7 მაისს ონლაინ გამოცემა “ტაბულას” სახელით გაყალბებული სტატია, სათაურით “ევრო 2026-ზე ფინალური შერჩევის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ზოგიერთი წევრის ანაზღაურებაზე სკანდალი გაჩაღდა” გავრცელდა (არქივის ბმული). სტატია ევრო 2026-ს და ნაკრების წევრების ანაზღაურებას შეეხება და შეიცავს სახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” წამყვანის ინტერვიუს ანონიმურ წყაროსთან.
სტატიაში ასევე ვხვდებით მომღერალ ანრი ჯოხაძის დაბლარულ ფოტოს.
“ტაბულას” სახელით გავრცელებული სტატია თაღლითობის მიზნით არის შექმნილი და აზერბაიჯანულენოვან კომპანია “სოკარზე” გავრცელებულ სხვა თაღლითური პუბლიკაციების იდენტურია.
გავრცელებული სტატია გრამატიკულ შეცდომებს შეიცავს და სავარაუდოდ მექანიკურ თარგმანს წარმოადგენს. პუბლიკაციაში ფიგურირებს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია “სოკარი”, რომლის ბრენდი თაღლითურ პუბლიკაციებში ადრეც გამოიყენებოდა, რაც “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გამოავლინა.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ნოე სულაბერიძე თავის მობილურს ნაკრების მოთამაშეს აძლევს და ისინი პროგრამა Socar-ში ერთად რეგისტრირდებიან, რის შემდეგაც პირველ 500 ლარიან დეპოზიტს აკეთებენ.
სტატია 28 დღის რეგისტრირებულ შემდეგ დომეინზეა განთავსებული www.flowtempt.com, რეგისტრაციის ადგილად კი კალიფორნიის შტატია მითითებული.
სტატიის მთავარ გვერდზე გადასვლისას სოკარის ლოგო ფიგურირებს. მთავარ გვერდზე კი ჩანს სოკარის მეშვეობით შემოსავლების გაზრდის მოწოდება.
გვერდი თაღლითურია და ფინანსების მობილიზებას ისახავს მიზნად.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.