ტიმურ მინდიჩის სახლში ლუვრიდან მოპარული სამკაულები არ აღმოუჩენიათ 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ტიმურ მინდიჩი
110
VIEWS

19 ნოემბერს ქართულ და რუსულენოვანმა (1; 2; 3; 4) ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი ბიზნესპარტნიორის, ტიმურ მინდიჩის სახლის ჩხრეკის დროს ლუვრიდან მოპარული ნივთები აღმოაჩინეს. პოსტების მიხედვით, ჩხრეკა უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) ჩაატარა, ქვეყნის ენერგო სექტორში არსებული კორუფციის გამოძიების ფარგლებში და მოპარული ნივთები (ყელსაბამი და საყურეები) შემთხვევით აღმოაჩინეს. პოსტებს თან ახლავს ვიდეოც, რომელზეც NABU-ს ლოგოებია დატანილი და ასახავს გამოძიებისა და ჩხრეკის დეტალებს. ერთ-ერთ კადრში კი გვხდება საკმაულის ფოტო, რომელიც. ვიდეოს მიხედვით, ლუვრიდან მოპარული ნივთია და ნაპოლეონ ბონაპარტის მეუღლეს, მარი ლუიზას ეკუთვნოდა.    

ინფორმაცია ასევე გამოაქვეყნეს კრემლისტურმა მედიასაშუალება ცარგრადმა , ასევე, Life.ru-მ და ridus.ru-მ

ტიმურ მინდიჩი

ტიმურ მინდიჩი

მტკიცება, თითქოს ტიმურ მინდიჩის სახლში ლუვრიდან მოპარული ნივთები აღმოაჩინეს, დეზინფორმაციულია. NABU-მ აღნიშნული ინფორმაცია მედიასთან კომუნიკაციისას უარყო და ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებული ვიდეო მათ არ ეკუთვნით. ამასთანავე, კადრებში ნაჩვენები სამკაული რეალურისგან განსხვავდება და სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის შექმნილი. 

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით, მიმდინარე თვეში მათ გამოავლინეს ქვეყნის ენერგო სექტორში არსებული დიდი კორუფციული სქემა, რისი საშუალებითაც მასში მონაწილე პირებმა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი მიითვისეს. გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილების სახლებში NABU-მ არაერთი ჩხრეკა ჩაატარა. შემდგომში გამოვლინდა, რომ საქმის მონაწილე ერთ-ერთი პირი, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი ტიმურ მინდიჩია. ინფორმაცია, თითქოს მისი სახლის ჩხრეკისას ლუვრიდან მოპარული სამკაულები აღმოაჩინეს, აქტიურად გავრცელდა რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში, მათ შორის X-ზე. თუმცა, საინტერესოა, რომ მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა არცერთ რეპუტაციულ უკრაინულ თუ დასავლურ მედიაში. ინფორმაცია არ დასტურდება არც NABU-ს მიერ სოციალური ქსელებისა თუ საიტის მეშვეობით გავრცელებული ცნობებით.

ფრანგული გამოცემა France 24-ის ფაქტების გადამმოწმებელი განყოფილება დეტალებისათვის დაუკავშირდა NABU-ს, რომლის წარმომადგენლის განცხადებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მათ მინდიჩის სახლში მსგავსი ნივთი არ უპოვიათ. ბიურომ ასევე დაადასტურა, რომ გავრცელებულ ვიდეოს მათთან კავშირი არ აქვს და შესაბამისად ლოგო მათი თანხმობის გარეშე, ამბის გასაყალბებლად არის გამოყენებული. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ვიდეოში ნაჩვენები სამკაული რეალურისგან განსხვავდება და სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი. ფრანგული მედიის ანალიტიკოსების შეფასებით, კადრში რამდენიმე უზუსტობა შეინიშნება: ნამდვილი სამკაულის ზურმუხტის თვლებს ცრემლის ფორმა აქვს, ვიდეოში კი მრგვალი. ასევე, მათ შორის მდებარე დეკორაციული ფორმები, ბრილიანტის 5 ნაწილისგან შედგება, ვიდეოში ნაჩვენები ნივთი კი- 4 ბრილიანტისგან.

ტიმურ მინდიჩი
წყარო: France 24

გავრცელებული ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის რომელიმე მედიასაშუალების მიერ არის შექმნილი. ხმა, რომელიც ვიდეოში გვესმის, InVID & WeVerify-ის ხელსაწყოში ჩაშენებული აუდიო დეტექტორის Hiya-ს დახმარებით გავაანალიზეთ. მიღებული შედეგის მიხედვით, ის, მაღალი ალბათობით, (89%) ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

ტიმურ მინდიჩი
სქრინშოტი: InVID

“მითების დეტექტორმა” გასულ თვეში გადაამოწმა Charlie Hebdo-ს გაყალბებული გარეკანი, რომელიც ლუვრის ძარცვას ვოლოდიმირ ზელენსკის უკაშირებდა. ვრცლად იხილეთ ჩვენს მასალაში:

არქივი: 1; 2; 3;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist