სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოფაბრიკაცია, რომელშიც ტრამპი პუტინს ემუქრება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

4.9k
VIEWS

23-24 იანვარს Threads-სა (1, 2) და Facebook-ზე (1, 2, 3, 4, 5) გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაემუქრა და ცნობილი დიქტატორების დასასრული შეახსენა. პოსტებს თან ერთვის რუსულად გახმოვანებული ვიდეოც, სადაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი აცხადებს: 

“პუტინი ძლიერი ლიდერია, პატივს ვცემ ამას, მაგრამ ცუდ თამაშებს თამაშობს, ეს კი ყოველთვის ცუდად მთავრდება. ჩვენ ყველას გვახსოვს სადამის, ჩაუშესკოსა და რა თქმა უნდა კადაფის ისტორია, რომელსაც ლომი (რკინის ხელსაწყო) უკანალში გაუკეთეს,  საშინელი სიკვდილი, დიახ ზუსტად ასე მთავრდება”. 

ასევე აღსანიშნავია, რომ კადრებზე ჩანს რუსული სამთავრობო მედია Россия 1-ის ლოგო და ზოგიერთი ანგარიშის მტკიცებით, აღნიშნული ვიდეო პირველად სწორედ ამ არხის ეთერში გამოჩნდა.

ტრამპი

გავრცელებული ვიდეო, რომელშიც დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ემუქრება, რეალური არაა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითაა შექმნილი. ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ტრამპმა მსგავსი განცხადება გააკეთა. ამასთანავე, აღნიშნული ვიდეო არ იძებნება არც Россия 1-ზე.

“მითების დეტექტორმა” ღია წყაროებში ვერ მიაგნო ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა, რომ ტრამპი მართლაც დაემუქრა პუტინს და ურჩია მას არ გაიზიროს სადამ ჰუსეინის, ჩაუშესკუსა და კადაფის ბედი. აღნიშნული მტკიცება, ისევე როგორც ვიდეო, მხოლოდ სოციალურ ქსელებში ვრცელდება

  • საიდან გავრცელდა ვიდეო?

აშშ-ს პრეზიდენტის ამ ვიდეოს ყველაზე ძველ ვერსიას ტელეგრამზე მივაკვლიეთ.  კერძოდ, 23 იანვრის 20:43 წუთზე, ის აიტვირთა უკრაინულ ტელეგრამ არხზე “БАЗА, це Хʼюстон” (ბაზა, ეს ჰიუსტონია).

21:05-ზე აღნიშნულ არხზე გავრცელდა იგივე ვიდეო, რუსული თარგმანის გარეშე, აღწერით “გთავაზობთ ტრამპის მიმართვის ორიგინალს. რათა არ იფიქროთ, რომ ეს არის დიფფეიქი”. ამის მიუხედავად, უკრაინული წყაროების მტკიცებით, გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა  შექმნილი, მისი პირველწყარო კი “БАЗА, це Хʼюстон”-ია, რომელიც სწორედ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქმნის კონტენტს. ამას ადასტურებს ტელეგრამ არხზე განთავსებული ინფორმაციაც. კერძოდ, იქ ვკითხულობთ, რომ “არხი სიახლეებზე კრეატიული ტექნოლოგიების დახმარებით რეაგირებს” და ისინი ქმნიან მისალოც ვიდეოებს ცნობილი ადამიანების გამოსახულებით, შემოსულ თანხებს კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემენ. არხის აღწერაში ასევე განთავსებულია მათი ვებ-საიტის ლინკიც, რომლის მთავარ გვერდზე გვხვდება წარწერა: “ჩვენ ვაკეთებთ მაგარ დიფფეიქებს”. საიტზევე შესაძლებელია სასურველი დიფფეიქ ვიდეოს შეკვეთაც. 

ტრამპი
ტელეგრამ არხზე გაკეთებული აღწერა
ტრამპი
“БАЗА, це Хʼюстон”-ის საიტის მთავარი გვერდი
  • გავიდა თუ არა ვიდეო რუსულ არხზე?

“მითების დეტექტორმა” ასევე სცადა გადაემოწმებინა ინფორმაცია, მართლა გაუშვეს თუ არა აღნიშნული ვიდეო Россия 1-ის ეთერში. ამისთვის, ჩვენ ვუყურეთ 19-23 იანვარს არხზე გასული ახალი ამბების ყველა სექციას, თუმცა ეს კადრები არსად ფიქსირდება. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, ქვედა ნაწილში ჩანს მოძრავი ტიტრები, სადაც ვკითხულობთ გადაცემის ანონსს. უფრო კონკრეტულად, აქ წერია: “ძვირფასო ტელემაყურებლებო! 22:20 საათზე უყურეთ გადაცემა “კვირა საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან ერთად” სპეციალურ გამოშვებას”. 

ტრამპი

ნახსენები სოლოვიოვის გადაცემა, Россия 1-ზე კვირაში რამდენჯერმე, საღამოს საათებში გადის და მას “საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან” ჰქვია, თუმცა კვირა დღეს გასულ გადაცემებს მოიხსენიებენ, როგორც “კვირა საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან ერთად”, რაც მიანიშნებს, რომ ტრამპის ვიდეო კვირა დღეს უნდა გასულიყო ეთერში, თუმცა, არხზე არც 12 და არც 19 იანვრის ახალი ამბების სეგმენტში აღნიშნული ვიდეო არ უჩვენებიათ.

ტრამპი
გადაცემის “საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან ერთად” ჩანაწერები

არქივი: 1, 2, 3, 4.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist