თქვა თუ არა ზელენსკიმ, რომ უკრაინას სურს, აშშ-ის შემადგენლობაში ტეხასის ნაცვლად შევიდეს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

Detecting misinformation with a mythdetector
396
VIEWS

26-27 იანვარს რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემებმა – Pravda.ru-მ (1;2) და Царьград-მა, ასევე, რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1;2;3;4;5;6;7;8;9) და ვებ-საიტებმა (1;2;3) გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზადაა, აშშ-ის შემადგენლობაში ტეხასის ნაცვლად შევიდეს. ანგარიშები, გამოცემები და ვებ-საიტები ინფორმაციას უკრაინულ გამოცემა ТСН-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ukraina amerikis shemadgenlobashi tekhasis natsvlad | mythdetector.com ukraina amerikis shemadgenlobashi tekhasis natsvlad1 | mythdetector.com

უკრაინის პრეზიდენტის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება. ვოლოდიმირ ზელენსკის არ უთქვამს, რომ უკრაინას სურს, აშშ-ის შემადგენლობაში ტეხასის ნაცვლად შევიდეს. ყალბია გამოცემა ТСН-ის სახელით გავრცელებული სტატიის სქრინშოტიც. 

სქრინშოტი, რომელსაც ფეისბუქ-მომხმარებლები და რუსული პროპაგანდისტული გამოცემები ეყრდნობიან, გაყალბებულია. ТСН-ის ვებ-საიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის აღნიშნული ციტატა არ იძებნება. სქრინშოტის მიხედვით, სტატიის ავტორი ჟურნალისტი მაქსიმ ჟურაველია, თუმცა, ТСН-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში მსგავსი შინაარსის ციტატა არ გვხვდება. გავრცელებული სქრინშოტი მაქსიმ ჟურაველის მიერ 25 იანვარს დაწერილი სტატიის გაყალბებულ ვარიანტს წარმოადგენს.

ukraina amerikis shemadgenlobashi tekhasis natsvlad2 | mythdetector.com
მარცხნივ: სტატია ТСН-ზე; მარჯვნივ: სტატიის გაყალბებული ვარიანტი

რეალურად, მასალაში საუბარია ვოლოდიმირ ზელენსკის 25 იანვრის საღამოს მიმართვაზე და მოკლედ აჯამებს თემებს, რომლებზეც პრეზიდენტმა ისაუბრა. მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი არაფერს ამბობს ტეხასზე. ფოტო, რომელიც სტატიას ერთვის,ზელენსკის 20 იანვრის მიმართვიდან არის აღებული – უკრაინის პრეზიდენტი აშშ-სა და ტეხასზე არც ამ ვიდეოში საუბრობს.  

 ინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომ უკრაინა მზად არის, აშშ-ის შემადგენლობაში ტეხასის ნაცვლად შევიდეს, ადგილობრივი მედიით და პრეზიდენტის ოფიციალური სოციალური მედიის ანგარიშებით (1;2;3) არ დასტურდება.   

ტეხასის შტატის ხელისუფლებასა და აშშ-ის ფედერალურ მთავრობას შორის წარმოშობილი უთანხმოების მიზეზი მიგრაცია და საზღვრის კონტროლია. მხოლოდ დეკემბერში საზღვარი რეკორდულად ბევრმა, 300 000-ზე მეტმა არალეგალმა გადაკვეთა. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 10 იანვარს შტატის ხელმძღვანელებმა აშშ-ის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს Eagle Pass-ის კონტროლი აუკრძალეს – საზღვრის იმ ნაწილის, რომელსაც მიგრანტების დიდი რაოდენობა გადის. ტერიტორია მოიცავს შელბი პარკს, რომელიც მდინარე რიო გრანდეს გასწვრივ მდებარეობს – ის ამჟამად მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული. 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც ტეხასის სამხედრო დეპარტამენტმა შელბი პარკი “დაიკავა და დაიცვა”, მდინარე რიო გრანდეს მიმდებარედ დედა და ორი ბავშვი დაიხრჩო. შტატის წარმომადგენლები და აშშ-ის ხელისუფლება მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 15 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზენაეს სასამართლოს მიმართა, მიგრანტთა დახრჩობის შესახებ დეტალები წარუდგინა და ჩარევა მოსთხოვა. როგორც ადვოკატი წერს, ტეხასი ბლოკავს საზღვარზე პატრულის წვდომას საგანგებო ვითარებაშიც კი და სამაშველო მისიის შესრულება შეუძლებელი გახადა. 22 იანვარს სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ უფლება მისცა სასაზღვრო პოლიციას, მოეხსნა მავთულხლართები შელბი პარკის მიმდებარედ, თუმცა, როგორც გუბერნატორმა გრეგ ებოტმა დაწერა, “საკითხი არ დასრულებულა” და ბაიდენი საზღვრის უკანონო კვეთის წახალისებაში დაადანაშაულა. გუბერნატორი ამბობს, რომ საზღვრის დაცვასა და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ტეხასის ქონების განადგურებისგან თავდაცვას განაგრძნობს. 

წყაროების შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი Rustem Esedov ანტიუკრაინული შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს. მისი პოსტების ნაწილი ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული

ukraina amerikis shemadgenlobashi tekhasis natsvlad3 | mythdetector.com

ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული მომხმარებელ Bozhok Oleg-ის პოსტებიც, რომელიც ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. 

ukraina amerikis shemadgenlobashi tekhasis natsvlad4 | mythdetector.com

წარსულში ყალბი ინფორმაცია გაუვრცელებია ფეისბუქ-მომხმარებელ Sven SvenSon Kuhn-საც. 

ukraina amerikis shemadgenlobashi tekhasis natsvlad5 | mythdetector.com

არქივი (1;2;3;4;5)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist