თაღლითური პოსტი, თითქოს ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე გათამაშებაში ფულს არიგებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ნოე სულაბერიძე
148
VIEWS

14 ნოემბერს,  ფეისბუკ-გვერდმა სახელწოდებით 𝐍𝐨𝐞 𝐒𝐮𝐥𝐚𝐛𝐞𝐫𝐢𝐝𝐳𝐞• (ნოე სულაბერიძე), გამოაქვეყნა ვიდეო შემდეგი სათაურით: „10000 ევროს ნაღდ ფულს გადავცემ პირველ 250 ადამიანს, ვინც გამოიცნობს სურათზე გამოსახულ რიცხვს და ის რეალურია.“ ვიდეოს კომენტარში კი ის ნაბიჯებია მოცემული,რაც გვერდის თანახმად, გათამაშების მსურველმა უნდა გაიაროს. მომხმარებლებს გვერდის მოწონებას და პოსტის გადაზიარებას სთხოვენ, რის შემდეგაც თუ გაუმართლებთ, მიიღებენ პირად შეტყობინებას. 

ნოე სულაბერიძე

ტელეწამყვან ნოე სულაბერიძეს არ წამოუწყია გათამაშება, რომელშიც ინტერნეტ მომხმარებლებს ფულს გადასცემს. მისი სახელით შექმნილი გვერდი თაღლითურია და მომხმარებელი შეცდომაში შეყავს. 

ფეისბუკ-გვერდი 𝐍𝐨𝐞 𝐒𝐮𝐥𝐚𝐛𝐞𝐫𝐢𝐝𝐳𝐞 თაღლითობის მიზნითაა შექმნილი და ამაზე რამდენიმე დეტალი მიუთითებს:

  1. ფეისბუკ-გვერდი 2023 წლის 16 აგვისტოს არის შექმნილი და თავდაპირველად სხვა 𝓒.𝓡07’ˡᶦᵛᵉ -ის სახელით იყო დარეგისტრებული. სახელი 2023 წლის 6 ნოემბერს 𝓒.𝓡𝓸𝓷𝓪𝓵𝓭𝓸-𝓕𝓪𝓷𝓼’ˡᶦᵛᵉ – თი შეიცვალა.  2024 წლის 13 ნოემბრიდან კი ნოე სულაბერიძის სახელით აგრძელებს ფუნქციონირებს.ნოე სულაბერიძე
  2. გვერდი 2023 წელს არის შექმნილი, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ზემოთ ხსენებული გათამაშების ვიდეოა გამოქვეყნებული. გვერდზე  სხვა პოსტები არ არის განთავსებული. გავრცელებულ ვიდეოში სუალებრიძე გათამაშებაზე არ საუბრობს, არამედ ის მსმენელებს 2022 წლის დადგომას ულოცავს და მის განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს. ვიდეო 2022 წლის 9 იანვარს არის ჩაწერილი და სულაბერიძის ფეისბუკ-გვერდზე დევს. 
  3. პოსტის კომენტარში მითითებული ნაბიჯების გავლის შემდეგ, მომხმარებელი პირად შეტყობინებას იღებს,სადაც პირველი კითხვა ფეისბუკ-მომხმარებლის საცხოვრებელ ადგილს შეეხება.

თაღლითობის მიზნით ცნობილი ადამიანების სახელებისა და ფოტო-ვიდეო მასალების გამოყენება ხშირი პრაქტიკაა. “მითების დეტექტორს” წარსულში არაერთი მსგავსი თაღლითური გვერდი გამოუვლენია. ვრცლად, იხილეთ:

ბოლო პერიოდში ფეისბუქზე გამოჩნდა კიდევ ერთი გვერდი Insight Surveys, რომელიც თაღლითურ პოსტს ავრცელებს. პოსტში აღნიშნულია, რომ კითხვარის შევსების შემდეგ, მომხმარებლებს 50 დოლარის მოგების შესაძლებლობა აქვთ. გვერდმა 25 ოქტომბერს, გამოაქვეყნა დასპონსორებული პოსტი შემდეგი სათაურით:„საქართველო, ჩვენ გვაქვს გამოკითხვა თქვენთვის!“ აღსანიშნავია, რომ ზუსტად იმავე გვერდმა კიდევ ერთი მსგავსი პოსტი  გაავრცელა აღწერით : “ენერგეტიკული სასმელების მომხმარებლები, გვჭირდება თქვენი აზრი!“ ამ შემთხვევაში კი პრიზი 100$-ია.

ნოე სულაბერიძე

Insight Surveys – ის გავრცელებული რეკლამები თაღლითობის ნიშნებს შეიცავს, რაზეც რამდენიმე გარემოება მიუთითებს:

  1. ფეისბუკ-გვერდი,რომელიც გათამაშებისა და პრიზის შესახებ რეკლამას ავრცელებს, 2022 წლის 22  თებერვალს შეიქმნა. ამ დროისთვის ფეისბუკ-გვერდზე პოსტები ან რაიმე აქტივობა არ გვხვდება.ნოე სულაბერიძე ნოე სულაბერიძე
  2. გავრცელებული რეკლამები და პოსტის აღწერები გრამატიკულ შეცდომებსა და უშინაარსო კითხვებს შეიცავს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რომ აღნიშული ფეისბუკ-გვერდი თაღლითურია. 

“ენერგეტიკული სასმელების მომხმარებლები, გვჭირდება თქვენი აზრი!“ – წერია დასპონსორებული პოსტის აღწერაში.

3. გვერდის შეფასების სექციაში ინტერნეტ-მომხმარებლებიც წერენ, რომ გვერდი თაღლითურია.

გვერდის შეფასების სექციაში გვხვდება კომენტარები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ  გვერდი თაღლითურია და რეალურად, თანხასაც არ იხდიან.

ნოე სულაბერიძე

4. გვერდს არაერთი სხვა თაღლითური შინაარსის პოსტი აქვს დასპონსორებული სხვადასხვა ენაზე.

Insight Surveys-ის ფეისბუკ გვერდის რეკლამების განყოფილებაში ჩანს, რომ გვერდს ამჟამად 52 პოსტი აქვს დასპონსორებული და ყველა მათგანი მომხმარებელს სხვადასხვა გამოკითხვაში მონაწილეობას და თანხის მოგებას სთავაზობს. აღსანიშნავია,რომ დასპონსორებული პოსტები სხვადასხვა ქვეყანას მიემართება, მაგალითად გვხვდება აზერბაიჯანი,იტალია,რუანდას რესპუბლიკა და ა.შ.

ნოე სულაბერიძე
წყარო: Ads library

Insight Surveys-ის გვერდის გამჭვირვალობის სექციაში ასევე მითითებულია, რომ გვერდი თურქეთიდან იმართება.

ნოე სულაბერიძე


მოამზადა ანანო სიყმაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist