ასე მიემართათ. მისი დედის განცხადებით, მის შვილს რთული და პრობლემური ხასიათი ქონდა და ისიც უთხრა, რომ სურდა განსხვავებული ცხოვრების სტილი ეცადა, რაც ზოგჯერ ქალების ტანსაცმლის ჩაცმასაც გულისხმობდა, თუმცა ის არ არის ტრანსგენდერი და მასთან დაკავშირებული ყველა პიროვნება მას იცნობდა როგორც ჰეტეროსექსუალს.  

გიორგი ახვლედიანის მსგავსად ის ფაქტი, რომ დამნაშავეს კაბა ეცვა, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს შეერთებულ შტატებშიც. მაგალითად, ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა გადაცემაში განაცხადა, რომ “კაბაში გამოწყობილმა “თვით გამოცხადებულმა” ტრანსგენდერმა ბიჭმა მეცხრე კლასელი ქალი ქალების საპირფარეშოში გააუპატიურა”. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კაბა მოძალადემ გამოიყენა ქალების საპირფარეშოში შესვლის უფლების მოსაპოვებლად, რაც იმ კანონების ბრალია, რომელიც ტრანსგენდერებს აძლევთ მათი არაბიოლოგიური სქესის აბაზანების გამოყენების შესაძლებლობას. თუმცა, სინამდვილეში იმ დროისთვის სკოლაში მსგავსი კანონი არ მოქმედებდა და შესაბამისად, ტრანსგენდერებსაც არ ჰქონდათ იმ საპირფარეშოებში შესვლის უფლება, რომელიც მათ ბიოლოგიურ სქესს არ მიეკუთვნებოდა. გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ მოძალადე და დამნაშავე ერთმანეთს იქამდეც ხვდებოდნენ და წარსულში ქალების აბაზანაში კონსენსუალური სექსუალური ურთიერთობა ქონიათ. დანაშაულის ჩადენის დღეს, ისინი სატელეფონო მიმოწერით შეთანხმდნენ, რომ კვლავ ჩუმად შეხვდებოდნენ ქალთა საპირფარეშოში, სადაც დამნაშავემ მას შესთავაზა სექსუალური კავშირის დამყარება, რაზეც უარი მიიღო. საპასუხოდ, არასრულწლოვანმა ძალა იხმარა და ახალგაზრდა ქალი გააუპატიურა. 

დამნაშავე დანაშაულის ჩადენის დღესვე დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, იქამდე სანამ სასამართლო გამოიტანდა განაჩენს. მოზარდს აეკრძალა სკოლაში დაბრუნება, რის გამოც ის იმავე რეგიონის სხვა სკოლაში გადაიყვანეს, სადაც 2021 წლის ოქტომბერში, მან კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა. კერძოდ, მან თანაკლასელი ახალგაზრდა ქალი ცარიელ საკლასო ოთახში შეათრია და სექსუალურად იძალადა, თუმცა ამ შემთხვევაში გაუპატიურებამდე საქმე არ მისულა. სასამართლო პროცესი ორივე საქმის შესახებ რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდა და საბოლოო განაჩენი 2022 წლის იანვარში იქნა გამოტანილი, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს დაევალა სექსუალური დამნაშავეების რეესტრში დარეგისტრირება და ჩაკეტილ, საცხოვრებელ სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობა, სანამ ის სრულწლოვან ასაკს მიაღწევს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მოძალადის ფსიქოსექსუალური და ფსიქოლოგიური შეფასებების საფუძველზე გამოიტანა. აღსანიშნია, რომ როგორც დანაშაულის მსხვერპლებმა, ისე მათი ოჯახის წევრებმა სასამართლოს ბოლო მოსმენაზე განაცხადეს, რომ მათ სურდათ დამნაშავეს მიეღო საჭირო დახმარება, რის შედეგადაც გადაწყდა კიდეც მისი გაგზავნა იზოლირებულ  სამკურნალო დაწესებულებაში და არა ციხეში. 

რაც შეეხება კანონს, რომელზეც გადაცემაშია საუბარი, ის ტრანსგენდერ მოსწავლეებს აძლევს საშუალებას აირჩიონ ნაცვალსახელი, რომლითაც სხვებმა უნდა მიმართონ, ასევე მიიღონ მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებში იმ გენდერულ ჯგუფში, რომელსაც თავს მიაკუთვნებენ და გენდერული იდენტობის მიხედვით გამოიყენონ საპირფარეშოები და გამოსაცვლელი ოთახები. ის ვირჯინიის შტატში დაინიცირდა და ლოუდონის რაიონის სკოლის საბჭომ (რაიონი, რომელსაც ეკუთვნის სკოლა, სადაც მოხდა დანაშაული) ოდნავ მოგვიანებით, 2021 წლის 11 აგვისტოს დაამტკიცა. ყველა სტუდენტისა და მათი მშობლების ინტერესების დაცვის მიზნით, კანონში ჩამატებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც იმ მოსწავლეებს, რომელთაც სურთ მეტი უსაფრთხოებისა და პირადი სივრცის ქონა, სკოლამ უნდა შესთავაზოს ალტერნატიული საპირფარეშო და გამოსაცვლელი ოთახები. შესაბამისად შენობაში უნდა იყოს, როგორც გენდერულად ინკლუზიური, ისე მხოლოდ ერთ პიროვნებაზე გათვლილი ობიექტები.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist