უკავშირდება თუ არა თარჯიმნის გამომეტყველება ტრამპის განცხადებას ძველ რომზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ტრამპი
5.4k
VIEWS

2025  წლის 8 ივნისს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუკ-ანგარიშებმა (1, 2) გაავრცელეს ფოტო და ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესახებ, რომლის მიხედვითაც ფოტოზე გამოსახულია იტალიელი თარჯიმნის გაკვირვებული სახე, მას შემდეგ, რაც ტრამპმა იტალიის პრეზიდენტს უთხრა, რომ  აშშ და იტალია ძველი რომიდან მოკავშირეები არიან.

ტრამპი

ტრამპის ციტატა ძველ რომთან დაკავშირებით კონტექსტის გარეშე ვრცელდება, ხოლო თარჯიმნის ფოტო მის განცხადებასთან კავშირში არ არის. ტრამპი ძველ რომს ახსენებს პრესკონფერენციაზე, სადაც თარჯიმანი საერთოდ არ იმყოფება. მისი თქმით, აშშ-სა და იტალიას საერთო პოლიტიკური და კულტურული მემკვიდრეობა აკავშირებთ, რომელიც ძველი რომიდან მოდის.

2019 წლის 16 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში შეხვდა  იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას. ოვალურ კაბინეტში ასევე იმყოფებოდა ელისაბეტა სავინ ულმანი, რომელიც შეხვედრის განმავლობაში დონალდ ტრამპის საუბარს უთარგმნიდა სერჯო მატარელას.

ტრამპი შეხვედრის დასაწყისში ყურადღებას ამახვილებს აშშ-ს და იტალიის დიდ ხნიან ურთიერთობებზე, მაგრამ ის არ ახსნებს კავშირს ძველ რომთან.

დონალდ ტრამპი (00:50): “We’ve had a great relationship with Italy for a long time, I don’t think it’s ever been closer than it is now. We have won a $7.5 billion award from, as you know — I guess it’s been pretty big news… For a long time, they’ve been taking advantage of the United States.” („ჩვენ იტალიასთან დიდი ხანია შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს არა მგონია, ოდესმე ასე ახლოს ყოფილიყო, როგორც ახლაა. ჩვენ მოვიგეთ 7.5 მილიარდი დოლარის ჯილდო, როგორც იცით – ვფიქრობ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია… დიდი ხნის განმავლობაში ისინი შეერთებული შტატების უპირატესობით სარგებლობდნენ.“).

ტრამპი

იტალიელი თარჯიმანი შეხვედრის განმავლობაში უსმენს დონალდ ტრამპის საუბარს და ჩანიშვნებს აკეთებს. გავრცელებულ ფოტოზე მისი ბუნებრივი სახის გამომეტყველებაა და ამას ხშირად ვხედავთ შეხვედრის განმავლობაში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის დაკავშირებული იყოს საუბრის შინაარსთან. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, თარჯიმანთან ტრამპს ძველი რომი არ უხსენებია.

ტრამპი ტრამპი

ოვალურ კაბინეტში შეხვედრის შემდეგ აშშ-სა და იტალიის პრეზიდენტებმა გამართეს პრესკონფერენცია, სადაც ტრამპი აჯამებს მატარელსთან შეხვედრის საკითხებს და აღნიშნავს, რომ ამერიკასა და იტალიას აქვთ საერთო კულტურულ მემკვიდრეობა, რომელიც ძველი რომიდან მომდინარეობს.

ტრამპი

დონალდ ტრამპი (00:46) : “The United States and Italy are bound together by a shared cultural and political heritage dating back thousands of years to Ancient Rome. Over the centuries, the Italian people have blessed our civilization with magnificent works of art, science, philosophy, architecture, and music”(„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იტალიას ერთმანეთთან აკავშირებს საერთო კულტურული და პოლიტიკური მემკვიდრეობა, რომელიც ათასობით წლით თარიღდება, ძველი რომიდან მოყოლებული. საუკუნეების განმავლობაში იტალიელ ხალხს ჩვენი ცივილიზაციისთვის შეუწირავს მრავალი ბრწყინვალე ნამუშევარი ხელოვნების, მეცნიერების, ფილოსოფიის, არქიტექტურისა და მუსიკის სფეროში.“).

 აღსანიშნავია, რომ ტრამპის ციტატის ინტერპრეტირება და თარჯიმნის გამომეტყველებასთან დაკავშირება 2019 წელს ტვიტერ (1, 2) ანგარიშების მიერაც ხდებოდა.

ტრამპი

ამას გარდა ეს ანგარიშები ამტკიცებდნენ, რომ ტრამპმა იტალიის პრეზიდენტს მოცარელა დაუძახა. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა  ორგანიზაციამ Factcheck.org  მოამზადა სტატია, სადაც მტკიცდება, რომ აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.


მოამზადა შორენა გობაძემ

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, იტალია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist