ვრცელდება თაღლითური ვიდეოები, თითქოს რონალდუმ და მასკმა შექმნეს თამაში, სადაც თანხის მოგებაა შესაძლებელი

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

რონალდუ
138
VIEWS

10-14 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდმა სახელწოდებით ‘’Juan Megan Ragan’’, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, მარიამ სეთურიძე და პოლიტიკოსი, მამუკა მდინარაძე,  საუბრობენ ონლაინ აპლიკაციაზე, რომელიც  ფულის მოგების გარანტირებულ საშუალებას იძლევა. 

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ‘’მოამბის’’ წამყვანი, მარიამ სეთურიძე,  საუბრობს კრიშტიანუ რონალდუს მიერ შექმნილ აპლიკაციაზე, რომელიც მომხმარებელს დიდი რაოდენობით თანხის მოგების საშუალებას აძლევს. ვიდეოში ფეხბურთელიც ჩანს, რომელიც ამბობს, რომ აპლიკაცია ‘’Cristiano WIN’’ თითოეული გულშემატკივრისთვის მოგების შესაძლებლობის მისაცემად შექმნა.

ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში კი  პოლიტიკოსი მამუკა მდინარაძე საუბრობს ილონ მასკზე, რომელმაც, მისი თქმით, 800 მილიონი გამოყო აპლიკაცია Chicko win-ის შესაქმნელად. აღნიშნულ ვიდეოში Tesla-ს დამფუძნებელიც საუბრობს და ამბობს, რომ აპლიკაცია ქართველების დასახმარებლად შექმნა.

რონალდუ

გავრცელებული ვიდეოები გაყალბებულია – ხმები, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტითაა დამუშავებული. სინამდვილეში, საზოგადოებრივ მაუწყებელს მსგავსი სიუჟეტი არ მოუმზადებია და არც მამუკა მდინარაძეს უსაუბრია ამ თემაზე. რონალდუსა და მასკს ქართველების დასახმარებლად მსგავსი თამაშები არ შეუქმნიათ. ვიდეოები თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. 

  • მარიამ სეთურიძისა და კრიშტიანუ რონალდუს ვიდეო

ვიდეო, რომელშიც  მარიამ სეთურიძე კრიშტიანუ რონალდუს მიერ შექმნილ აპლიკაციაზე საუბრობს, გაყალბებულია და ხელოვნური ინტელექტითაა დამუშავებული. ტელეწამყვანის კადრები აღებულია საინფორმაციო გამოშვება ‘’მოამბედან’’, რომელიც 2025 წლის 2 აგვისტოს გავიდა ეთერში. აღნიშნულ გადაცემაში მარიამ სეთურიძე სპორტსმენის მიერ შექმნილ აპლიკაციაზე არ საუბრობს.

რონალდუ
პირველი ფოტო: კადრი საინფორმაციო გამოშვება ‘’მოამბედან’’; მეორე ფოტო: კადრი ვიდეოფაბრიკაციიდან

მონაკვეთი, სადაც კრიშტიანუ რონალდუ საუბრობს, ასევე გაყალბებულია. კადრები აღებულია პოდკასტიდან ‘’WHOOP’’, რომელშიც ფეხბურთელი ფიტნეს გამოცდილებასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრობს. გარდა ამისა, ღია წყაროებით არ დასტურდება, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მსგავსი აპლიკაცია შექმნა. ამის შესახებ არც თავად  ფეხბურთელს განუცხადებია და არც მედიასაშუალებებს გაუვრცელებიათ ინფორმაცია. 

აღნიშნულ ვიდეოს თანდართული აქვს ბმული აპლიკაცია  Cristiano Win-ის, თუმცა ფეხბურთელთან მისი კავშირი არ დასტურდება.

რონალდუ
პირველი ფოტო: კადრი პოდკასტ ‘’WHOOP’’-დან; მეორე ფოტო: ვიდეოფაბრიკაციიდან

რონალდუ
აპლიკაცია ‘’Cristiano Win’’
  • მამუკა მდინარაძისა და ილონ მასკის ვიდეო

ვიდეო, რომელშიც მამუკა მდინარაძე საუბრობს, ასევე გაყალბებულია და ხმა პროგრამულად, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტით არის დამუშავებული. კადრები აღებულია მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან, რომელიც, მათ შორის, ‘’ქრონიკაში’’ 2025 წლის 18 აგვისტოს გავიდა ეთერში. აღნიშნულ გადაცემაში პოლიტიკოსი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ‘’კარგი მთავრობის ინდექსის’’ ანგარიშს მიმოიხილავს. მამუკა მდინარაძე ვიდეოში ილონ მასკსა და აპლიკაციაზე რაიმე სახის განცხადებას არ აკეთებს.

რონალდუ
პირველი ფოტო: კადრი საინფორმაციო გამოშვება ‘’ქრონიკიდან’’; მეორე ფოტო: ვიდეოფაბრიკაციიდან

მონაკვეთი სადაც ილონს მასკი საუბრობს, ასევე გაყალბებულია. კადრები აღებულია Microsoft-ის კონფერენციიდან, სადაც მასკი ხელოვნურ ინტელექტზე და მომავალში მის როლზე საუბრობს. აღნიშნულ ვიდეოში ქართველებზე და აპლიკაცია Chicko Win-ზე რაიმე სახის განცხადებას არ აკეთებს. გარდა ამისა, ღია წყაროებით არ დასტურდება, რომ ილონ მასკს მსგავსი აპლიკაცია შეექმნას. ამის შესახება Tesla-ს დამფუძნებელს არც თავად განუცხადებია და არც მედიასაშუალებებს გაუვრცელებიათ ინფორმაცია.  აღნიშნულ ვიდეოს თანდართული აქვს ბმული აპლიკაცია ‘’Clucky on a Mission’’, თუმცა მასკთან მისი კავშირი არ დასტურდება.

რონალდუ
პირველი ფოტო: კადრი Microsoft-ის კონფერენციიდან; მეორე ფოტო: ვიდეოფაბრიკაციიდან

რონალდუ
აპლიკაცია ‘’Clucky on a Mission’’

ვიდეოში ასევე გვხვდება მონაკვეთი, სადაც Tik Tok მომხმარებელი ესმა მაჩალაძე საუბრობს აპლიკაციაზე და ამბობს, რომ მან დიდი რაოდენობით თანხა მოიგო. აღნიშნული მონაკვეთიც გაყალბებულია და ხმა, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტითაა დამუშავებული. სინამდვილეში, კადრები აღებულია  ესმა მაჩალაძის Tik Tok ვიდეოდან, რომელიც 2025 წლის 11 ივლის გავრცელდა. ვიდეოში ის აღნიშნულ აპლიკაციაზე და თანხის მოგებაზე რაიმე სახის განცხადებას არ აკეთებს.

რონალდუ
პირველი ფოტო: კადრი ესმა მაჩალაძის ტიკტოკ ვიდეოდან; მეორე ფოტო:ვიდეოფაბრიკაციიდან

  • ფეისბუქ-გვერდი Juan Megan Ragan

ვიდეოები გაავრცელა ფეისბუქ-გვერდმა სახელწოდებით ‘’Juan Megan Ragan’’. 18 სექტემბრის მონაცემებით, მას 44 გამომწერი ჰყავს. გვერდის შესახებ მონაცემების გრაფაში გასართობი კატეგორიის გვერდია მითითებული და რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ გვხვდება. ‘’Juan Megan Ragan’’ 2023 წლის 10 ნოემბერს შეიქმნა.

რონალდუ

ფეისბუქ-გვერდ ‘’Juan Megan Ragan’’-ის ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში, ილონ მასკი ამბობს, რომ აპლიკაცია ‘’Chicko Win’’ ქართველების დასახმარებლად შექმნა. აღნიშნული გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკის ანალიზიდან დგინდება, რომ Tesla-ს დამფუძნებელი აღნიშნულ მიმართვას ნეპალის, სერბეთის, ალბანეთისა და ხორვატიის მისამართითაც იმეორებს. ვიდეოებში შეცვლილია მხოლოდ წამყვანი და ქვეყნის დასახელება, ხოლო  ვიდეოს სიუჟეტი უცვლელია. 

იკვეთება, რომ დასპონსორებული ვიდეოების ნაწილი ფეისბუქის სტანდარტების დარღვევის გამო წაშლილია.

 რონალდუ
 ვიდეოფაბრიკაცია, რომლის სავარაუდო სამიზნე ქვეყანა – ნეპალია   ვიდეოფაბრიკაცია, რომლის სავარაუდო სამიზნე ქვეყანა –  სერბეთია

რონალდუ
ვიდეოფაბრიკაცია, რომლის სავარაუდო სამიზნე ქვეყანა – ალბანეთია   

რონალდუ
ფეისბუქის სტანდარტების დარღვევის გამო წაშლილი დასპონსორებული ვიდეოები


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist