12 ივნისს ფეისბუქ-ანგარიშმა, რომელსაც მითითებული აქვს, რომ მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც, თითქოს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საცვლებშია გამოსახული.
თინა ბოკუჩავას დისკრედიტაციის მიზნით ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება. ფოტოზე მისი სახე სხვა ქალის ტანზე პროგრამულადაა დასმული.
გავრცელებულ ფოტოზე დაკვირვებით, შესამჩნევი ხდება, რომ ის პროგრამულადაა დამუშავებული. ფოტოს უკუძიების პროცესში დაადგინა, რომ თითქმის იდენტური ფოტო უკვე მინიმუმ ორი წელია ინტერნეტში ვრცელდება და თინა ბოკუჩავას არ ეკუთვნის.

ფეისბუქ ანგარიში აღნიშნულ ფოტოს აღწერას არ ურთავს, თუმცა მინიმუმ 12 ჯგუფში აზიარებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ფოტო ბოკუჩავას დისკრედიტაციისთვის შეიქმნა.
ქალის ორივე ხელზე შესამჩნევია ტატუები, მათ შორის მარჯვენა ხელზე გაკეთებული უცხოპლანეტელის თავის ტატუ, თინა ბიკუჩავას კი მსგავსი ტატუები არ აქვს.
ფეისბუქ-ანგარიშებს პოლიტიკოსი ქალების დისკრედიტაციის მიზნით ფოტომანიპულაციების გავრცელებისთვის წარსულშიც არაერთხელ მიუმართავთ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- ვინ არის გამოსახული ფოტოზე – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თუ რუსი პორნო მოდელი?
- ფოტომანიპულაცია, თითქოს ოლენა ზელენსკა ისრაელში ნუდისტურ პლაჟზე ისვენებს
- დეზინფორმაცია, თითქოს ჰაკერებმა ოლენა ზელენსკას პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო გაავრცელეს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.