თურქეთზე ნიკა გვარამიას განცხადება მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ნიკა გვარამია
163
VIEWS

20-21 აგვისტოს სამთავრობო ტელევიზია POSTV-მ, გამოცემებმა TIA.ge, For.ge-მ, ,,რეპორტიორმა” და ,,რეზონანსნიუსმა”, ასევე მედიაჰოლდინგმა ,,კვირამ”,  პოლიტიკური პარტია ,,ახალის” ლიდერის, ნიკა გვარამიას ციტატა გაავრცელეს. აღნიშნულ მედიებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გვარამიამ ანტითურქული განცხადება გააკეთა, კერძოდ კი ზუგდიდში პარტიის ოფისის გახსნაზე თქვა: ,,ეს არის ადგილი, რომელიც, რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში და ხდება ბევრი, ხდება ხშირად, ხდება სამწუხაროდ – არასდროს, არც ერთი მილიმეტრით, არც ერთი ნაბიჯით, არ გადასულა ერთიანი საქართველოს მაგისტრალიდან და არასდროს წასულა არც რუსეთისკენ, არც თურქეთისკენ, თურქეთს ვგულისხმობ ისლამურ თურქეთს”.

მედია TIA.ge-ს სიახლე ფეისბუქზე ისევ აქვს გაზიარებული, თუმცა ბმულზე გადასვლისას ის აღარ იძებნება. 

 ნიკა გვარამია  ნიკა გვარამია

მედიები ნიკა გვარამიას ციტატას მანიპულაციურად ავრცელებენ. მათ არ გამოაქვეყნეს პოლიტიკოსის სიტყვის ის ნაწილი, რომელშიც გვარამია საკუთარ ნათქვამს აზუსტებს და განმარტავს, რომ არა თანამედროვე თურქეთზე, არამედ ოსმალეთის იმპერიაზე საუბრობს. 

20 აგვისტოს ნიკა გვარამია, სამი პარტიისგან შემდგარი კოალიცია ,,ცვლილებებისთვის” სხვა წევრებთან ერთად, ზუგდიდში ახალი ოფისის გახსნაზე იმყოფებოდა. მხარდამჭერებისთვის მიმართვისას ის სამეგრელოს ისტორიულ მნიშვნელობასა და წარსულზე საუბრობს. ერთ-ერთ ეპიზოდში კი პოლიტიკოსი ზუგდიდის შესახებ ამბობს: ,,ეს არის ადგილი, რომელიც, რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში და ხდება ბევრი და ხდება ხშირად, ხდება სამწუხაროდ, არასდროს, არც ერთი მილიმეტრით, არც ერთი ნაბიჯით არ გადასულა ერთიანი საქართველოს მაგისტრალიდან და არასდროს არ წასულა არც რუსეთისკენ, არც თურქეთისკენ, არც… თურქეთს ვგულისხმობ ისლამურ თურქეთს,” – მედიები გვარამიას ციტატის მხოლოდ ამ ნაწილს აქვეყნებენ, თუმცა პოლიტიკოსი სიტყვას აგრძელებს და ამბობს: ,,თურქეთს ვგულისხმობ ისლამურ თურქეთს… ბოდიშით, ოსმალეთის იმპერიას და რომელიმე სხვა დამპყრობლისკენ [არ წასულა]”. 

შესაბამისად, მედიების მიერ ინფორმაციის არასრულად და მანიპულაციურად გავრცელებამ, შესაძლოა, შთაბეჭდილება შექმნას, რომ განცხადება თანამედროვე თურქეთის საწინააღმდეგო ან თურქოფობიური/ისლამოფობიურია.

წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდა. ,,მითების დეტექტორმა” მიმდინარე თვეში არაერთი მანიპულაციური შინაარსის ფოტო და ვიზუალური მასალა გადაამოწმა:

არქივის ბმულები: POSTV, TIA.ge, რეპორტიორი, რეზონანსნიუსი, კვირა, For.ge


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist