აქციაზე კონსერვატორიის სტუდენტების სიმღერის ვიდეო შეცვლილი ხმით ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სიმღერის ვიდეო
150
VIEWS

15 დეკემბერს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა საპროტესტო აქციაზე სიმღერის ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში გაუგებარია, რას მღერიან ახალგაზრდები და ხმა გაუგებარი ბგერების ერთობლიობას უფრო ჰგავს, ვიდრე – ჩვეულებრივ სიმღერას. აღწერიდან და კომენტარებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ვიდეო პროტესტის დაცინვისა და დისკრედიტაციისთვის ვრცელდება. 

სიმღერის ვიდეოაქციაზე სიმღერის ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული. ვიდეოს ხმა და გამოსახულება შებრუნებულია. ვიდეოს კიდევ ერთხელ შებრუნების შემდეგ, გასაგები ხდება, რომ ახალგაზრდები აკაკი წერეთლის “მომაკვდავის ფიქრებზე” დაწერილ სიმღერას მღერიან.

ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდები ქაშუეთის წინ მღერიან, შებრუნებულია. ხმის არაბუნებრიობა სწორედ ამ მანიპულაციამ გამოიწვია. ვიდეოს ხელმეორედ შებრუნების შემდეგ სიმღერა გარჩევადია და ისმის, რომ ახალგაზრდები აკაკი წერეთლის “მომაკვდავის ფიქრებზე” დაწერილ სიმღერას მღერიან. 

გავრცელებული ვიდეო შებრუნების შემდეგ

ეს სიმღერა 15 დეკემბერს კონსერვატორიის სტუდენტებმა ქაშუეთთან იმღერეს და ის პროტესტზე დაკავებულ და დაშავებულ მონაწილეებს მიუძღვნეს. თავის დროზე სიმღერა კომპოზიტორმა ჯემალ ბეგლარიშვილმა 9 აპრილის დაღუპულებს მიუძღვნა.

ფეისბუქზე გავრცელებულ, დარედაქტირებულ ვიდეოშიც და “ნეტგაზეთის” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოშიც ერთი და იმავე ახალგაზრდები ჩანან, რაც დამატებით ადასტურებს, რომ ვიდეოზე კონსერვატორიის სტუდენტები არიან ასახული.

ახალგაზრდები რედაქტირებული ვიდეოდან aqtsiaze konservatoriis studentebis simgheris video shetsvlili khmith vrtseldeba1 აქციაზე კონსერვატორიის სტუდენტების სიმღერის ვიდეო შეცვლილი ხმით ვრცელდება 2aqtsiaze konservatoriis studentebis simgheris video shetsvlili khmith vrtseldeba1 აქციაზე კონსერვატორიის სტუდენტების სიმღერის ვიდეო შეცვლილი ხმით ვრცელდება aqtsiaze konservatoriis studentebis simgheris video shetsvlili khmith vrtseldeba3 აქციაზე კონსერვატორიის სტუდენტების სიმღერის ვიდეო შეცვლილი ხმით ვრცელდება
იგივე ახალგაზრდები ნეტგაზეთის ვიდეოში aqtsiaze konservatoriis studentebis simgheris video shetsvlili khmith vrtseldeba4 აქციაზე კონსერვატორიის სტუდენტების სიმღერის ვიდეო შეცვლილი ხმით ვრცელდება

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist