მცდარია მტკიცება, თითქოს გერმანულ შოუში სმენადაქვეითებულმა ტრანსგენდერმა ქალმა გაიმარჯვა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ტრანსგენდერ
16.3k
VIEWS

29 მაისს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ლალი ლალიკო და ლევან მჭედლიშვილი გაავრცელეს რუსულენოვანი ვიდეო, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ გერმანულ შოუში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სმენადაქვეითებულმა ტრანსგენდერმა ქალმა ვიტნი ჰიუსტონის სიმღერა შეასრულა და გაიმარჯვა. ავტორი ვიდეოს თან ურთავს გამოსვლას, რომელშიც ქალი მღერის. 

Screenshot 2024 05 30 at 1.44.01 PM მცდარია მტკიცება, თითქოს გერმანულ შოუში სმენადაქვეითებულმა ტრანსგენდერმა ქალმა გაიმარჯვა

ფეისბუქ-მომხმარებლები ვიდეომანიპულაციას ავრცელებენ. რეალურად, ქალი, რომელსაც ვიდეოში ვხედავთ, ბრაზილიური შოუს ერთ-ერთი მონაწილეა და გერმანულ სიმღერის კონკურსში არ გაუმარჯვია. აღნიშნული გამოსვლის ვიდეო ყველაზე ადრე 2012 წელს იძებნება.  

ვიდეო, რომელსაც ავტორი აჩვენებს მტკიცებით, თითქოს სმენადაქვეითებულმა ქალმა გერმანულ შოუში გაიმარჯვა, Youtube-ზე 2012 წელს არის ატვირთული.  

Screenshot 2024 05 30 at 1.45.24 PM მცდარია მტკიცება, თითქოს გერმანულ შოუში სმენადაქვეითებულმა ტრანსგენდერმა ქალმა გაიმარჯვა

ტრანსგენდერმა ქალმა, სახელად მუჯინა დე ჟუაზეირუ, მონაწილეობა მიიღო ბრაზილიურ შოუში სახელწოდებით “Qual é o Seu Talento?” (რა არის შენი ტალანტი?) პროექტში მონაწილეობდნენ მომღერლები, მოცეკვავეები და ადამიანები სხვადასხვა ნიჭით, გამარჯვებულისთვის კი ფულადი თანხა იყო დაწესებული. მუჯინა დე ჟუაზეირუ შოუს გამარჯვებული არ გამხდარა. შოუს შესახებ პოსტი მას ფეისბუქ-გვერდზეც აქვს გამოქვეყნებული

მუჯინა დე ჟუაზეირუს სოციალურ ქსელში მოიხსენიებენ, როგორც “Bixa Muda” – შეურაცხმყოფელი სიტყვის შემცველი სახელწოდება პორტუგალიური ენის ბრაზილიურ დიალექტზე ტრანსგენდერ ქალზე მიანიშნებს. ვიდეო რომლითაც ქალი პოპულარული გახდა, Youtube-ზე 2008 წელს არის ატვირთული. მომდევნო წლებში ბრაზილიური მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჟუაზეირუ საკრებულოს არჩევნებში იღებდა მონაწილეობას (1;2;3). 

ინფორმაცია, რომ მუჯინა დე ჟუაზეირუ გერმანულ სიმღერის კონკურსში იღებდა მონაწილეობას, ღია წყაროებით არ დასტურდება. შოუში გამარჯვების ან მონაწილეობის შესახებ მას არაფერი გამოუქვეყნებია საკუთარ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე.  

წყაროების შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი ლალი ლალიკო ანტიდასავლური შინაარსის ყალბ ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც აქვს გადამოწმებული.  

“მითების დეტექტორს” წარსულში ასევე აქვს გადამოწმებული კრემლისტური ალტ-ინფოს მხარდამჭერი ლევან მჭედლიშვილის მიერ გავრცელებული ყალბი მტკიცებები.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბრაზილია, გერმანია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist