პოსტი, თითქოს თემურ თათარაშვილი ხაშურის სამუსიკო სკოლის დირექტორად დანიშნეს, სატირულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

თემურ თათარაშვილი
46
VIEWS

17 ნოემბერს ფეისბუკ-გვერდმა, სახელწოდებით “ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipalityგამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ხაშურის სამუსიკო სკოლის დირექტორად მუსიკოსი თემურ თათარაშვილი დაინიშნა. აღნიშნული გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვხედავთ თათარაშვილის ფოტოს და აღწერას: “ვულოცავთ ბატონ თემურს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ხაშურის და სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ!

თემურ თათარაშვილი

პოსტი, თითქოს მუსიკოსი თემურ თათარაშვილი ხაშურის სამუსიკო სკოლის დირექტორად დაინიშნა, სატირულია. ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მას თათარაშვილიც გამოეხმაურა და უარყო.  ფეისბუკ-გვერდი “ხაშურის მუნიციპალიტეტი” სატირული შინაარსის პოსტებს სისტემატურად ავრცელებს. 

ხაშურის მუნიციპალიტეტში სამუსიკო სკოლა თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს და მისი ამჟამინდელი დირექტორი ლილი რუხაძეა. სკოლის ფეისბუქ გვერდზე მუსიკოსის დირექტორად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს თავად მომღერალიც.

თემურ თათარაშვილი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2006 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით, სამუსიკო სკოლის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკომენდაციით. არც კულუტურის სამინისტროსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის  ფეისბუკ-გვერდებზე (1;2) და არც ხაშურის მუნიციპალიტეტის ოციფიალურ ვებ-საიტზე მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.  

ფეისბუქ-გვერდი “ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality სატირული შინაარსის პოსტებს სისტემატურად აქვეყნებს. ის 2011 წელს, სახელით “ხაშური khashuri Xashuri Хашури” არის შექმნილი. ამ პერიოდში მან რამდენჯერმე შეიცვალა დასახელება და ყველა მათგანი ხაშურს უკავშირდებოდა. ფეისბუქ-გვერდი “მითების დეტექტორის” 2021 წლის კვლევებში მოხვდა. გვერდი ფეისბუქზე როგორც მედია, ისეა დარეგისტრირებული. მის შესახებ არსებულ ინფორმაციაში კი არარსებული მედია Khashuri News-ის გვერდი აქვს მითითებული. ასევე, დართული აქვს გიორგი ჩუბინიძის სახელით შექმნილი მეილის მისამართი. 

posti thithqos themur thatharashvili khashuris samusiko skolis direqtorad danishnes satiruli2 პოსტი, თითქოს თემურ თათარაშვილი ხაშურის სამუსიკო სკოლის დირექტორად დანიშნეს, სატირულია

სატირული შინაარსის პოსტები სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება და მცდარი ინფორმაციის წყაროც ხდება. თუ პოსტებს არ აქვს მითითება, რომ ის სატირაა, ზოგჯერ მათ სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს. “მითების დეტექტორს” წარსულში გადამოწმებული აქვს ამავე გვერდის მიერ გავრცელებული სატირული პოსტები, თითქოს  ხაშურში დისნეი ლენდის მშენებლობა იგეგმება, ხოლო გიორგი სააკაძის ქუჩას ედუარდ შევარდნაძის სახელი უნდა ეწოდოს


ალექსანდრე ნადიბაიძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist