ენმ-ის მხარდამჭერებზე თინა ბოკუჩავას სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

თინა ბოკუჩავა
89
VIEWS

5 აპრილს ფეისბუქზე გავრცელდა “მთავარი არხის” საინფორმაციო ბარათი, რომელზეც დატანილია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას შემდეგი ციტატა: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა მხარდამჭერი უნდა წავიდეს უკრაინაში და ებრძოლოს რუსეთს, მხოლოდ ასე მოვიშორებთ ოცნებას”.

თინა ბოკუჩავა

 

თინა ბოკუჩავას სახელით და “მთავარი არხის” ვიზუალით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. საინფორმაციო ბარათი პროგრამულად არის დამუშავებული და მასზე ციტატა შეცვლილია. მსგავსი პოსტი მთავარი არხის ფეისბუქ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ღია წყაროებში არ იძენბნება ბოკუჩავას მსგავსი შინაარსის ციტატა.

თინა ბოკუჩავას მსგავსი შინაარსის ციტატა სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. ციტატა არ გაშუქებულა მედიაში და მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება არც “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის და არც ბოკუჩავას სოციალური ქსელების გვერდებზე. რაც შეეხება უშუალოდ “მთავარი არხის” ლოგოთი და ვიზუალიით შექმნილ საინფორმაციო ბარათს, ის პროგრამულად არის დამუშავებული. პოსტის ორიგინალი “მთავარი არხის” ფეისბუქ-გვერდზე 3 აპრილს გამოქვეყნდა და დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ბოკუჩავას კომენტარს ეხება.

თინა ბოკუჩავა

საინფრმაციო ბარათის ორიგინალ ვერსიასთან შედარებისას ჩანს, რომ ყალბ ბარათზე წარწერისთვის გამოყენებულია განსხვავებული ფონტი, რომელიც “მთავარი არხის” სხვა პოსტებზე არ გვხვდება. 

აღსანიშნავია, რომ “მთავარი არხის” ვიზუალის გამოყენებით გაყალბებული საინფორმაციო ბარათები წარსულშიც გავრცელებულა. მაშინ მსგავსი სტილით გაყალბებულ საინფორმაციო ბარათებს ფეისბუქ-მომხმარებელი რამაზ მარგველაშვილი ჯგუფში “მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იმედი” აქვეყნებდა, როგორც ჯგუფში მარგველაშვილის აქტივობიდან ჩანს, ის კვლავ აქვეყნებს მსგავს პოსტებს.

თინა ბოკუჩავა
გაყალბებული საინფორმაციო ბარათები

აღსანიშნავია, რომ Google-ის საძიებო სისტემაში ბოკუჩავას ყალბი ციტატის ძიებისას, ძიების შედეგები მიუთითებს, რომ მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუქ-ჯგუფ “მიხეილ სააკაშვილის საქართველოს იმედი” 4 დღის წინ იყო გამოქვეყნებული, თუმცა ამჟამად ამ ბმულებზე გადასვლისას ჩანს, რომ პოსტი წაშლილია.

თინა ბოკუჩავა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist