სთავაზობდა თუ არა ევროკავშირი საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებას ავღანელი ლტოლვილების მიღების პირობით?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

198
VIEWS

17 აგვისტოს ფეისბუქ-ჯგუფში ალტინფო-TV ტელეკომპანია ალტ-ინფოს ეთერში 13 აგვისტოს გასული გადაცემა “დღის კომენტარის” ნაწყვეტი გამოქვეყნდა. გადაცემის სტუმარმა პაატა აბულაძემ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს დასავლეთიდან 65 მილიონიან სესხს იმის სანაცვლოდ სთავაზობდნენ, რომ ქვეყანას ავღანეთიდან 18 ათასი ლტოლვილი მიეღო, თუმცა პრემიერმა ამ სესხზე უარი თქვა.

პაატა აბულაძე: “უნდა შემოგვეყვანა სულ 18 000 ლტოლვილი ავღანეთიდან და ეს 65 მილიონი იყო მაგაზე გამოყოფილი, ივაჟკაცა პრემიერმა და არ გააკეთა ეგ – არ გვინდა ეგ სესხიო. ყველამ დამალა, რომ 65 მილიონი სესხი იმისთვის იყო, რომ ეს 18 000 ავღანელი ლტოლვილი უნდა მიგვეღო. ახლა წარმოგიდგენიათ ავღანელი სოციუმი აქ როგორ შემოვიდოდა, მათი ადაპტაცია საქართველოში?!”

avghanethi სთავაზობდა თუ არა ევროკავშირი საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებას ავღანელი ლტოლვილების მიღების პირობით?

მტკიცება, თითქოს დასავლეთმა საქართველოს 65 მილიონი ავღანელი ლტოლვილების მისაღებად შესთავაზა, დეზინფორმაციულია. რეალურად, თანხა, რომელიც 75 მილიონ ევროს შეადგენდა, მაკროფინანსური კრედიტი და იმ დახმარების პაკეტის ნაწილი იყო, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთვის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დასაძლევად გამოყო. რაც შეეხება ავღანელ ლტოლვილებს, ქაბულიდან წამოსული მგზავრებისთვის საქართველო სატრანზიტო პუნქტად იყო გამოყენებული და საქართველომ დროებითი თავშესაფარი არა მათ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომლებს მისცა.

თანხა, რომელსაც პაატა აბულაძე გულისხმობს, 75 მილიონი ევროს კრედიტს შეადგენდა. 2021 წლის აგვისტოში, როცა ავღანეთიდან ამერიკის ჯარები ეტაპობრივად გადიოდნენ, ხოლო ქაბულიდან წამოსული მგზავრებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სატრანზიტო პუნქტად იყო გამოყენებული, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ 75 მილიონი ევროს კრედიტზე თქვა უარი.

75 მილიონი ევრო იმ დახმარების პაკეტის ნაწილი უნდა ყოფილიყო, რომლის მობილიზებაც ევროკავშირმა საქართველოსთვის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დასაძლევად მოახდინა. პანდემიის პერიოდში ევროკავშირმა საქართველოს 183 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი და 150 მილიონი ევროს მიკროსაფინანსო დახმარება გამოუყო. ამ თანხის ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

31 აგვისტოს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის შემოთავაზებულ 75 მილიონ ევროზე უარს ამბობდა, რადგან ქვეყანამ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო.

75 მილიონის კრედიტის მიღებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეფორმა უნდა გაეტარებინა, მათ შორის იყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის გაზრდა. 31 აგვისტოს ევროკავშირის წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ საქართველომ მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობის სათანადოდ შესრულება ვერ შეძლო.

დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში ავღანელი ლტოლვილების მასობრივად შემოყვანა და დასახლება იგეგმებოდა, პირველად კრემლისტურმა მედიამ 2021 წლის აგვისტოში გაავრცელა. კრემლისტურმა გამოცემებმა ეს დეზინფორმაცია იმის შემდეგ გაავრცელეს, რაც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციების ავღანეთიდან ევაკუირებული თანამშრომლებისთვის დროებითი თავშესაფრის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებული ხარჯები შესაბამისმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა აანაზღაურეს.

გავრცელებულ დეზინფორმაციაზე კომენტარი იმ დროისთვის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ  საქართველოს ტერიტორია სატრანზიტო პუნქტად იყო გამოყენებული და ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრები  საქართველოში მხოლოდ რამდენიმე საათით რჩებოდნენ, შემდეგ კი ჩარტერული რეისებით სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავღანეთი, ევროკავშირი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist