ვიდეომანიპულაცია, თითქოს ტიხანოვსკი აღიარებს, რომ ხალხის ფულით საათი და ყურსასმენი შეიძინა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ტიხანოვსკი
1.5k
VIEWS

8-11 აგვისტოს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1;2;3;4;5) გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მყოფი ბელარუსი ოპოზიციონერი, სერგეი ტიხანოვსკი ამბობს, რომ მან ბელარუსი ხალხის მიერ გადარიცხული ათასი ევროს ოდენობის თანხით, რომელიც მას ალექსანდრ ლუკაშენკოს საწინააღმდეგო კამპანიისთვის უნდა გამოეყენებინა, საათი და ყურსასმენები შეიძინა.

ტიხანოვსკი

სერგეი ტიხანოვსკის ინტერვიუს ნაწყვეტი მანიპულაციურად ვრცელდება და მიზნად პოლიტიკოსის დისკრედიტაციას ისახავს. როგორც სრული ინტერვიუდან ჩანს, ტიხანოვსკიმ ნამდვილად აღიარა, რომ 200 ათასი ევროდან მხოლოდ ათასი ევროს შეგროვება შეძლო, თუმცა შეგროვებული თანხით საათისა და ყურსასმენების შეძენის შესახებ იხუმრა. ვიდეოს ის ნაწილი, რომელშიც ამბობს, რომ ხუმრობს, გავრცელებულ მონაკვეთში მოჭრილია.  

7 აგვისტოს ტელეკომპანია БЕЛСАТ-ის საინფორმაციო გამოშვებაში БЕЛСТАТ NEWS ბელარუსმა ოპოზიციონერმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა, სერგეი ტიხანოვსკიმ  წარსულ გამოცდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში ტიხანოვსკის მისი გეგმის შესახებაც ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსს ე.წ. “ლუკაშიზმის” საწინააღმდეგო კამპანიისთვის 200 ათასი ევრო უნდა შეეგროვებინა. ტიხანოვსკიმ განაცხადა, რომ პირველი “მძლავრი დარტყმა” გაუქმდა, რადგან მან ბელარუსებისგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ დაინახა. 

მე ძლიერი დარტყმის მიყენების წინადადებით გამოვედი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ საკითხში მხარდაჭერა ვერ დავინახე, ბელარუსებმა თქვეს, რომ ჩვენ ეს უკვე გამოვიარეთ, უკვე ბევრჯერ მოგვატყუეს და გვჭირდება გასაგები და კონკრეტული გეგმები, ამიტომ ეს დარტყმა გადაიდო, გაუქმდა. როგორ შემიძლია მისი მიყენება რაიმე რესურსის გარეშე?  აბსოლუტურად არანაირად”.

ტიხანოვსკიმ ასევე განაცხადა, რომ მიზნად დასახული 200 ათასი ევროდან მხოლოდ ათასი ევროს მოგროვება შეძლო. წამყვანების კითხვაზე, თუ სად წაიღო ოპოზიციონერმა შეგროვილი თანხა, მან პასუხად თქვა, რომ საათი და ყურსასმენები შეიძინა, თუმცა დაამატა, რომ ხუმრობდა

წამყვანი: “თქვენ აპირებდით 200 ათასის შეგროვებას, დღეისათვის რამდენი შეაგროვეთ?”

სერგეი ტიხანოვსკი: “ამ მომენტისთვის, ათასი ევრო შევაგროვეთ.

წამყვანი: “და დღევანდელი დღის მონაცემებით?”

ტიხანოვსკი: “დღევანდელი მონაცემებით თანხას აღარ ვაგროვებთ”

წამყვანი: “უკვე შეგროვებულ თანხას რა ბედი ეწია?”

ტიხანოვსკი: “საათი და ყურსასმენები შევიძინე. ვხუმრობ, რა თქმა უნდა.”

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოებში ტიხანოვსკის პასუხის ბოლო სიტყვები მოჭრილია, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მან შეკითხვას სერიოზულად უპასუხა და ხალხისგან შეგროვებული თანხით საათი და ყურსასმენი შეიძინა. ვიდეოს ამგვარი ფორმით გავრცელების მიზანი პოლიტიკოსის დისკრედიტაციაა მისდამი საზოგადოების ნდობის შესამცირებლად. 

“ლუკაშიზმთან” ბრძოლისთვის თანხის შეგროვების თხოვნა სერგეი ტიხანოვსკიმ საკუთარ იუთუბ არხზე (Страна для жизни) 1 ივლისს გააჟღერა. ამავე ვიდეოში ტიხანოვსკიმ განაცხადა, რომ გუნდის ახალ წევრებს ეძებდა, რათა ციხიდან ახლადგამოსულს  ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა განეახლებინა და ბელარუსი ახალგაზრდებისთვის მოტივაცია მიეცა. БЕЛСАТ- თან ინტერვიუში პოლიტიკოსმა სწორედ ამ გეგმის ჩავარდნის შესახებ განაცხადა. 

არქივის ბმულები: 1, 2, 3


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელორუსი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist