ფეისბუქზე თამარ ჩერგოლეიშვილის გაყალბებული ციტატა ვრცელდება 

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

თამარ ჩერგოლეიშვილი
66
VIEWS

12 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს პარტია ფედერალისტების ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის საინფორმაციო ბარათი (1;2), რომელზეც დატანილია ციტატა: “უნდა აგვირჩიოთ, რადგან ჩვენ ტოლერანტი ლიბერალები ვართ! გაიგეთ, თქვე ბნელო, გაუნათლებელო გრუზინებო?” საინფორმაციო ბარათზე გამოყენებულ ფოტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო აქვს დართული. 

თამარ ჩერგოლეიშვილი

ფეისბუქზე თამარ ჩერგოლეიშვილის გაყალბებული ციტატა ვრცელდება. მისი მსგავსი განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება. ციტატის ნამდვილობა “ფედერალისტებშიც” უარყვეს. 

მსგავსი ციტატა ღია წყაროებით – მედიასაშუალებების ვებ-საიტებსა (1;2) და თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-გვერდზე არ იძებნება. “მითების დეტექტორი” პარტია “ფედერალისტებს” დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ განცხადება გაყალბებულია და ჩერგოლეიშვილს არ ეკუთვნის.

საინფორმაციო ბარათს დართული აქვს ფოტო, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2018 წლის გადაცემიდან არის ამოჭრილი. ჩერგოლეიშვილს მსგავსი განცხადება არც ამ გადაცემაში გაუკეთებია. 

თამარ ჩერგოლეიშვილი
სქრინშოტი: 1TV/Youtube

აღსანიშნავია, რომ გაყალბებული ციტატა 2019 და 2024 წლებშიც ვრცელდებოდა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist