სთავაზობს თუ არა კანადა ვაქცინით დაზარალებულებს ევთანაზიას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ევთანაზია
68
VIEWS

24 ოქტომბერს რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშმა Oleg Dor, რომელსაც დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბარია, რომ კანადაში ვაქცინით დაზარალებულებს ევთანაზიას სთავაზობენ. ინიციატივა კი კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს ეკუთვნის.

ევთანაზიაავტორი ვიდეოში იყენებს კონსპირაციული გამოცემის  The People’s Voice-ის სტატიის სქრინს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტრუდოს რეჟიმმა უბრძანა სააავადმყოფოებს, დაეწყოთ იმ პირების ევთანაზია, რომლებიც COVID-19-ის ვაქცინით დაშავდნენ.

ევთანაზია

ინფორმაცია, თითქოს კანადა ვაქცინით დაზარალებულებს ევთანაზიას სთავაზობს, ერთ შემთხვევას ეყრდნობა, რომელზეც ვერ დასტურდება ჰქონდა თუ არა კავშირი ვაქცინასთან. სტატიაში განხილულია კეილა პოლოკის ისტორია, რომელიც ამბობს, რომ მას ევთანაზია შესთავაზეს, თუმცა არ არსებობს ზუსტი მტკიცებულება, რომ მისი პარალიზება ვაქცინითაა გამოწვეული. ორივე გამოცემა, რომელიც პოლოკზე წერს, კონსპირაციულ თეორიებს და ანტივაქსერულ ნარატივებს ხშირად ავრცელებს. 

The People’s Voice -ის სტატიაში განხილულია კეილა პოლოკის, 37 წლის დედის, შემთხვევა ონტარიოდან, რომელიც, მისი თქმით, მოდერნას ბუსტერის გაკეთების შემდეგ პარალიზდა და მას ევთანაზია შესთავაზეს.

კეილა პოლოკმა The Canadian Independet-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც იგი ლაპარაკობს თავის ისტორიაზე, თუ როგორ მივიდა პარალიზებამდე. მან ფაიზერის ორი ვაქცინა გაიკეთა, თუმცა არანაირი ჩივილი არ ჰქონია. ბოლო მოდერნას ბუსტერი გაკეთების შემგომ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ბუსტერის გაკეთებიდან 4 დღის შემდეგ კეილამ ფეხებში მრგძნობელობა დაკარგა, მაგრამ მალევე აღიდგინა მოტორული ფუნქცია. 9 დღის შემდეგ მსგავსი მოვლენა განმეორდა და მან ვიზიტი ნევროლოგთან ჩანიშნა, თუმცა, ამბობს, რომ ვიზიტამდე, 2022 წლის 22 თებერვალს იგი კისრის ქვემოთ პარალიზდა. 

 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთების შემდგომ დადგინდა, რომ კეილას განივი მიელიტი ჰქონდა. ეს არის ზურგის ტვინის ანთება, რომელიც ხელს უშლის შეტყობინებების გადაცემას მთელ სხეულში და შესაბამისად ხშირად ახლავს დამბლა. კეილას შემთხვევაში, ეს დაავადება საკმაოდ მწავედ იყო გამოვლენილი და ზურგის ტვინის მთელ სიგანეზე განვითარდა.

პოლოკი ინტევიუში ამბობს, რომ იგი რამდენიმე თვე იმყოფებიდა საავადმყოფოში, რომლის დროსაც Southlake-ის სავაადმყოფომ ორჯერ შესთავაზა ევთანაზია.   “მითების დეტექტორი” Southlake Regional Health Centre -ს დაუკავშირდა, რათა გაერკვია ნამდვილად შესთავაზეს თუ არა პოლოკს ევთანაზაია. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება. 

კეილა პოლოკს ჰქონდა ეჭვები, რომ ეს დაავადება ვაქცინას უკავშირდებოდა. The Canadian Independet-ის ინტერვიუში, პოლოკისა და ექიმის დაილოგის სავარაუდო ჩანაწერიც არის, რომელშიც ექიმი საუბრობს განივი მიელიტის განვითარების სავარაუდო მიზეზებზე. იგი ამბობს, რომ ამ დაავადების გამოწვევის მიზეზი სავარაუდოდ ვაქცინაა და ეს ბევრ ადამიანს დამართნია. აღსანიშნვია, რომ არც აუდიო ჩანაწერში და  არც სტატიაში არ არის მითითებული ექიმის სახელი და გვარი და ის ნევროლოგად არის მოხსენიებული.

ასევე, აღსანიშნავია, რომ The Canadian Independet კონსპირაციულ  და ანტივაქსერული შინაარსის მასალებს აქვეყნებს. მაგაელითად, 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია ღონისძიების შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ კანადელებს დაიცვან თავიანთი უფლებები და თავისუფლებები გლობალისტური დღის წესრიგის პირობებში. 

  • აქვს თუ არა კავშირი განივი მიელიტის განვითარებას ვაქცინასთან?

არსებობს ვარაუდები, რომ განივ მიელიტს შეიძლება, მართლაც, ჰქონდეს ვაქცინასთან კავშირი, თუმცა კვლევებს, რომ გადავხედოთ, კავშირი არ არის მკაფიო და დაზუსტებით ვერ ამბობენ, რომ ეს დაავადება ვაქცინისგან შეიძლება იყოს გამოწვეული. მაგალითად, ნიდერლანდებში 2023 წლის 16 იანვრამდე ვაქცინაციის შემდეგ განივი მიელიტის 48 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა სამედიცინო ანგარიშებზე დაყრდნობით, დასკვნის გაკეთება ამ დაავადებისა და კოვიდ ვაქცინაციას შორის კავშირზე შეუძლებელია.

გარდა ამისა, კეილა პოლოკის სამედიცინო ანგარიშებში, რომელიც The Canadian Independet -ის ვიდეოშია მოცემული, წერია, რომ კეილას განივი მიელიტი აღმოაჩნდა მოდერნას ბუსტერის გაკეთების შემდეგ, თუმცა არსად არ წერია, რომ გამომწვევი მიზეზი მოდერნას ბუსტერია.

sthavazobs thu ara kanada vaqtsinith dazaralebulebs evthanazias2 სთავაზობს თუ არა კანადა ვაქცინით დაზარალებულებს ევთანაზიას?

2024 წლის 1 თებერვალს კანადის მთავრობამ გააგრძელა კანონი, რომელიც ზღუდავს იმ პირების ევთანაზიას, რომლებსაც მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ, სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები ევთანაზიასთან დაკავშირებით 2024 წელს და არც პანდემიის პერიოდში არ განხორციელებულა. 

კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორს” არაერთი სტატია მოუმზადებია, ვრცლად, იხილეთ:

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიში Oleg Dor პრორუსული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. მას დეზინფორმაცია წარსულშიც გამოუქვეყნებია.

გამოცემა The People’s Voice კონსპირაციული შინაარსის სტატიებს აქვეყნებს და ხშირად სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს რებრენდინგის შედეგად NewsPunch გახდა. NewsPunch-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. შემდეგ კი სახელი კვლავ შეიცვალა და The People’s Voice გახდა. Poynter.org–ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა.


მარი მეგრელიშვილი

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist