28 თებერვალს ფეისბუქის რუსულენოვანმა მომხმარებელმა Серега Шведов-მა გაავრცელა ფოტო და ვიდეო, რომელიც, თითქოს ნიუ-იორკის ,,თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში” (MoMA) უკრაინაში ომის 2-წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას ასახავს. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ნიუ-იორკში თემატური წარმოდგენა გაიმართა, სადაც უკრაინელი სამხედროები ,,განავლის გროვის სახით” წარადგინეს. ხოლო ფოტოზე ინსტაგრამ ,,სთორია”, რომელზეც გამოფენასთან, სახელწოდებით “Heroiam Slava” დაკავშირებული ინფორმაცია წერია.
იდენტური ვიდეო მსგავსი აღწერით რუსულენოვან ტელეგრამ არხებზეც ვრცელდება (1, 2, 3)
მტკიცება, თითქოს ,,თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში” გაიმართა გამოფენა, სადაც უკრაინელი სამხედროები შეურაცხმყოფლად იყვნენ წარმოჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეო თანამედროვე ხელოვანის უილიამ გობის პერფორმანსს ასახავს და მას კავშირი არ აქვს უკრაინასთან. სინამდვილეში, MoMA PS1-ს მსგავსი სახელის გამოფენა არ გაუმართავს.
ვიდეო და ფოტო შეცდომაში შემყვანი აღწერით თავდაპირველად რუსულენოვანმა ტელეგრამ არხმა, ТРОЙКА-მ გაავრცელა. გავრცელებულ მასალაზე დატანილია ტელეგრამ არხის სახელიც.
სინამდვილეში, ვიდეოზე ნაჩვენებია თანამედროვე ხელოვანის, უილიამ კობინგის პროექტი ,,სოციალური სუბსტანცია” (,,Social Substances”), რომელიც ვიდოების, ქანდაკებებისა და პერფორმანსების სერიაა. პროქტის მთავარი ელემენტი თიხაა, ,,სოციალური სუბსტანცია” იკვლევს უფორმო თიხის ბორცვებში ჩაძირულ ადამიანებს შორის ორაზროვან ურთიერთობებს, კერამიკული საგნები და სატელევიზიო ეკრანები ერთმანეთთანაა გაიგივებული. ნამუშევრების სერიაში ხშირია თიხის მასით ნახევრად დაფარული ადამიანები. კერამიკოსმა ეს პროექტი 2023 წელს წარადგინა, ვიდეოები კი სოციალურ ქსელებში თავადვე გაავრცელა. ეს პერფორმანსი არა ნიუ-იორკის ,,თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში”, არამედ, ბრიტანეთის კერამიკის ბიენალეს ფარგლებში, Air Space Gallery-ში მოეწყო.
ТРОЙКА-ს გავრცელებულ სქრინშოტზე ეწერა, რომ ,,თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელი მეომრებისადმი” მიძღვრილი პერფორმანსი MoMA PS1-ში ჩატარდებოდა. MoMA PS1 არის 1970-იან წლებში დაფუძნებული ალტერნატიული სივრცის მოძრაობა, რომელიც ახლა როგორც ხელოვნების საჯარო სკოლა, ისე ფუნქციონირებს და ,,თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს” (MoMA) ექვემდებარება.
,,მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად, რეალურად გაიმართა თუ არა MoMA PS1-ში გამოფენა, სახელად Hemoriam Slava ,,თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს” დაუკავშირდა, ისინი კი უარყოფენ მსგავსი გამოფენის მათ სივრცეში გამართვას. 2024 წლის თებერვალში MoMA PS1-ში რამდენიმე პერფორმანსი და გამოფენა მოეწყო, თუმცა უკრაინაში ომის 2-წლისთავთან მიძღვნილი არც ერთი მათგანი არ ყოფილა.
წყაროს შესახებ
რუსულენოვან ფეისბუქ ანგარიშს Серега Шведов წარსულშიც გაუვრცელებია, რაც ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
არქივის ბმულები: ТРОЙКА
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.