თბილისის თუ შვედეთის მეტრო – რა კადრებს იყენებენ შშმ პირზე პოლიციის ძალადობის გასამართლებლად?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მითების დეტქტორის მიერ აღმოჩენილი დეზინფორმაცია
876
VIEWS

25  იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა სპარტაკ პოლეიანიმ ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე  მეტროს ესკალატორი და მასზე ხალხმრავლობაა ასახული, რამდენიმე ადამიანი ყვირის, ხოლო ერთი ადამიანი ესკალატორზე დგას. ფოტოილუსტრაცია მეტროში დაპისირპირებაზე მიანიშნებს. აღწერაში პოსტის ავტორი პოლიციელების მიერ თბილისის მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის შესახებ საუბრობს, რომელიც ტვ პირველმა გამოავლინა, რის გამოც 2 პოლიციელი დააკავეს და ამბობს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი სწორედ ის ბიჭია, ვისაც პოლიციელებმა სცემეს. ავტორის მიხედვით, ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა, “პოლიციელი დასასჯელი იყო,” თუმცა ის მხოლოდ პროვოკაციას წამოეგო. სპარტაკი პოლეიანის ანგარიშზე პოსტი ამჟამად აღარ იძებნება. 

Screenshot 1 5 | mythdetector.com

მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეო თბილისშია გადაღებული და მასში პოლიციის მიერ ნაცემი 17 წლის არასრულწლოვანია ასახული, ყალბია. რეალურად, ვიდეო შვედეთში 2013 წელსაა გადაღებული და საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერებს შორის არსებულ დაპირისპირებას ასახავს. 

ვიდეო 2013 წელს შვედეთშია გადაღებული და მასზე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბების მალმოსა და ჰელსინბორგების მხარდამჭერები არიან ასახულნი. 

Screenshot 2 5 | mythdetector.com

ფეხბურთის მოყვარულების ერთმანეთს მატჩის შემდეგ მეტროსადგურზე დაუპირისპირდნენ, რა დროსაც, მათი თქმით,  პოლიციამ ესკალატორი დააჩქარა, რათა მასზე მდგომი დაპირისპირულთა ერთი ნაწილი კონფლიქტს სწრაფად გაცლოდა.  თუმცა სატრანსპორტო სამსახურის თქმით, ესკალატორმა წონას ვერ გაუძლო და გაფუჭდა, რის დროსაც სიჩქარე მოემატა. 

Screenshot 3 5 | mythdetector.com

ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად  გავრცელდა და მრავალი სახუმარო აღწერა მოჰყვა. 

Screenshot 4 6 | mythdetector.com

წყაროს შესახებ

ფეისბუქ ანგარიშს სპარტაკ პოლეიანს სამუშაო ადგილად “ქართული ოცნება” აქვს მითითებული. 

Screenshot 5 4 | mythdetector.com

მის ანგარიშზე მმართველი პარტიის მხარდამჭერი სხვადასხვა შინაარსის პოსტი ქვეყნდება. 25 იანვარს სპარტაკი პოლეიანმა მეგის ქარდავას გაყალბებული განცხადებაც გაავრცელა. 

Screenshot 6 3 | mythdetector.com

ყალბი განცხადების მიხედვით, ძალადობრივი დანაშაულებისთვის გასამართლებული მეგის ქარდავა პოლიციის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტმა აღაშფოთა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist