თოფურია და “სუვერენული სახელმწიფო” ფეისბუკის შესახებ ყალბ ცნობებს ავრცელებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

36
VIEWS

13 მაისს ჰომეოპათმა თინა თოფურიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ ფეისბუქისა და იუთუბის მიერ ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციების დაბლოკვის შეწყვეტა მოითხოვა. პოსტს იდენტური სათაურის მქონე Childrenshealthdefense.org-ის სტატია ერთვის თან. 15 მაისს ამავე შინაარსის პოსტი ფეისბუქ ანგარიშმა “სუვერენული სახელმწიფო” გამოაქვეყნა.

;

თინა თოფურიასა და “სუვერენული სახელმწიფოს” მტკიცებები იმის შესახებ, რომ აშშ-ს ფედერალური სახელმწიფო ფეისბუქისა და იუთუბის მხრიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაბლოკვის შეწყვეტას ითხოვს, ყალბია. რეალურად სტატიაში საუბარია რეზერფორდის ინსტიტუტის მიერ ორგანიზაცია Children Health Defense-ის საჩივრის მხარდამჭერ დოკუმენტზე, რომელიც სასამართლომ წარმოებაშიც არ მიიღო. 

თინა თოფურიასა და სუვერენული სახელმწიფოს გაზიარებულ სტატიაში რეალურად საუბარია, რომ  ფეისბუქის წინააღმდეგ რეზერფორდის ინსტიტუტმა Children Health Defense-ის საჩივარს მხარი დაუჭირა. Children Health Defense ითხოვს, რომ ფეისბუქმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის შესახებ მომხმარებელთა გაფრთხილება შეწყვიტოს და დეზინფორმაციული პოსტები აღარ მონიშნოს. ორგანიზაცია ფეისბუქის მიერ პარტნიორ ფაქტების ანალიტიკოს ორგანიზაციებთან ერთად ყალბი ინფორმაციის მონიშვნას ცენზურად მოიაზრებს და ფეისბუქისა და ფეისბუქის პარტნიორი რამდენიმე ორგანიზაციის (SCIENCE FEEDBACK, POYNTER INSTITUTE, POLITIFACT) წინააღმდეგ სარჩელი 2020 წლის აგვისტოში შეიტანა.

სწორედ ამ სარჩელის მხარდასაჭერად რეზერფორდის ინსტიტუტმა კონსულტანტების წინადადებით (Amicus Brief) 2021 წლის 5 მაისს კალიფორნიის საოლქო სასამართლოს მიმართა. ამ მოვლენას ეძღვნება Children Health Defense-ის სტატიაც, რომელიც ქართულ სოციალურ ქსელში გამოჩნდა. სტატიის სათაური შეცდომაში შემყვანია და ისეა ფორმულირებული, თითქოს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ფეისბუქს მონიშვნების შეწყვეტა მოსთხოვა. სწორედ ამ შინაარსით გაავრცელეს სტატია ქართველმა მომხმარებლებმაც. თუმცა, სტატიის ტექსტში აღნიშნულია, რომ საუბარი რეზრფორდის ინსტიტუტის სარჩელისადმი მხარდაჭერას ეხება და არა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

;

აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 7 მაისით დათარიღებული კალიფორნიის ჩრდილოეთ რაიონის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რეზერფორდის ინსტიტუტის მხარდამჭერი წინადადება სასამართლომ განხილვაში არ მიიღო, რადგან დოკუმენტში სასამართლოსთვის ახალი და სასარგებლო საკითხები წარმოდგენილი არ იყო. Children Health Defense-სა და ფეისბუქის დავა სასამართლოში ჯერ კიდევ გრძელდება.

  • Children Health Defense-ის  შესახებ

ორგანიზაცია Children Health Defense-ს (ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა) იურისტი და პრეზიდენტ კენედის ძმისშვილი რობერტ კენედი მართავს. ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის (CCDH) უახლესი კვლევის “დეზინფორმაციის ათეულის” მიხედვით, რობერტ კენედი იმ თორმეტი ადამიანიდან რიგით მეორეა, ვინც 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით ფეისბუქსა და ტვიტერზე  გავრცელებული ანტივაქსარული შინაარსის დეზინფორმაციების 65%-ის შექმნაზეა პასუხისმგებელი.

კვლევის მიხედვით, კენედის ორგანიზაცია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ ყალბი მტკიცებების გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, ხოლო თავად კენედის 8 თებერვალს ინსტაგრამ ანგარში დაებლოკა.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციების გავრცელებამდე კენედი აქტიურად ამტკიცებდა, რომ ბავშვებში აუტიზმს ადრეულ ასაკში გაკეთებული ვაქცინები იწვევს. ამ შინაარსის მტკიცებების სიყალბე აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) და ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ არა ერთხელ დაადასტურეს. ჯერ კიდევ 2019 წელს ჟურნალ “ვაქცინაში” გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფეისბუქზე ანტივაქსარული რეკლამების 54% ორი ძირითადი ჯგუფისგან ფინანსდებოდა, ორიდან ერთი სწორედ რობერტ კენედის ხელმძღვანელობით მოქმედებდა. მაშინ კენედი ორგანიზაცია The World Mercury Project-საც მართავდა. 2019 წლის მაისში კენედი საკუთარი ოჯახის წევრებმა გააკრიტიკეს, კენედის და-ძმამ და ძმიშვილმა გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად ოჯახის წევრისადმი მათი სიყვარულისა, რობერტ კენედი ვაქცინებთან დაკავშირებით “სასტიკად ცდებოდა.”

  • ფეისბუქის მესამე მხარესთან პარტნიორობის ფაქტების გადამოწმების პროგრამის შესახებ

მიზეზი, რომლის გამოც Children Health Defense ფეისბუქს, PolitiFact-ს, Science Feedback-სა და პოინტერის ინსტიტუტს უჩივის ფეისბუქზე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ყალბი მტკიცებებისთვის შესაბამისი კლასიფიკაციის მინიჭება და მათი მონიშვნაა.

ფეისბუქმა ინფორმაციის სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით, ფაქტების ანალიტიკოს დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა 2016 წელს დაიწყო, შედეგად ფეისბუქ მომხმარებელს საშუალება აქვს, გაიგოს, სიმართლეს შეესაბამება თუ არა კონკრეტული მტკიცება. მას ასევე აქვს შესაძლებლობა, დაარეპორტოს საეჭვო ინფორმაცია, რის შემდეგად ფაქტების ანალიტიკოსები მას შეისწავლიან და სიყალბის შემთხვევაში, მას მონიშნავენ. ამ დროს ინფორმაცია არ იშლება, არამედ ინიშნება და მომხმარებელს მიდის შეტყობინება გადამოწმებული ფატქების შესახებ, რითაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ფაქტების ანალიტიკოსების მიერ მომზადებულ მასალას გაეცნონ და სხვადასხვა წყაროებზე დაყდრდნობით თავად გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. ფეისბუქის პარტნიორი ფაქტების ანალიტიკოსი ორგანიზაციები პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) ვერიფიცირებული წევრები არიან.

2020 წლის სექტემბრიდან Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ფეისბუქის პარტნიორია “მითების დეტექტორიც.”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist