The Economist-ის თებერვლის ნომრის გაყალბებული გარეკანი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
274
VIEWS

5 მაისს ფეისბუკ-მომხმარებელმა, კობა ავთანდილის ძე კუპრაშვილმა გაავრცელა ყოველკვირეული გამოცემის The Economist-ის გარეკანის ფოტო. იგივე გარეკანი 31 იანვარს რუსულენოვან პლატფორმაზეც გამოქვეყნდა, რომელსაც ერთვის აღწერა: „მოსკოვი თებერვალში სისხლში ჩაიხრჩობა“. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გარეკანი თებერვლის ნომერს ასახავს.

The Economist

The Economist- ის გარეკანის ფოტო გაყალბებულია. არც თებერვალში და არც სხვა თვეებში გამოცემას მსგავსი გარეკანით ნომერი არ გამოუშვია.

ყოველკვიერეული ჟურნალის The Economist – ის საიტზე და სოციალური ქსელების ოფიციალურ ანგარიშებზე(X-ზე, Facebook, Instagram)  მსგავსი გარეკანი არ გამოქვეყნებულა. თებერვალში ოთხი ნომერი გამოვიდა, თუმცა ყველა მათგანი გავრცელებულისგან განსხვავდება.

The Economist
წყარო: The Economist

საარქივო ნომრებიდან აშკარაა, რომ The Economist -ის ავთენტიკურ გარეკანებს გავრცელებულისგან ოდნავ განსხვავებული სტილიც აქვს. გარდა იმისა, რომ გარეკანის ზედა მარჯვენა კუთხეში ჩამონათვალია იმ საკითებისა, რომელიც ჟურნალშია მიმოხილული, ასევე გარეკანის ცენტრში იწერება აღნიშნული ნომრის სათაურიც. 

The Economist -ის ირგვლივ გავრცელებულ სხვადასხვა მანიპულაციაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. 

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელი კობა ავთანდილის ძე კუპრაშვილი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს აქტიურად ავრცელებდა. მისი პოსტები ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მტკიცებებს შეიცავს, რომლებიც “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კობა კუპრაშვილი სხვა ანტივაქსერი ფეისბუქ-მომხმარებლების მსგავსად უკრაინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებდა.


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist