ტაბულას სახელით ირაკლი კობახიძის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
4.3k
VIEWS

19 იანვარს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის შესახებ ონლაინ გამოცემა “ტაბულას” სქრინშოტი გავრცელდა. წარწერის მიხედვით, პარტია “ქართული ოცნების” თავჯდომარე 2007-2009 წლებში გერმანიის ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში რეაბილიტაციის გაძლიერებულ კურსს უტარებდნენ. 

Screenshot 1 3 | mythdetector.com

“ტაბულას” სახელით გავრცელებული სქრინშოტი ყალბია. რეალურად, გამოცემას ამ შინაარსისა და ვიზუალის პოსტი არ გამოუქვეყნებია და ეს ფაქტი “მითების დეტექტორთან” საუბარში გამოცემის რედაქტორმაც უარყო. 

“ტაბულას” ფეისბუქ გვერდსა და ვებ-საიტზე ირაკლი კობახიძის შესახებ ბოლო პოსტი 19 იანვრით თარიღდება და ის ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან CNN-ის ინტერვიუს შესახებ კობახიძის კომენტარს ეხებოდა. 

Screenshot 2 4 | mythdetector.com

გამოქვეყნებულ სქრინშოტზე ირაკლი კობახიძე თეთრი ფერის შენობის ფონზეა გამოსახული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კობახიძე სწორედ ამ დაწესებულებაში მკურნალობდა. რეალურად, ფოტოზე გამოსახული შენობა არა გერმანიაში, არამედ აშშ-ში, ტეხასის შტატში მდებარეობს და არა ფსიქიატრიული დაწესებულება, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულება იყო. აღნიშნული ციხის დახურვის შესახებ ინფორმაცია 2011 წელს გავრცელდა. 

Screenshot 3 4 | mythdetector.com

მსგავსი ინფორმაციის გაზიარების ფაქტი “მითების დეტექტორთან” საუბარში “ტაბულას” მთავარმა რედაქტორმა ლევან სუთიძემაც უარყო.

წყაროს შესახებ

ფეისბუქ ანგარიში “მრისხანე ბაბუაწვერა” Tedo Abashidze-ს მეორე ფეისბუქ პროფილია  და მას გაყალბებული და სატირული ციტატები აქამდეც გამოუქვეყნებია. იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (Atticsandmore.com) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist