სწრაფად გამრავლებაზე უფლებადამცველ ბაია პატარაიას სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ბაია პატარაია
54
VIEWS

17 აგვისტოს სოციალურ ქსელში უფლებადამცველ ბაია პატარაიას ფოტო შემდეგ ციტატასთან ერთად გავრცელდა: “კაცები რომ არ არსებობდნენ უფრო სწრაფად გავმრავლდებოდით”. პოსტი, სავარაუდოდ, სატირულია, თუმცა მას ფეისბუკ მომხმარებლების ნაწილი რეალურ ციტატად აღიქვამს.

ბაია პატარაია

ბაია პატარაიას სახელით გავრცელებული ციტატა, რომელიც კაცების გარეშე სწრაფად გამრავლებას ეხება, გაყალბებულია. ბაია პატარაიას მსგავსი განცხადება არც ფეისბუკის პირად ანგარიშზე და არც მედიებთან არ გაუკეთებია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბაია პატარაიას ფოტოს, რომელსაც თან ციტატა ახლავს,  უფლებადამცველის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის სახე არ აქვს, სქრინშოტზე არც რომელიმე მედიის ან საინფორმაციო სააგენტოს ლოგო აღინიშნება.

ბაია პატარაიას განცხადება სწრაფად გამრავლების შესახებ არ გაუკეთებია და ციტატა გამოგონილია. ის მედიასაშუალებების ვებ-საიტებზე და სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. 

ბაია პატარაიას სახელით ყალბი განცხადებები ხშირად ვრცელდება. მითების დეტექტორმა წარსულში არაერთი გაყალბებული ციტატა გადაამოწმა:

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ მომხმარებელი დავით დარბაიძე 2022 წლიდან ანსამბლ “გორის” ხელმძღვანელია. მანამდე ის გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. 

დარბაიძეს ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია, მაგალითად პარიზის ოლიმპიადის შესახებ ფეისბუქზე მისი პოსტები “კონტექსტის გარეშე” და “მცდარ ინფორმაციად” არის მონიშნული.

ბაია პატარაია

პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist