თქვა თუ არა ლუკაშენკომ, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს არასდროს აღიარებს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მითების დეტქტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
226
VIEWS

13 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა “კონსერვატიული გვერდი ბნელი უბნელესი” ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ფოტო შემდეგი ციტატით გამოაქვეყნა: “აფხაზეთს და სამაჩაბლოს არასოდეს ვაღიარებ”.

Screenshot 2 9 | mythdetector.com

პოსტი დეზინფორმაციული და შეცდომაში შემყვანია. რეალურად, ლუკაშენკოს მსგავსი განცხადება არასოდეს გაუკეთებია. (onlinephentermine.net) 2022 წლის 2 თებერვალს ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ გამორიცხავდა. წარსულში ლუკაშენკომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება დასავლეთის მხრიდან სანქციების შიშით ახსნა.

7 თებერვალს რუსულმა საინფორმაციო სააგენტო TASS-მა ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვისთვის მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბელარუსის მმართველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავდა. ლუკაშენკომ თქვა, რომ ამას გააკეთებდა, როგორც კი მიხვდებოდა და პრეზიდენტი პუტინი ეტყოდა, რომ ამის საჭიროება იყო.

ლუკაშენკოს განცხადებას კრემლშიც გამოეხმაურნენ. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ დამატებითი სიგნალების საჭიროება არ არსებობდა და მათი მოკავშირე თავად მიიღებდა გადაწყვეტილებას, როცა ამას მიზანშეწონილად მიიჩნევდა.

თავად ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთს და სამაჩაბლოს არასოდეს აღიარებდა საჯაროდ არ გაუკეთებია. მსგავსი შინაარსის სათაურით 2022 წლის 9 თებერვალს რუსულმა მედიამ NSN-მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის სათაურშიც ვკითხულობთ: “კარი დასავლეთით” რატომ არ აღიარებს არასოდეს ლუკაშენკო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს”. სტატიაში ჟურნალისტი ანასტასია ბელიხოვა ბელარუს პოლიტოლოგზე, დმიტრი ბოლკუნეცზე დაყრდნობით წერს, რომ ლუკაშენკო არასდროს აღიარებს აფხაზეთს, ყირიმს და სამხრეთ ოსეთს, რადგან ის ანტირუსულ რიტორიკას აგრძელებს, რათა დასავლეთში მას კვლავ ჩამოართვან ხელი. მასალაში ასევე ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოში 9 თებერვალს წარმოთქმული სიტყვა, როდესაც მან განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტს ლონდონში საიდუმლოდ ხვდებოდა და სწორედ ამ შეხვედრების დამსახურებაა, რომ ლუკაშენკოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ამ დრომდე არ უღიარებია.

Screenshot 3 9 | mythdetector.com

თავად ლუკაშენკომ ოფიციალური მინსკის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს არაღიარების შესახებ 2010 წელს ისაუბრა და თქვა, რომ მზად იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა ეღიარებინა, თუმცა უარი თქვა, რადგან მოსკოვი არ დათანხმდა გაეზიარებინა ის უარყოფითი შედეგები, რაც მსგავს ნაბიჯს დასავლეთის მხრიდან სანქციების სახით მოჰყვებოდა. მანამდე ლუკაშენკოს რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ 2008 წლის ომის შემდეგ გამართულ დსთ-ს სამიტზე დადებული პირობა გაახსენა. აღანიშნავია, რომ 2009 წელს ევროკავშირმა ბელარუსი გააფრთხილა, არ ეღიარებინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა.

მსგავს სიტუაციაში ლუკაშენკო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგაც აღმოჩნდა. თავდაპირველად, ოფიციალური მინსკი დასავლეთის მხრიდან სანქციების შიშის და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან მიღწეული შეთანხმების გამო ყირიმის რუსეთის რუსეთის ტერიტორიად ცნობაზე უარს ამბობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაყალბებული არჩევნების გამო ლუკაშენკოს რეჟიმს დასავლეთმა მკაცრი სანქციები დაუწესა, ხოლო უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნო, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რეფერენდუმის შემდეგ ყირიმი როგორც დე-ფაქტო, ასევე დე-იურე რუსეთის ნაწილი იყო.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელორუსი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist